სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები
რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

ბევ­რი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვად ხა­სი­ათ­დე­ბა თვი­სე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად ზე­მოქ­მე­დებს. ზო­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბის დროს ეს სურ­სა­თი ადა­მი­ანს არ აზი­ა­ნებს, თუმ­ცა, საფრ­თხი­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის ამა თუ იმ გარ­თუ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის.

მა­გა­ლი­თის­თვის, პარ­კოს­ნებს - სო­ი­ოს, ლო­ბი­ოს, ცერ­ცვს და ა.შ, შე­უძ­ლი­ათ გა­არ­თუ­ლონ საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბა; ბო­ლო­კი, სტა­ფი­ლო და ის­პა­ნა­ხი თირკმლებ­ში კენ­ჭე­ბის წარ­მოქ­მნის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლია, ორ­გა­ნიზ­მში A ვი­ტა­მი­ნის დაშ­ლას იწ­ვევს მარ­გა­რი­ნის მი­ღე­ბა და ა.შ.

ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ხა­რის­ხის ნიშ­ნი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი დალი წუ­ლა­ია AMBEBI.GE-ს სწო­რედ პრო­დუქ­ტე­ბის სა­ხი­ფა­თო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა:

- ბი­ო­გე­ნუ­რი ამი­დე­ბის ჯგუ­ფის ნა­ერ­თებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სე­რო­ტი­ნი (ბოსტნე­უ­ლი და ხილი), ტი­რა­მი­ნი (ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი) და ჰის­ტა­მი­ნი (ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი). ბი­ო­გე­ნურ­მა ამი­დებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­იწ­ვი­ონ წნე­ვის მო­მა­ტე­ბა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, შე­შუ­პე­ბა.

სტე­რო­ი­დუ­ლი ალ­კა­ლო­ი­დებს კი მი­ე­კუთ­ვნე­ბა - სო­ლა­ნი­ნი და ჩა­კო­ნი­ნი. სო­ლა­ნი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა კარ­ტო­ფი­ლის ბოლ­ქვე­ბის გამ­წვა­ნე­ბის დროს (500მგ/კგ) აძ­ლევს მწა­რე გე­მოს და იწ­ვევს მო­წამ­ვლის ტი­პურ სუ­რათს.

ან­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბი - ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ტა­მი­ნე­ბის ინაქ­ტი­ვა­ცი­ას ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვას ახ­დე­ნენ. ას­კორ­ბა­ტოკ­სი­და­ზა და ზო­გი­ერ­თი დამ­ჟან­გვე­ლი ფერ­მენ­ტი C ან­ტი­ვი­ტა­მი­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ას­კორ­ბა­ტოქ­სი­და­ზის აქ­ტი­ვო­ბა კიტრში, ყა­ბაყ­ში, სტა­ფი­ლო­ში, ჭარ­ხალ­ში. ამ ბოსტნე­უ­ლის დაჭ­რი­სას 6 სა­ათ­ში იშ­ლე­ბა C ვი­ტა­მი­ნის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი.

ავი­დი­ნი კვერ­ცხის ცი­ლა­ში შე­მა­ვა­ლი ცი­ლო­ვა­ნი ფრაქ­ცი­აა, რო­მე­ლიც ბი­ო­ტი­ნის (H ვი­ტა­მი­ნი) დე­ფი­ციტს იწ­ვევს. კვერ­ცხის თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის დროს ან­ტი­ვი­ტა­მი­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი იკარ­გე­ბა. ჰიდ­რო­გე­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ცხი­მე­ბი (მარ­გა­რი­ნი) იწ­ვევს რე­ტი­ნო­ლის (A ვი­ტა­მი­ნის) დაშ­ლას. მჟა­უნმჟა­ვა და მისი მა­რი­ლე­ბი (ოქ­სა­ლა­ტე­ბი), ფი­ტი­ნი და ტა­ნი­ნე­ბი მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­წო­ვას აფერ­ხებს. მჟა­უნმჟა­ვა და მისი მა­რი­ლე­ბი ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტებ­ში. მათი მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით (0,2-1,3%) ხა­სი­ათ­დე­ბა მჟა­უ­ნა, ის­პა­ნა­ხი, ჭარხლის ფოთ­ლე­ბი, კა­კა­ოს მარ­ცვლე­ბი. ნაკ­ლე­ბია მათი შემ­ცვე­ლო­ბა ბო­ლოკ­ში, სტა­ფი­ლო­ში, ცერ­ცვში და ლო­ბი­ო­ში.

ოქ­სა­ლა­ტე­ბის ტოკ­სი­კუ­რო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კუჭ­ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვა­ნი ქსო­ვი­ლე­ბის დაშ­ლა­ში, თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­სა და მათ­ში ქვე­ბის წარ­მოქ­მნა­ში. მათი ტოქ­სი­კუ­რო­ბა მკვეთ­რად ვლინ­დე­ბა D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე.

ფი­ტი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა მარ­ცვლე­უ­ლი და პარ­კოს­ნე­ბი. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლის­გან გა­მომ­ცხვა­რი პური ფაქ­ტობ­რი­ვად არ შე­ი­ცავს ფი­ტინს. ჭვა­ვის პურ­ში მისი შემ­ცვე­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია ფი­ტა­ზის მოქ­მე­დე­ბის გამო.

ალ­კა­ლო­ი­დე­ბი არა­ა­ზო­ტო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც შე­დის ზო­გი­ერ­თი მცე­ნა­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და ხა­სი­ათ­დე­ბა რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო, ასე­ვე ტოქ­სი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბით. ალ­კა­ლო­იდ­შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი ეფექ­ტით. ამის მა­გა­ლი­თია კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია - ჩაი, ყავა, კა­კაო...ზო­გი­ერ­თი ალ­კა­ლო­ი­დი ხა­სი­ათ­დე­ბა ძლი­ერ მომ­წამ­ვლე­ლი ეფექ­ტით, მას მი­ე­კუთ­ვნე­ბა თამ­ბა­ქო­ში არ­სე­ბუ­ლი ალ­კა­ლო­ი­დი ნი­კო­ტი­ნი, მისი შემ­ცვე­ლო­ბა თამ­ბა­ქოს სა­ხე­ო­ბი­სა და ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით მერ­ყე­ობს 2-5% ფარ­გლებ­ში. ოპი­უ­მის ყა­ყა­ჩოს მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი თა­ვე­ბი შე­ი­ცა­ვენ ოპი­უმს, რო­მე­ლიც 20-მდე სხვა­დას­ხვა ალ­კა­ლო­ი­დი­სა­გან შედ­გე­ბა, მათ­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მორ­ფი­ნი, ნარ­კო­ტი­ნი, პა­პა­ვე­რი­ნი, ტე­ბა­ი­ნი. მორ­ფი­ნი - ძლი­ე­რი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, იმავდრო­უ­ლად ხა­სი­ათ­დე­ბა ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბით.

პარ­კოს­ნებ­ში, არა­ქის­ში, მცე­ნა­რე­თა გაღ­ვი­ვე­ბულ ნა­წი­ლებ­ში, ზო­გი­ერ­თი თევ­ზის ქვი­რით­ში ლექ­ტი­ნე­ბი შე­დის. რო­გორც ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, თევ­ზე­უ­ლით მო­წამ­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ტეტ­რო­დოქ­სი­ნი. ამ ტოქ­სი­ნის შემ­ცვე­ლი თევ­ზი - ფუგუ ია­პო­ნი­ა­ში დე­ლი­კა­ტე­სა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს ამ თევ­ზის ქვი­რი­თი, ღვიძ­ლი, ნაკ­ლე­ბად - კანი და ნაწ­ლა­ვე­ბი. XX სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან ია­პო­ნი­ა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მო­წამ­ვლის 100-მდე შემ­თხვე­ვაა, რო­მელ­თა­გან 60-70% სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა.

თევ­ზის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის (კე­ფა­ლი, „მძი­ნა­რა თევ­ზი“) მიერ გა­მოწ­ვე­ულ მო­წამ­ვლას თან ახ­ლავს ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი ჩნდე­ბა 0,5-2 სა­ა­თის შემ­დეგ.გან­სა­კუთ­რე­ბულ ჯგუფ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის თევ­ზის ქვი­რით­ში, კა­ნის ჯირ­კვლებ­სა და სის­ხლში. ამ ტოქ­სი­ნე­ბით მო­წამ­ვლის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა ღე­ბი­ნე­ბა, არით­მია, კუნ­თე­ბი­სა და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის დამ­ბლა. ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის დროს ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

XX სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბი­დან მო­წამ­ვლის ცალ­კე სა­ხე­ო­ბად გა­მო­ი­ყო ქა­შა­ყი­სებრთა ოჯა­ხის თევ­ზე­ბის - ქა­შა­ყის, ან­ჩო­უ­სის და მათი მსგავ­სი სა­ხე­ო­ბე­ბის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი მო­წამ­ვლე­ბი.

- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი?

- რო­დე­საც დი­ა­სახ­ლი­სი ხარ­შავს ლო­ბი­ოს, ქვეც­ნო­ბი­ე­რად მისი წა­მო­დუ­ღე­ბი­სას ნა­ხარშს ღვრის, ის, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, არა­ნა­ი­რად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, იცის, რომ ლო­ბი­ოს ნა­ხარ­ში ბე­რავს და ამით თავს იცავს. მო­უ­ხა­ლავ არა­ქისს არც ერთი დი­ა­სახ­ლი­სი ბავ­შვს არ მის­ცემს. გოგ­ლი-მოგ­ლი დიდი ხა­ნია, ხმა­რე­ბი­დან ამო­ი­ღეს, რად­გა­ნაც სალ­მო­ნე­ლო­ზის საფრ­თხე არ­სე­ბობს. ის, რომ ზოგი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი უმ კვერ­ცხს ვერ იტანს, ესეც ცნო­ბი­ლია. ვთქვათ, ის­პა­ნახს ჩვენ­თან არა­ვინ მი­ირ­თმევს უმად, მას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებთ, მაგ­რამ აუ­ცი­ებ­ლად ვხარ­შავთ. ხარ­შვის დროს ცხა­დია, ნა­ხარ­ში იღ­ვრე­ბა. ამით საფრ­თხე­ებს ვი­რი­დებთ.

ვი­ცით რომ, ანე­მი­ი­სას მა­გა­რი ჩაის და ყა­ვის ხსნა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­რი ყა­ვი­სა და ჩაის ტა­ნი­ნი, ანუ ის, რაც გე­მოს გა­ნა­პი­რო­ბებს, რკი­ნას ბო­ჭა­ვენ და ის შე­უთ­ვი­სე­ბე­ლი ხდე­ბა. აი­ტომ მისი მუდ­მი­ვად მი­ღე­ბა არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, მაგ­რამ სულ რომ არ მი­ვი­ღოთ, ესეც არ შე­იძ­ლე­ბა. მოკ­ლედ, ასე­თი ცოდ­ნა ხალ­ხში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე გროვ­დე­ბო­და.

ამას­თან, ისიც ვი­ცით, რომ საკ­ვე­ბი უნდა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რომ ერ­თფე­რო­ვა­ნი ნუტ­რი­ენ­ტე­ბი პი­რი­ქით აზი­ა­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბას. ამი­ტო­მა­ცაა ჩვენ­თან ისე­თი კერ­ძე­ბი, რომ­ლის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბიც ერ­თმა­ნეთს აბა­ლან­სებს, მა­გა­ლი­თად, ხა­ჭა­პუ­რი ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი ცი­ლაა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს აბა­ლან­სებს. ასე­ვე ჩურ­ჩხე­ლა, რამ­დე­ნი რამ შე­დის მას­ში ვი­ტა­მი­ნე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ცხი­მე­ბით, ნახ­შირ­წყლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერს გა­აზ­რე­ბა და და­ბალნსე­ბა სჭი­დე­ბა.

- ყველ­ზე რას იტყვით?

- ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლი წა­თხის ყვე­ლის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მას­ში ამი­ნე­ბი ნაკ­ლე­ბია, რად­გა­ნაც წა­თხში სხვა პრო­ცე­სე­ბი მი­დის. მა­გა­ლი­თად, ობი­ა­ნი ყვე­ლი ფეხ­მძი­მემ არ უნდა ჭა­მოს. არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, მან ნა­ყოფ­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს. მა­გა­ლი­თად, ნე­ბის­მი­ე­რი დი­სახ­ლი­სი ბად­რი­ჯანს შეწ­ვამ­დე მა­რილს მო­აყ­რის, გა­წუ­რავს, რაც ბოსტნე­ულს ჩა­კო­ნინს აშო­რებს. გამ­წვა­ნე­ბულ კარ­ტო­ფილს არა­ვინ შე­ჭამს, აუ­ცი­ლებ­ლად გათ­ლის. ამი­ტომ, ასე­თი მიდ­გო­მა აუ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია, ეს და­მუ­შა­ვე­ბა მი­ღე­ბამ­დე რო­დუქ­ტებ­მა გა­ი­ა­როს, რომ ნიტ­რა­ტე­ბი და შხა­მე­ბი არ დარ­ჩეს ამა თუ იმ პრო­დუქ­ტში. და­ნარ­ჩე­ნი, არა­ნა­ირ საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ვი­თა­ლის­წი­ნოთ პრო­დუქ­ტე­ბის თვის­ბე­ბი,7 და­ვიც­ვათ მათი სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბის წე­სე­ბი და ბა­ლან­სი კვე­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Malleus Maleficarum
0

მაშასადამე დაისმება შეკითხვა: რომელია სასარგებლო?

გიგა
0
პური ხარისხიანია ? პურით გვწამლავენ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

ბევრი სასურსათო პროდუქტი, სასარგებლო ნივთიერებების გარდა, ბუნებრივად ხასიათდება თვისებებით, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ზემოქმედებს. ზომიერი მოხმარების დროს ეს სურსათი ადამიანს არ აზიანებს, თუმცა, საფრთხილოა ჯანმრთელობის ამა თუ იმ გართულების მქონე ადამიანებისათვის, გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში კი, ნებისმიერი ადამიანისათვის.

მაგალითისთვის, პარკოსნებს - სოიოს, ლობიოს, ცერცვს და ა.შ, შეუძლიათ გაართულონ საკვების მონელება; ბოლოკი, სტაფილო და ისპანახი თირკმლებში კენჭების წარმოქმნის მაპროვოცირებელია, ორგანიზმში A ვიტამინის დაშლას იწვევს მარგარინის მიღება და ა.შ.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ხარისხის ნიშნისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტი დალი წულაია AMBEBI.GE-ს სწორედ პროდუქტების სახიფათო თვისებების შესახებ ესაუბრება:

- ბიოგენური ამიდების ჯგუფის ნაერთებს მიეკუთვნება სეროტინი (ბოსტნეული და ხილი), ტირამინი (ფერმენტირებული პროდუქტები) და ჰისტამინი (ფერმენტირებული პროდუქტები). ბიოგენურმა ამიდებმა შესაძლებელია, გამოიწვიონ წნევის მომატება, ალერგიული რეაქციები, შეშუპება.

სტეროიდული ალკალოიდებს კი მიეკუთვნება - სოლანინი და ჩაკონინი. სოლანინი წარმოიქმნება კარტოფილის ბოლქვების გამწვანების დროს (500მგ/კგ) აძლევს მწარე გემოს და იწვევს მოწამვლის ტიპურ სურათს.

ანტივიტამინები - ნივთიერებები, რომლებიც ვიტამინების ინაქტივაციას ან ბიოლოგიური აქტივობის შეზღუდვას ახდენენ. ასკორბატოკსიდაზა და ზოგიერთი დამჟანგველი ფერმენტი C ანტივიტამინური აქტივობით ხასიათდება. განსაკუთრებით მაღალია ასკორბატოქსიდაზის აქტივობა კიტრში, ყაბაყში, სტაფილოში, ჭარხალში. ამ ბოსტნეულის დაჭრისას 6 საათში იშლება C ვიტამინის ნახევარზე მეტი.

ავიდინი კვერცხის ცილაში შემავალი ცილოვანი ფრაქციაა, რომელიც ბიოტინის (H ვიტამინი) დეფიციტს იწვევს. კვერცხის თბური დამუშავების დროს ანტივიტამინური თვისებები იკარგება. ჰიდროგენიზირებული ცხიმები (მარგარინი) იწვევს რეტინოლის (A ვიტამინის) დაშლას. მჟაუნმჟავა და მისი მარილები (ოქსალატები), ფიტინი და ტანინები მინერალური ნივთიერებების შეწოვას აფერხებს. მჟაუნმჟავა და მისი მარილები ფართოდაა გავრცელებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. მათი მაღალი შემცველობით (0,2-1,3%) ხასიათდება მჟაუნა, ისპანახი, ჭარხლის ფოთლები, კაკაოს მარცვლები. ნაკლებია მათი შემცველობა ბოლოკში, სტაფილოში, ცერცვში და ლობიოში.

ოქსალატების ტოკსიკურობა გამოიხატება კუჭნაწლავის ლორწოვანი ქსოვილების დაშლაში, თირკმელების დაავადებასა და მათში ქვების წარმოქმნაში. მათი ტოქსიკურობა მკვეთრად ვლინდება D ვიტამინის დეფიციტის ფონზე.

ფიტინის მაღალი შემცველობით ხასიათდება მარცვლეული და პარკოსნები. უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური ფაქტობრივად არ შეიცავს ფიტინს. ჭვავის პურში მისი შემცველობა მინიმალურია ფიტაზის მოქმედების გამო.

ალკალოიდები არააზოტოვანი ნივთიერებებია, რომლებიც შედის ზოგიერთი მცენარის შემადგენლობაში და ხასიათდება როგორც სამკურნალო, ასევე ტოქსიკური თვისებებით. ალკალოიდშემცველი პროდუქტები ხასიათდება მატონიზირებელი ეფექტით. ამის მაგალითია კოფეინის შემცველი პროდუქტები, რომელთაგან აღსანიშნავია - ჩაი, ყავა, კაკაო...ზოგიერთი ალკალოიდი ხასიათდება ძლიერ მომწამვლელი ეფექტით, მას მიეკუთვნება თამბაქოში არსებული ალკალოიდი ნიკოტინი, მისი შემცველობა თამბაქოს სახეობისა და ხარისხის მიხედვით მერყეობს 2-5% ფარგლებში. ოპიუმის ყაყაჩოს მოუმწიფებელი თავები შეიცავენ ოპიუმს, რომელიც 20-მდე სხვადასხვა ალკალოიდისაგან შედგება, მათგან აღსანიშნავია მორფინი, ნარკოტინი, პაპავერინი, ტებაინი. მორფინი - ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება, იმავდროულად ხასიათდება ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებით.

პარკოსნებში, არაქისში, მცენარეთა გაღვივებულ ნაწილებში, ზოგიერთი თევზის ქვირითში ლექტინები შედის. როგორც ექსპერტი ამბობს, თევზეულით მოწამვლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ტეტროდოქსინი. ამ ტოქსინის შემცველი თევზი - ფუგუ იაპონიაში დელიკატესადაა მიჩნეული. მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს ამ თევზის ქვირითი, ღვიძლი, ნაკლებად - კანი და ნაწლავები. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იაპონიაში ყოველწლიურად რეგისტრირებულია მოწამვლის 100-მდე შემთხვევაა, რომელთაგან 60-70% სიკვდილით მთავრდება.

თევზის ზოგიერთი სახეობის (კეფალი, „მძინარა თევზი“) მიერ გამოწვეულ მოწამვლას თან ახლავს ჰალუცინაციები. ინტოქსიკაციის პირველი სიმპტომები ჩნდება 0,5-2 საათის შემდეგ.განსაკუთრებულ ჯგუფში შესაძლებელია გავაერთიანოთ ტოქსიური ნივთიერებები, რომლებიც თავმოყრილია სხვადასხვა სახეობის თევზის ქვირითში, კანის ჯირკვლებსა და სისხლში. ამ ტოქსინებით მოწამვლის დროს აღინიშნება ღებინება, არითმია, კუნთებისა და სასუნთქი სისტემის დამბლა. ძლიერი ინტოქსიკაციის დროს ადამიანი იღუპება.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოწამვლის ცალკე სახეობად გამოიყო ქაშაყისებრთა ოჯახის თევზების - ქაშაყის, ანჩოუსის და მათი მსგავსი სახეობების მიერ გამოწვეული მოწამვლები.

- როგორ მოვიქცეთ მომხმარებლები?

- როდესაც დიასახლისი ხარშავს ლობიოს, ქვეცნობიერად მისი წამოდუღებისას ნახარშს ღვრის, ის, რაზეც ვისაუბრეთ, არანაირად აქვს გააზრებული, უბრალოდ, იცის, რომ ლობიოს ნახარში ბერავს და ამით თავს იცავს. მოუხალავ არაქისს არც ერთი დიასახლისი ბავშვს არ მისცემს. გოგლი-მოგლი დიდი ხანია, ხმარებიდან ამოიღეს, რადგანაც სალმონელოზის საფრთხე არსებობს. ის, რომ ზოგი ადამიანის ორგანიზმი უმ კვერცხს ვერ იტანს, ესეც ცნობილია. ვთქვათ, ისპანახს ჩვენთან არავინ მიირთმევს უმად, მას დიდი რაოდენობით ვიყენებთ, მაგრამ აუციებლად ვხარშავთ. ხარშვის დროს ცხადია, ნახარში იღვრება. ამით საფრთხეებს ვირიდებთ.

ვიცით რომ, ანემიისას მაგარი ჩაის და ყავის ხსნარი არ შეიძლება. მაგარი ყავისა და ჩაის ტანინი, ანუ ის, რაც გემოს განაპირობებს, რკინას ბოჭავენ და ის შეუთვისებელი ხდება. აიტომ მისი მუდმივად მიღება არ არის სახარბიელო, მაგრამ სულ რომ არ მივიღოთ, ესეც არ შეიძლება. მოკლედ, ასეთი ცოდნა ხალხში საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა.

ამასთან, ისიც ვიცით, რომ საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რომ ერთფეროვანი ნუტრიენტები პირიქით აზიანებს ჯანმრთელობას. ამიტომაცაა ჩვენთან ისეთი კერძები, რომლის ინგრედიენტებიც ერთმანეთს აბალანსებს, მაგალითად, ხაჭაპური ცხოველური და მცენარეული ცილაა, რომელიც ერთმანეთს აბალანსებს. ასევე ჩურჩხელა, რამდენი რამ შედის მასში ვიტამინებით დაწყებული, ცხიმებით, ნახშირწყლებით დამთავრებული. ამიტომ ამ ყველაფერს გააზრება და დაბალნსება სჭიდება.

- ყველზე რას იტყვით?

- ფერმენტირებული ყველი წათხის ყველისგან განსხვავდება. მასში ამინები ნაკლებია, რადგანაც წათხში სხვა პროცესები მიდის. მაგალითად, ობიანი ყველი ფეხმძიმემ არ უნდა ჭამოს. არ შეიძლება, რადგანაც შესაძლოა, მან ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ნებისმიერი დისახლისი ბადრიჯანს შეწვამდე მარილს მოაყრის, გაწურავს, რაც ბოსტნეულს ჩაკონინს აშორებს. გამწვანებულ კარტოფილს არავინ შეჭამს, აუცილებლად გათლის. ამიტომ, ასეთი მიდგომა აუციელებელია, მთავარია, ეს დამუშავება მიღებამდე როდუქტებმა გაიაროს, რომ ნიტრატები და შხამები არ დარჩეს ამა თუ იმ პროდუქტში. დანარჩენი, არანაირ საფრთხე არ არსებობს. უბრალოდ, უნდა გავითალისწინოთ პროდუქტების თვისბები,7 დავიცვათ მათი სწორად დამუშავების წესები და ბალანსი კვებისას.

"არავის აზრი არ გვაინტერესებს, არავისზე არ ვმუშაობთ და არავის ვემსახურებით" - გვარამია შაქარაშვილის დედის მიმართვას ეხმაურება

"ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელიც უხდებოდა... სტადიონიდან გასვლისას, სპეციალურად ისე დადგებოდა, რომ მწვრთნელის კოცნა მიეღო კისერში" - ხეჩიკაშვილი

"ჭრილობები აქვს თავ-კისრის და გულ-მკერდის არეში, ასევე ქვემო კიდურებზე" - ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა