"გიორგის ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელიც უხდებოდა. სხვას რომ გაეკეთებინა, შეიძლება დაეცინათ. სტადიონიდან რომ გადიოდა, სპეციალურად ისე დადგებოდა, რომ მწვრთნელიდან კოცნა მიეღო კისერში" - ამის შესახებ კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გარდაცვლილ ფეხბურთელზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "შაქარა" მშვიდობის მტრედი იყო" და მისი კონფლიქტში მონაწილეობა წარმოუდგენელია.
"შაქარას" ხასიათი კარგად ჩანს ყველა იმ კლიპში, რომელიც გადაღებულია. იყო ძალიან კარგი გაზრდილი, საუკეთესო თვისების ადამიანები, ღირსეული ოჯახის შვილი. არაფერს არ აკლებდნენ, ათასი ვერსია იყო, ოჯახს უჭირსო. ნორმალურად ცხოვრობენ, მშომელი ხალხია, ფუტკარივით შრომობენ. გლოვაშიც კი სულგრძელები და გონიერები არიან. არ მიკვირს, რომ ასეთი შვილი გაზარდეს.
გამორიცხულია მას რაიმე კონფლიქტში მიეღო მონაწილეობა, მშვიდობის მტრედი იყო. ძალიან კოპწია იყო. სულ ვეუბნეოდი, როგორ გამოდიხარ მოედნიდან ასე, რომ არ ისვრებიო. ძალიან მოწესრიგებული იყო.
ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელიც უხდებოდა. სხვას რომ გაეკეთებინა, შეიძლება დაეცინათ. სტადიონიდან რომ გადიოდა, სპეციალურად ისე დადგებოდა, რომ მწვრთნელის კოცნა მიეღო კისერში. ერთდაერთი ნაკლი ჰქონდა, რომ წვნიანი კერძი არ უყვარდა. მისი საყვარელი კერძი იყო შემწვარი კარტოფილი. მასთან მწვრთნელები რაზეც ჩხუბობდნენ ერთი ეს იყო, რომ ბევრ ენერგიას ხარჯავდა და ეჭამა. უნაკლო ბავშვი იყო" - ამბობს ხეჩიკაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.