საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს
"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კვლე­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ღა­მუ­რე­ბის და­სა­ჭე­რად ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გა­დას­ვლის შე­სა­ხებ ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცია არის ტყუ­ი­ლი და დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კვლე­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნი­მუ­შებს შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვად აგ­რო­ვე­ბენ.

„ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას თა­ვად ჰყავს ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც და­დის და აგ­რო­ვებს ნი­მუ­შებს კვლე­ვე­ბის­თვის. ეს ინ­ფორ­მა­ცია არის ჩვე­ნი არა­მო­სურ­ნე მე­ზობ­ლე­ბის მიერ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყუ­ი­ლი, დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია. ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ღა­მუ­რებ­ზე ბევ­რი კვლე­ვა ტარ­დე­ბა. ცოფს ვე­ძებთ ღა­მუ­რებ­ში, სხვა და­ა­ვა­დე­ბას ვე­ძებთ, მათ შო­რის, სხვა ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სებს ვე­ძებთ. ღა­მუ­რე­ბი ერთ-ერთი გა­დამ­ტა­ნია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის და ბევ­რი კვლე­ვა ტარ­დე­ბა. ჩვენ ხალ­ხს კი არ ვე­უბ­ნე­ბით მოგ­ვა­წო­დონ, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბია ჩვე­ნი ზო­ო­ენ­ტე­მო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, ვინც იკ­ვლე­ვენ და ეძე­ბენ ამ ნი­მუ­შებს,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის „სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 ივ­ლისს ე.წ. სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ხვი­ჩა მღებ­რიშ­ვი­ლი დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის მი­ზე­ზე­ზად ღა­მუ­რე­ბის მო­ძებ­ნას და შემ­დგომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის­თვის 5000 აშშ დო­ლა­რად რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ასა­ხე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კვლევებისთვის საჭირო ღამურების დასაჭერად ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გადასვლის შესახებ ოსური მედიის ინფორმაცია არის ტყუილი და დადგმული პროვოკაცია.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიის კვლევებისთვის საჭირო ნიმუშებს შესაბამისი თანამშრომლები თავად აგროვებენ.

„ლუგარის ლაბორატორიას თავად ჰყავს ჯგუფი, რომელიც დადის და აგროვებს ნიმუშებს კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია არის ჩვენი არამოსურნე მეზობლების მიერ ჩვეულებრივი ტყუილი, დადგმული პროვოკაცია. ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე ბევრი კვლევა ტარდება. ცოფს ვეძებთ ღამურებში, სხვა დაავადებას ვეძებთ, მათ შორის, სხვა ტიპის კორონავირუსებს ვეძებთ. ღამურები ერთ-ერთი გადამტანია სხვადასხვა დაავადების და ბევრი კვლევა ტარდება. ჩვენ ხალხს კი არ ვეუბნებით მოგვაწოდონ, სპეციალური ჯგუფებია ჩვენი ზოოენტემოლოგიური ჯგუფები, ვინც იკვლევენ და ეძებენ ამ ნიმუშებს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს

თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს