ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, წვეულების ორგანიზატორი ანი გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი, მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც უწყებაში შესვლამდე ანი გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, ისინი გამოძიებას ახალ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, ვინაიდან მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციაზე უკვე ისაუბრეს.
"გამოძიებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ დამატებით გამოკითხვაზე, თუ რა კითხვები ექნებათ, რომ შევალთ გავიგებთ. გამოძიებას ახალი ინფორმაციას ვერ მივაწვდით, თუმცა რა კითხვები აქვთ, ჩვენთვის უცნობია.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.