პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დედა მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. რო­გორც თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მათი ოჯა­ხის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის აგ­რე­სი­ამ იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, მი­მარ­თვა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა.

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დედა ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს ად­ვო­კატ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს.

"ყვე­ლამ იცით, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი დღემ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად იკა­ვებს თავს, რო­გორც მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ასე­ვე რა­ი­მე სა­ხის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის აგ­რე­სი­ამ ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ უკვე ისეთ ზღვარს მი­აღ­წია, რომ შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მშო­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი დავ­წე­რო ის, რა­საც გან­ვიც­დი.

მივ­მარ­თავ იმ ხალ­ხს, ვინც და­უნ­დობ­ლად გვლან­ძღავს და გვა­ძა­გებს მხო­ლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვა­ი­ძუ­ლებთ, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გა­მო­ვა­ძი­ე­ბი­ნოთ იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც მიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჯერ კი­დევ გი­ორ­გის აღ­მო­ჩე­ნამ­დე, კი­ნო­ლო­გე­ბის­თვის ჩე­მი­ვე ხე­ლით მი­ტა­ნი­ლი ბავ­შვის ბო­ტა­სე­ბი მი­რი­ან­მა "ჩუ­მად წა­მო­ი­ღო" გა­მო­ძი­ე­ბი­დან და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვა­ლი და­ფა­რა? ამის მთქმელს შე­იძ­ლე­ბა რომ ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა ხელ­ში ჩა­უგ­დო სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე?!

ვის­თან მთხოვთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ხალ­ხთან რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღუ­რად პირ­და­პირ ეთერ­ში ულო­ცა­ვენ დამ­ნა­შა­ვე­ებს, რომ გა­მარ­თლდე­ბი­ან და და­ნა­შა­უ­ლი არ და­უ­დას­ტურ­დე­ბათ?! რო­მელ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­მომ­ძიბ­ლებს" მირ­ჩევთ თა­ვი­სი უგუ­ნუ­რი ვერ­სი­ე­ბი რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნათ ჩვე­ნი ოჯა­ხი, რომ ლა­მის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და ისიც არ უკი­თხავთ ბავ­შვი რო­გორ სრულ­ფა­სო­ვან გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და?!"

ვის მი­ვან­დო ჩემი შვი­ლის საქ­მე, ვინც მიმ­ტკი­ცებს, რომ მოკ­ლუ­ლი შვი­ლის ცხე­დარს თურ­მე ოთხი დღე მან­ქა­ნა­ში მა­ლავ­დნენ თუ იმ ხალ­ხს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ რომ მთელ ქვე­ყა­ნას არ­წმუ­ნე­ბენ, თურ­მე მკვლე­ლე­ბის მან­ქა­ნა 6 წუთ­ზე მეტ ხანს არ ყო­ფი­ლა იმ ად­გი­ლას, რის გა­მოც მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია?რო­მე­ლი­ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო უკვე აღარც კი ვიცი... და რა­ტომ უნდა ვენ­დო ასეთ ადა­მი­ა­ნებს, შე­გიძ­ლი­ათ ვინ­მემ ამიხ­სნათ?

მაგ­რამ რა უნდა ამიხ­სნათ თქვენ ?ვი­თომ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე­ზე დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რომ ხართ ჩვე­ნი ოჯა­ხის, ვის ედ­რე­ბით. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩემი მე­უღ­ლის ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი და რომ­ლის ხელ­შიც გი­ორ­გი გა­ი­ზარ­და?! რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გი­ორ­გის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო და სა­თუ­თი იყო, იმ კაცს ედ­რე­ბით?!

რა სი­ბინ­ძუ­რე არ და­აბ­რა­ლეთ, რა ცი­ლის­წა­მე­ბა აღარ შე­თხზეთ, რა აღარ აკად­რეთ, მხო­ლოდ იმის გამო, რომ თქვე­ნი ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ჯიჯგნი არ გა­მი­ხა­და მოკ­ლუ­ლი შვი­ლი. რა­ტომ ვერ ინე­ლებთ, რომ ამ ერ­თმა კაც­მა მო­უ­ღო ბოლო თქვენს არა­და­მი­ა­ნურ ინ­ტე­რე­სებს?! რას გვერ­ჩით, რას გვე­მარ­თლე­ბით, რა­ტომ არ გვაც­დით ჩვე­ნი ან­გე­ლო­ზი შვი­ლის და­ტი­რე­ბას!

რა­ტომ უნდა ვხდე­ბო­დე იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხო­ვო თქვენ­გან თა­ვის დაც­ვა?! იმ ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს, ვინც ჩვე­ნი ტრა­გე­დია გულ­თან მი­ი­ტა­ნა და დღემ­დე გვამ­ხნე­ვებს, გვერ­დში გვიდ­გას და ჩვენ­სა­ვით გა­ნიც­დის, მინ­და ვუ­თხრა, რომ თქვენ გვაძ­ლე­ბი­ნებთ, თქვე­ნი სი­კე­თე და მხარ­და­ჭე­რა გვაძ­ლე­ბი­ნებს, ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით. თუ ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, ღმერ­თი გა­და­გიხ­დით სი­კე­თით, ის ღმერ­თი, რო­მელ­თა­ნაც ჩემი ან­გე­ლო­ზი შვი­ლის სული მი­ვი­და" - წერს შავ­ლაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
2

ღმერთმა ნათელში გიმყოფოთ გიორგი. თქვენ ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ კარგო ადამიანებო

ცისო
1

ნათელში ამყოფოს გიორგის სული უფალმა. თქვენ კი გაძლებას გისურვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს. როგორც თამუნა შავლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მათი ოჯახის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ იძულებული გახადა, მიმართვა გაევრცელებინა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა ცილისწამებას უწოდებს ადვოკატ მირიან ნიკოლაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

"ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი.

მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა "ჩუმად წამოიღო" გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?!

ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიბლებს" მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!"

ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?რომელიერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?

მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?!

რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას!

რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა" - წერს შავლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რა ეტაპზეა სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა - "იმედი"

ქუთაისის "მართვეს" 19 წლის ფეხბურთელი ნინი გურგენიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა