ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ტყუპები გაქრისტიანდნენ. პატარების ნათლია გიორგი ჭოლაძეა, რომელიც ბახტაძის დროს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი იყო.
ნათლობის ფოტოები სოციალურ ქსელში სწორედ ჭოლაძემ გაავრცელა.
"დღეს ანასტასია და გიორგი ბახტაძეები გაქრისტიანდნენ" - წერს ჭოლაძე "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩეულის შესახებ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მამუკა ბახტაძეს საყვარელ ქალთან 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს. წყვილს ტყუპები ნოემბერში შეეძინათ.
გილოცავთ! ბედნიერები მომავალი ქონოდეთ!
საერთოდ ხვდებით რას ნიშნავს გაქრისტიანება? და გგონიათ ბევრს იპოვით გაქრისტიანებულებს საქართველოში?