მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?
"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?

თბი­ლის­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ტან­საც­მლის აღი­ა­რე­ბუ­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­მელ­საც ყვე­ლა "საშა პარტნო­ის" სა­ხე­ლით იც­ნობ­და. ის წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლი იყო, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში.

დე­და­ქა­ლაქ­ში იმ­ხა­ნად ცნო­ბი­ლი იყო ვოლ­კო­ვე­ბის ატე­ლიე, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის N14-ში მდე­ბა­რე­ობ­და. ვოლ­კო­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე მოღ­ვა­წე­ობ­დნენ. რო­გორც კი არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო და მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს უცხო­ეთ­ში გას­ვლა, ისი­ნიც ამ ტალ­ღას გაჰ­ყვნენ. ატე­ლიე და­ტო­ვეს, მაგ­რამ უპატ­რო­ნოდ მა­ინც არ მი­აგ­დეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ ჰყავ­დათ მო­სამ­სა­ხუ­რე, მათ სახ­ლში გაზ­რდი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრა რო­მა­ნო­ვა, სწო­რედ ის და­ტო­ვეს ამ ატე­ლი­ეს მე­პატ­რო­ნედ. რო­გორც "საშა პარტნო­ის" შთა­მო­მავ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ვოლ­კო­ვებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალს უთხრეს, - თუ ჩა­მო­ვალთ დაგ­ვიბ­რუ­ნებ ქო­ნე­ბას, თუ ვერ ჩა­მო­ვე­დით, ეს საქ­მე შე­ნია და, რაც გინ­და ის ქე­ნიო. ასე დარ­ჩა ალექ­სან­დრას ატე­ლიე. ახალ­გაზ­რდა ქალი თვი­თონ ვერ­სად წა­ვი­დო­და, რად­გან ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი დედა ჰყავ­და.

თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ა­ნი რო­გორ­ღაც ამ ქალ­თან მოხ­ვდა და ის ალექ­სან­დრამ შე­გირ­დად აიყ­ვა­ნა. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მისი სამ­კერ­ვა­ლო კა­რი­ე­რა. ამა­სო­ბა­ში ქალ-ვაჟს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და და­ქორ­წინ­დნენ. ქალი ვაჟ­ზე ათი წლით უფ­რო­სი იყო, მა­რამ ამას მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, სა­ბო­ლო­ოდ კი პრო­ცე­სე­ბი ისე წა­ვი­და, რომ საშა თბი­ლი­სის ნო­მერ პირ­ველ ტან­საც­მლის მო­დე­ლი­ო­რად იქცა.

თუმ­ცა მა­ნამ­დე მან პა­რი­ზის მოვ­ლაც მო­ას­წრო."იმ პე­რი­ოდ­ში პა­რიზ­ში იყ­ვნენ ძმე­ბი კა­კა­ბა­ძე­ე­ბი, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი, ქი­ქო­ძე. ბა­ბუ­ას მათი ნა­ხა­ტე­ბი ჰქონ­და. ახვლე­დი­ან­თან და გუ­დი­აშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ. პა­რიზ­ში და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წელი დაყო, იქ შე­გირ­დად იყო და ხელ­ფა­სიც ჰქონ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და კი­დეც. რომ მო­დი­ო­და, უფ­როსს უთ­ქვამს, დარ­ჩი და ერთ წე­ლი­წად­ში მი­ლი­ო­ნე­რი იქ­ნე­ბიო. მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი იყო ცნო­ბი­ლი ოპე­რე­ტა "მფრი­ნა­ვი თაგ­ვი". ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის კოს­ტი­უ­მე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ბუ­ას შე­კე­რი­ლი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, თე­ატ­რა­ლურ კოს­ტი­უ­მე­რად ით­ვლე­ბო­და. მერე აქ ძა­ლი­ან დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და ოპე­რა­ში. ოპე­რა რომ და­იწ­ვა, მას­თან ერ­თად და­იწ­ვა მთე­ლი მისი კოს­ტი­უ­მე­ბი, არც ერთი არ გა­დარ­ჩა. კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და", - ყვე­ბა მისი ძმის­შვი­ლიშ­ვი­ლი ია ახვლე­დი­ა­ნი.

რო­გორც უკვე ით­ქვა, ის არა მარ­ტო ყო­ველ­დღი­ურ სა­მოსს, არა­მედ სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მებ­საც ქმნი­და .მას­თან ქარ­თუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იც­ვამ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ საშა ეს­კი­ზე­ბის შექ­მნის გა­რე­შე ქმნი­და სა­მოსს. ქსო­ვილს მა­გი­და­ზე გაშ­ლი­და და ზედ საპ­ნით ხა­ტავ­და თარ­გს, შემ­დეგ ჭრი­და, კე­რავ­და და სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით არ­გებ­და ტან­ზე კლი­ენ­ტებს. მას დამ­ხმა­რე­ე­ბი ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც კა­ბებს ბი­სე­რე­ბით რთავ­დნენ ან ლა­მა­ზად ქარ­გავ­დნენ. მას­თან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც იც­ვამ­დნენ, მათ შო­რის, ულა­მა­ზე­სი ნატო ვაჩ­ნა­ძე.

ია ახვლე­დი­ა­ნი:

- მას­თან ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ცო­ლე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ?

- ნინა გე­გეჭ­კორს უკე­რავ­და. ერ­თა­დერ­თი კაცი იყო, რო­მელ­საც ნინა გე­გეჭ­კორს ახ­ლოს აკა­რებ­დნენ, არა­და ეს ქალ­ბა­ტო­ნი მუ­დამ ქმრის დაც­ვით იყო გა­რე­მო­ცუ­ლი. როცა ბე­რია და­ი­ჭი­რეს, ბა­ბუ­ამ გუდა-ნა­ბა­დი შეკ­რა და შინ დაჯ­და. შე­ე­შინ­და, რომ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ, მაგ­რამ, და­პა­ტიმ­რე­ბას გა­და­ურ­ჩა".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ნინა გე­გეჭ­კო­რი "მიშა პარტნო­ის" თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­შიც იხ­სე­ნებს. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
3

ცუდია რომ დღეს საქართველოში ასეთი კარგი მკერავი აღარ არსებობს კაცისთვის. ავლაბრელ სომეხ პარტნოებს არ ვგულისხმობ, აი ისეთებზე ვამბობ მოდის ტენდენციებს რომ მისდევენ და ესთეტები რომ არიან. 

თამრიკო
2

როგორი ინტერესით წავიკითხე, ნეტა იცოდეთ. გთხოვთ ხშირად გამოაქვეყნეთ ასეთი სტატიები. დაიღალა გონება ამდენი ნეგატივის წაკითხვით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?

"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?

თბილისში ერთ-ერთი პირველი ტანსაცმლის აღიარებული მოდის დიზაინერი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელსაც ყველა "საშა პარტნოის" სახელით იცნობდა. ის წარმოშობით ქუთაისელი იყო, რომელიც საკმაოდ პატარა ასაკში, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოსულა თბილისში.

დედაქალაქში იმხანად ცნობილი იყო ვოლკოვების ატელიე, რომელიც რუსთაველის N14-ში მდებარეობდა. ვოლკოვები საქართველოში რევოლუციამდე მოღვაწეობდნენ. როგორც კი არეულობა დაიწყო და მასობრივად დაიწყეს უცხოეთში გასვლა, ისინიც ამ ტალღას გაჰყვნენ. ატელიე დატოვეს, მაგრამ უპატრონოდ მაინც არ მიაგდეს. როგორც ირკვევა, მათ ჰყავდათ მოსამსახურე, მათ სახლში გაზრდილი ქალბატონი ალექსანდრა რომანოვა, სწორედ ის დატოვეს ამ ატელიეს მეპატრონედ. როგორც "საშა პარტნოის" შთამომავლები იხსენებენ, ვოლკოვებმა ახალგაზრდა ქალს უთხრეს, - თუ ჩამოვალთ დაგვიბრუნებ ქონებას, თუ ვერ ჩამოვედით, ეს საქმე შენია და, რაც გინდა ის ქენიო. ასე დარჩა ალექსანდრას ატელიე. ახალგაზრდა ქალი თვითონ ვერსად წავიდოდა, რადგან ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავდა.

თბილისში ჩამოსული ალექსანდრე ახვლედიანი როგორღაც ამ ქალთან მოხვდა და ის ალექსანდრამ შეგირდად აიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამკერვალო კარიერა. ამასობაში ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ქალი ვაჟზე ათი წლით უფროსი იყო, მარამ ამას მათი თანაცხოვრებისთვის ხელი არ შეუშლია, საბოლოოდ კი პროცესები ისე წავიდა, რომ საშა თბილისის ნომერ პირველ ტანსაცმლის მოდელიორად იქცა.

თუმცა მანამდე მან პარიზის მოვლაც მოასწრო."იმ პერიოდში პარიზში იყვნენ ძმები კაკაბაძეები, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქიქოძე. ბაბუას მათი ნახატები ჰქონდა. ახვლედიანთან და გუდიაშვილთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, ძალიან მეგობრობდნენ. პარიზში დაახლოებით შვიდი წელი დაყო, იქ შეგირდად იყო და ხელფასიც ჰქონდა, პარალელურად სწავლობდა კიდეც. რომ მოდიოდა, უფროსს უთქვამს, დარჩი და ერთ წელიწადში მილიონერი იქნებიო. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ცნობილი ოპერეტა "მფრინავი თაგვი". ამ სპექტაკლისთვის კოსტიუმები თავიდან ბოლომდე ბაბუას შეკერილი იყო. ფაქტობრივად, თეატრალურ კოსტიუმერად ითვლებოდა. მერე აქ ძალიან დიდხანს მუშაობდა ოპერაში. ოპერა რომ დაიწვა, მასთან ერთად დაიწვა მთელი მისი კოსტიუმები, არც ერთი არ გადარჩა. კინაღამ გაგიჟდა", - ყვება მისი ძმისშვილიშვილი ია ახვლედიანი.

როგორც უკვე ითქვა, ის არა მარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა .მასთან ქართული ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები იცვამდნენ. ამბობენ, რომ საშა ესკიზების შექმნის გარეშე ქმნიდა სამოსს. ქსოვილს მაგიდაზე გაშლიდა და ზედ საპნით ხატავდა თარგს, შემდეგ ჭრიდა, კერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. მას დამხმარეები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც კაბებს ბისერებით რთავდნენ ან ლამაზად ქარგავდნენ. მასთან ცნობილი ქართველი მსახიობებიც იცვამდნენ, მათ შორის, ულამაზესი ნატო ვაჩნაძე.

ია ახვლედიანი:

- მასთან ჩინოვნიკების ცოლებიც მოდიოდნენ?

- ნინა გეგეჭკორს უკერავდა. ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ, არადა ეს ქალბატონი მუდამ ქმრის დაცვით იყო გარემოცული. როცა ბერია დაიჭირეს, ბაბუამ გუდა-ნაბადი შეკრა და შინ დაჯდა. შეეშინდა, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ, დაპატიმრებას გადაურჩა".

საინტერესოა, რომ ნინა გეგეჭკორი "მიშა პარტნოის" თავის მოგონებებშიც იხსენებს. იხილეთ სრულად

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლიზამ გადაუღო თავის ძმას და ჩვენს საოცარ ქეთის..." - ეკა ბესელია შვილის ნიშნობის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე