სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე
პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ფო­ტო­ებს, რო­მელ­ზეც "იფქლის" პუ­რებ­ზე მდგო­მი მა­მა­კა­ცია აღ­ბეჭ­დი­ლი. ფოტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, პუ­რის მი­წო­დე­ბის მო­მენ­ტშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ უამ­რავ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რა, კომ­პა­ნი­ამ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა. "იფქლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მა­მა­კა­ცი მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის.

"მე­გობ­რე­ბო, გვინ­და ერთ-ერთ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ფო­ტო­ებს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ.

იფქლში მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად ვაბ­რუ­ნებთ ათა­სო­ბით ძველ, ე.წ. ჩა­მო­წე­რილ პურს. ამ პრო­დუქ­ცი­ას ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სად, სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნე­ბის­თვის ვყი­დით ფერ­მე­რებ­ზე, რომ­ლებ­საც პრო­დუქ­ცია სა­ქონ­ლის­თვის ჩვე­ნი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვად მი­აქვთ.

ფო­ტო­ზე არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ერთ-ერთი ფერ­მე­რია, რო­მელ­თა­ნაც უკვე წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. რა ფორ­მით მი­აწ­ვდის ეს ადა­მი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ას თა­ვის სა­ქო­ნელს, ნამ­დვი­ლად სცდე­ბა ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ფარ­გლებს.

რა თქმა უნდა, ამ ფორ­მით მა­ღა­ზი­ებ­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტის დის­ტრი­ბუ­ცია არ ხდე­ბა. ამის ნახ­ვა ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ას­თან, სა­დაც ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია შე­დის. პუ­რე­ბი ჯერ პლასტმა­სის ყუთ­ში იდე­ბა, ყუ­თე­ბი კი სპე­ცი­ა­ლურ „პა­დო­ნებ­ზე“ თავ­სდე­ბა წე­სის სრუ­ლი დაც­ვით.

და ბო­ლოს, ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ რომ ჩვე­ნი ქარ­ხნის, წარ­მო­ე­ბის და დის­ტრი­ბუ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა ყვე­ლას­თვის გვე­ა­მა­ყე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის კარი ყო­ველ­თვის ღიაა მე­დი­ის, მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვი­საც კი. პუ­რის დის­ტრი­ბუ­ცი­ას ამ­გვა­რად რომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დეთ, არ მიგ­ვი­ღებ­და არც ერთი მა­ღა­ზია, დაგ­ვი­წერ­დნენ უამ­რავ ჯა­რი­მას და იფქლი არ იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია პურ­ფუნ­თუ­შე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში.

ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის" - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
48

პურს, რომ ფეხქვეშ გათელავ

ამაყად დააბიჯებ,

ჯონდო ხარ, თუ ნათელა,

განა გეპატიება?

თანამშრომეი არის, თუ არა, რა აზრი აქვს მის თანამშრომლობას, როდესაც პურს, ჩვენი არსებობის წყაროს და ქრისტეს ხორცს, ფეხით უნდა ვთელავდეთ? ან საქონელის საჭმელად უნდა იყრებოდეს პური მაშინ, როცა ქვეყნად ათასი ხეიბარი დადის?

ძირს ეს მთავრობა!

ძირს ის მთავრობაც!

ძირს მეფე და ძირს დიაკვანი მამაო ენუქ,თქვენ ხომ არ გშიათ და ვერც გაიგებთ, პურის ყუა, თუ არ მოგხვდა ცხვირში, როგორ გაიგებ, რაა შიმშილი?.

ქრისტეს ხორცის უდიერად მოპყრობაზე სასჯელი უნდა იყოს. ა. ს. პუშჩილი.

ძირს ხაზარაძე, ეგ მტარვალი და ხალხის მტრი. მისი ქონება კი, ხალხს დაურიგოთ, ხალხს და გაჭირვებულებს...

Dudu
23

ეხა ამას ისეთი დაწერდა პირი გადიდებული რომ აქვს!!!!!!მიხვდით ხომ რისგან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე

პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოებს, რომელზეც "იფქლის" პურებზე მდგომი მამაკაცია აღბეჭდილი. ფოტო, სავარაუდოდ, პურის მიწოდების მომენტშია გადაღებული.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული კადრების შემდეგ უამრავმა ინტერნეტმომხმარებელმა უარყოფითი კომენტარები დაწერა, კომპანიამ განმარტება გააკეთა. "იფქლის" ინფორმაციით, ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი მათი თანამშრომელი არ არის.

"მეგობრებო, გვინდა ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელებულ ამ ფოტოებს გამოვეხმაუროთ.

იფქლში მაღაზიებიდან ყოველდღიურად ვაბრუნებთ ათასობით ძველ, ე.წ. ჩამოწერილ პურს. ამ პროდუქციას ძალიან დაბალ ფასად, სამეურნეო მიზნებისთვის ვყიდით ფერმერებზე, რომლებსაც პროდუქცია საქონლისთვის ჩვენი ქარხნის ტერიტორიიდან თავად მიაქვთ.

ფოტოზე არსებული ადამიანი არ არის ჩვენი თანამშრომელი. ერთ-ერთი ფერმერია, რომელთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. რა ფორმით მიაწვდის ეს ადამიანი პროდუქციას თავის საქონელს, ნამდვილად სცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.

რა თქმა უნდა, ამ ფორმით მაღაზიებში ახალი პროდუქტის დისტრიბუცია არ ხდება. ამის ნახვა ადვილად შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიასთან, სადაც ჩვენი პროდუქცია შედის. პურები ჯერ პლასტმასის ყუთში იდება, ყუთები კი სპეციალურ „პადონებზე“ თავსდება წესის სრული დაცვით.

და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ჩვენი ქარხნის, წარმოების და დისტრიბუციის ჩვენება ყველასთვის გვეამაყება. ჩვენი კომპანიის კარი ყოველთვის ღიაა მედიის, მაკონტროლებელი ორგანოების და საზოგადოების რიგითი წარმომადგენლებისათვისაც კი. პურის დისტრიბუციას ამგვარად რომ ვახორციელებდეთ, არ მიგვიღებდა არც ერთი მაღაზია, დაგვიწერდნენ უამრავ ჯარიმას და იფქლი არ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია პურფუნთუშეულის წარმოებაში.

ყველას დიდ მადლობას გიხდით ინტერესისათვის" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთოს მძღოლია - ვინ არის დანარჩენი 7-ის ინფიცირების წყარო

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა