შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მოწმის, დიჯეი კოსტანტინე (კოკო) ღიბრაძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ს მასთან კითხვები მიმოწერასთან და განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით ჰქონდა.
მისივე თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან.
"კითხვები იყო მიმოწერასთან და ზარებთან დაკავშირებით. კონკრეტული არაფერი, ზოგადად განიხილეს ყველაფერი დეტალებში. რა თქმა უნდა, ჩვენც მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და ვთანამშრომლობთ გამოძებასთან. დავადასტურებ იმას, რომ დიჯეის გამო კონფლიქტი არ დაწყებულა“, - განაცხადა კოსტანტინე ღიბრაძემ.
ამასთან, მან 19 ივნისის ღამის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგის შაქარაშვილს ეძებდა.
"ჩვენი მოწოდება ის იყო, რომ ვინც იყო ოჯახთან ახლოს, დაკავშირებოდა პირველ რიგში ოჯახს და ოჯახში მოეკითხათ", - განაცხადა კოსტანტინე ღიბრაძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ სამი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და არასრულწლოვანი ლ.ქ. გამოიკითხა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.