საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ" - მეუფე ნიკოლოზი
"ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ" - მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში 15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნახ­ლდა მსჯე­ლო­ბა, სა­დაც დარ­წმუ­ნე­ბით არის სა­უ­ბა­რი, რომ შემ­თხვე­ვა თვით­მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­მარ­ტე­ბით, თა­ვის დრო­ზე ეკ­ლე­სია დარ­წმუნ­და, რომ ეს შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო შემ­თხვე­ვი­თო­ბა, ამი­ტომ 15 წლის ლუკა სი­რა­ძეს წესი აუგო.

"ოჯა­ხის წევ­რებ­მა ეკ­ლე­სი­ას მო­მარ­თეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯე­ლო­ბა, გან­ხილ­ვა ამ სა­კი­თხის, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ლუკა სი­რა­ძის­თვის წე­სის აგე­ბა. თუ ეს ნამ­დვი­ლად მტკიც­დე­ბა, რომ თვით­მკვლე­ლო­ბაა, მა­შინ წე­სის აგე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის სა­ეკ­ლე­სიო წესი. არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ ლუ­კას­თვის ეს იქ­ნე­ბო­და ცუდი. ჩვენ დავ­რწმუნ­დით მა­შინ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა დიდი როლი შე­ას­რუ­ლეს, მაგ­რამ გარ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა, ჩვენ კარ­გად გა­ვერ­კვი­ეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და დავ­რწმუნ­დით, რომ ნამ­დვი­ლად არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს იყო შემ­თხვე­ვი­თო­ბა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რომ ვი­ლო­ცოთ მის­თვის, შეგ­ვიძ­ლია, რომ წესი ავუ­გოთ, გა­ვაგ­რძე­ლოთ ლოც­ვა. ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა გახ­და სა­ჭი­რო იმი­ტომ, რომ ახლა გა­ნახ­ლდა სა­უ­ბა­რი და ამ გა­ნახ­ლე­ბულ სა­უ­ბარ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბით არის სა­უ­ბა­რი, რომ ეს იყო თვით­მკვლე­ლო­ბა. თუ ამ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა რა­ი­მე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც ჩვენ არ ვი­ცით, თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ ნამ­დვი­ლად თვით­მკვლე­ლო­ბაა, მა­შინ თხოვ­ნა მაქვს ყვე­ლას­თვის, რომ გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ, ჩვენც უნდა ვი­ცო­დეთ.

პირ­ველ რიგ­ში, რაც მე მა­ლა­პა­რა­კებს და მა­მოძ­რა­ვებს ეს ლუკა სი­რა­ძის სუ­ლის ბე­დია, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც ამ საქ­მე­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ჩვენ გარ­კვე­უ­ლი „ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის“ მი­ხედ­ვით ვმოქ­მე­დებთ, გვაქვს გა­წე­რი­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი და ვი­ცით, რა შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. ჩვენ მო­ვი­ქე­ცით ასე და წესი ავუ­გეთ, მაგ­რამ თუ დღეს ვინ­მე დაგ­ვარ­წმუ­ნებს, რომ ეს ნამ­დვი­ლად იყო თვით­მკვლე­ლო­ბა, მა­შინ დღე­ი­დან ჩვენ სხვა­ნა­ი­რად უნდა მო­ვიქ­ცეთ. ჩვენ არ გვაქვს მის­თვის ლოც­ვის უფ­ლე­ბა. თვით­მკვლე­ლის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი ლოც­ვა. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ეს ასე არ არის“-, გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, 15 წლის მო­ზარ­დი ლუკა სი­რა­ძე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 19 დე­კემ­ბერს შე­უ­ფარ­და.

ნანა
1

მსოფლიო დაფიქრდეს, რად გვინდა მეცნიერება, ამათ ყველაფერი იციან, (ღმერთმა იცის, სექტანტი არ ვარ, მეცნიერება უახლოვდება, ხსნის საიდუმლოებებს, ესენი (ყველა არა) აშორებენ ხალხს რწმენისგან)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ" - მეუფე ნიკოლოზი

"ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ბოლო პერიოდში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განახლდა მსჯელობა, სადაც დარწმუნებით არის საუბარი, რომ შემთხვევა თვითმკვლელობას უკავშირდებოდა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.

"ოჯახის წევრებმა ეკლესიას მომართეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯელობა, განხილვა ამ საკითხის, შეიძლებოდა თუ არა ლუკა სირაძისთვის წესის აგება. თუ ეს ნამდვილად მტკიცდება, რომ თვითმკვლელობაა, მაშინ წესის აგება არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესი. არ შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ლუკასთვის ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ დავრწმუნდით მაშინ, ოჯახის წევრებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ გარდა ოჯახის წევრებისა, ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა.

ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა. ამ განცხადების გაკეთება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ახლა განახლდა საუბარი და ამ განახლებულ საუბარში აბსოლუტურად დარწმუნებით არის საუბარი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუ ამ 7 თვის განმავლობაში გამოჩნდა რაიმე ახალი გარემოებები, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად თვითმკვლელობაა, მაშინ თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ გაგვაგებინეთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ.

პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავებს ეს ლუკა სირაძის სულის ბედია, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. ჩვენ გარკვეული „ინსტრუქციების“ მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მოვიქეცით ასე და წესი ავუგეთ, მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება. თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ არის“-, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

"ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები" - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი