ავტორი:

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს

გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, დუმილს არღვევს. "ტვ პირველთან" საუბრისას ანი გაბეჩავა ამბობს, რომ მეგობრებმა მომხდართან დაკავშირებით "ალბათ გულგრილობა გამოიჩინეს".

როგორც გოგონა ამბობს, არ აპირებს, რომ ვინმეს ხელი დააფაროს.

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე -112-ში რომ დამერეკა ან ეგეთი... გულგრულობაც იყო ჩვენი მხრიდან, ალბათ, მსგავსი რაღაც" - ამბობს გაბეჩავა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ის იხსენებს, რომ მომხდარი დაპირისპირებისას "გიორგი აშველებდა მათ და საბურთალოელების მხარეს იდგა".

"მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო... ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ მყოფ რომელიმეს მსგავსი რამე გაეკეთებინა. არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში" - ამბობს გაბეჩავა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ბოლო რამდენიმე წელია კალიების ასეთი შემოსევა არ ყოფილა - "უკვე იმდენია, მე-15 სართულზეც კი შემოდიან"

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას