სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყვირილი გაიგონეს, ღია ფანჯარაში, რეაგირება არ იყო... სხვის საქმეში ვერ ჩავერევითო" - რას წერს მეზობელი ქუთაისში მომხდარ საზარელ მკლელობაზე
"ყვირილი გაიგონეს, ღია ფანჯარაში, რეაგირება არ იყო... სხვის საქმეში ვერ ჩავერევითო" - რას წერს მეზობელი ქუთაისში მომხდარ საზარელ მკლელობაზე

ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ნა­ტა­ლი პა­ტა­რი­ძე, გუ­შინ ქუ­თა­ის­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ტა­ლი პა­ტა­რი­ძის მე­ზო­ბე­ლი იყო:

"წუ­ხელ ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­და სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სა­ტი­კით მოკ­ლეს ქალი. თით­ქოს რა უნდა თქვა ამა­ზე მეტი სა­ში­ნე­ლე­ბა, მაგ­რამ გე­ტყვით. ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნეს, მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ღია ფან­ჯა­რა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ალ­ბათ რა ხმა გა­მო­ვი­დო­და, რე­ა­გი­რე­ბა არ იყო, შემ­დეგ ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლებ­თან და სთხო­ვა სას­წრა­ფო გა­მო­ე­ძა­ხა. "სხვის საქ­მე­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით" (შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია იმ ფრა­ზე­ბის რაც მუს­სი­რებ­და) ხალ­ხმა გა­აგ­რძე­ლა ბუტ­ბუ­ტი და ბჭო­ბა. სწო­რედ ამ დროს დავ­ბრუნ­დი სახ­ლში, იმას არ აქვს მნიშ­ვე­ლო­ბა მე რა გა­ვა­კე­თე. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვუშ­ვე­ლე და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მთრგუ­ნავს!", - წერ ნა­ტა­ლი პა­ტა­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს, ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლია. მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი ესა­უბ­რა. შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია 18 ივ­ლისს, გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. 30 წლამ­დე ქალი სახ­ლში ცივი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ანა ჩა­ლა­ძის თქმით, ახალ­გაზ­რდა ქალს ყელი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი.

"ეს გოგო თა­ვის და­ქალ­თან ერ­თად ქი­რით ცხოვ­რობ­და ჩვენს მე­ზობ­ლად. რო­გორც ვიცი, ქუ­თა­ი­სე­ლი იყო. რა­ტომ მოკ­ლეს და ვის შე­იძ­ლე­ბო­და ეს სი­სას­ტი­კე ჩა­ე­დი­ნა, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ვიცი, რომ ბი­ნის კარი შიგ­ნი­დან იყო ჩა­კე­ტი­ლი. მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, გოგო ყვი­რო­და და შვე­ლას ითხოვ­და. ალ­ბათ დრო­უ­ლად ვერ მი­ეშ­ველ­ნენ. მე პა­ტა­რა ბავ­შვი მყავს და გვი­ან მი­ვე­დი იქ. უკვე პატ­რუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო და კარს ამ­ტვრევ­დნენ, რომ შიგ­ნით შე­სუ­ლიყ­ვნენ. და­ნა­შა­უ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მე­სა­მე სარ­თულ­ზე მოხ­და. ალ­ბათ რომ მოკ­ლა ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა მკვლე­ლი და მი­ი­მა­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ასე რო­გორ გა­ი­მე­ტეს. მე პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი გარ­დაც­ვლილს და მომ­ხდარ­ზე მეტი არა­ფე­რი ვიცი", - გვი­ამ­ბო გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ზობ­ლებ­მა ჯერ მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს, რომ­ლე­ბიც შინ ვერ შე­ვიდ­ნენ, ვიდ­რე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ მი­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
0

კი მაგრამ ეზოში თუ იდექით და ყვირილის ხმა გესმოდათ, ფანჯრიდან გადმოხტა ვინმე თუ არა, ეგ ვერ ნახეთ?

სანდრო
5

როგორ ვერ დაინახეს! ალბათ იცნეს კიდეც, მაგრამ ეს ქართული სიბნელეა, ასე ღუპავს ადამიანებს. ხვალ თქვენ დაგჭირდებათ და ყველა გაჩუმდება!!!!!!!

ავტორი:

"ყვირილი გაიგონეს, ღია ფანჯარაში, რეაგირება არ იყო... სხვის საქმეში ვერ ჩავერევითო" - რას წერს მეზობელი ქუთაისში მომხდარ საზარელ მკლელობაზე

"ყვირილი გაიგონეს, ღია ფანჯარაში, რეაგირება არ იყო... სხვის საქმეში ვერ ჩავერევითო" - რას წერს მეზობელი ქუთაისში მომხდარ საზარელ მკლელობაზე

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე, გუშინ ქუთაისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, გარდაცვლილი ნატალი პატარიძის მეზობელი იყო:

"წუხელ ჩემს სადარბაზოში მოხდა საზარელი ფაქტი. განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ქალი. თითქოს რა უნდა თქვა ამაზე მეტი საშინელება, მაგრამ გეტყვით. ყვირილი გაიგონეს, მესამე სართულიდან ღია ფანჯარაში. დაახლოებით წარმოგიდგენიათ ალბათ რა ხმა გამოვიდოდა, რეაგირება არ იყო, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი მივიდა ეზოში შეკრებილებთან და სთხოვა სასწრაფო გამოეძახა. "სხვის საქმეში ვერ ჩავერევით" (შერბილებული ვარიანტია იმ ფრაზების რაც მუსსირებდა) ხალხმა გააგრძელა ბუტბუტი და ბჭობა. სწორედ ამ დროს დავბრუნდი სახლში, იმას არ აქვს მნიშველობა მე რა გავაკეთე. სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს!", - წერ ნატალი პატარიძე.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, ელისო ჩეჩელაშვილია. მკვლელობის დეტალებზე AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ქალის მეზობელი ესაუბრა. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს. ანა ჩალაძის თქმით, ახალგაზრდა ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

"ეს გოგო თავის დაქალთან ერთად ქირით ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად. როგორც ვიცი, ქუთაისელი იყო. რატომ მოკლეს და ვის შეიძლებოდა ეს სისასტიკე ჩაედინა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გოგო ყვიროდა და შველას ითხოვდა. ალბათ დროულად ვერ მიეშველნენ. მე პატარა ბავშვი მყავს და გვიან მივედი იქ. უკვე პატრული გამოძახებული იყო და კარს ამტვრევდნენ, რომ შიგნით შესულიყვნენ. დანაშაული მრავალსართულიანი სახლის მესამე სართულზე მოხდა. ალბათ რომ მოკლა ფანჯრიდან გადახტა მკვლელი და მიიმალა. საშინელება ხდებოდა. ყველა გაოგნებულია, ასე როგორ გაიმეტეს. მე პირადად არ ვიცნობდი გარდაცვლილს და მომხდარზე მეტი არაფერი ვიცი", - გვიამბო გარდაცვლილის მეზობელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა ჯერ მაშველები გამოიძახეს, რომლებიც შინ ვერ შევიდნენ, ვიდრე სამართალდამცავები არ მივიდნენ ადგილზე.

"ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული" - შსს-სთან აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

"გარდაცვალების შემდეგ ბაჩალიაშვილის სხეული მოათავსეს ავტომობილში და მიიყვანეს იმ ადგილას, აქვს არსებობის უფლება ამ ვერსიას" - ადვოკატი