პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია
"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"ლე­ვა­ნი: - დეე, ჩვენ ხომ ერ­თნა­ი­რი ფე­რის თვა­ლე­ბი გვაქვს და შენ­ნა­ი­რად ვხე­დავ და აღ­ვიქ­ვავ სამ­ყა­როს. დე­დის გული შვი­ლის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა გან­წყო­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ეს სი­ხა­რუ­ლი თუ მწუ­ხა­რე­ბა. ჯაჭ­ვი­ვით უწყვე­ტი რგო­ლი და გრძნო­ბა უპი­რა­ტე­სი სხვა და­ნარ­ჩენ მი­წი­ერ გრძნო­ბებ­ზე, რო­მელ­საც დე­დაშ­ვი­ლო­ბას ვე­ძა­ხით ხოლ­მე. შენ ახლა უკვე იქ დგა­ხარ, სა­დაც ყო­ველ­თვის იყა­ვი ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ერ­თად გა­ვი­ა­რეთ ის გზა და აქამ­დე მო­გიყ­ვა­ნა, მაგ­რამ მა­შინ ვერ და­ვუშ­ვი, რომ ჩემს იქეთ და ჩემს გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ჩემ­გან ძა­ლი­ან შორს, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბო­და. რომ ვერ შევ­ძლებ­დი რე­პე­ტი­ცი­ი­დან ბუ­ზღუ­ნით დაბ­რუ­ნე­ბულს, შე­მო­მე­ხე­და ზუს­ტად რომ "ჩემ­ნა­ირ" თვა­ლებ­ში და ისი­ნი მე­ტყოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს.

ისიც კი არ შე­მიძ­ლია, დი­ლით პე­რან­გი შე­გის­წო­რო, ასე უცებ უთოც გა­და­მეს­ვა და გა­მე­ცი­ლე­ბი­ნე, თან ამ დროს ათას რა­მეს გა­ძა­ხებ სა­ნამ არ მო­ე­ფა­რე­ბი, შე­ღო­ნე­ბუ­ლი რომ და­მიქ­ნევ­დი თავს: - გა­ვი­გე­ე­ე­ე­ე­ე­ე­ე­ე­ე­ეე!!! „მა­პა­ტიე, დეე!“ შენ ახლა შენი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპს გა­დი­ხარ. მინ­და, ვი­ა­მა­ყო და მჯე­რო­დეს შენი... არა­ვის რჩე­ვა არ არის დე­დის რჩე­ვა­ზე უფრო გულ­წრფე­ლი, ლოც­ვა უფრო კე­თი­ლი და ცრემ­ლე­ბი უფრო მი­სა­ვა­ლი შე­მოქ­მედ­თან, ვიდ­რე დე­დის“ - ეს იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი დე­დის, ემიგ­რან­ტის, ეკა ყან­დი­აშ­ვი­ლის მი­მარ­თვაა შვი­ლი­სად­მი, ლე­ვან ყან­დი­აშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მე­გაპ­რო­ექ­ტში „დიდი სცე­ნა“ მო­ნა­წი­ლე­ობს.

ლე­ვა­ნი გა­სუ­ლი ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ის მა­ყუ­რე­ბელს და ჟი­უ­რის მოს­წონს. გარ­და იმი­სა, რომ შოუს კონ­კურ­სან­ტია, აბი­ტუ­რი­ენ­ტი­ცაა. გა­მოც­დებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში აბა­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წელს, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. ლე­ვან ყან­დი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს ასე იწყებს: „ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი ვარ, რო­მელ­საც უზო­მოდ უყ­ვარს მუ­სი­კა და ბავ­შვო­ბი­დან მუდ­მი­ვად არის მუ­სი­კით მო­ცუ­ლი... კა­ხე­თი­დან, გურ­ჯა­ა­ნი­დან ვარ და კა­ხუ­რი გუ­ლი­ა­ნო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ხა­სი­ა­თებს. წელს „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში“ იუ­რი­დი­უ­ილ ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და ახლა კი­დევ გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვა­ბა­რებ. ხვალ მაქვს გა­მოც­და“ - გვე­უბ­ნე­ბა ლე­ვა­ნი.

- რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, იუ­რი­დი­ულ­ზე სწავ­ლა მშობ­ლე­ბის რჩე­ვა იყო, ალ­ბათ უფრო ზო­გა­დი ორი­ენ­ტი­რი, რომ ცოტა პრაგ­მა­ტულ პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი. სხვა­თა შო­რის, წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე... ახლა ვფიქ­რობ, რომ ამ ორი პრო­ფე­სი­ის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა, კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯმენ­ტის მხრივ ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით - ბევ­რი იდეა მაქვს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვუ­მად­ლი ამ ფა­კულ­ტეტს, რად­გან კარ­გი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მომ­ცა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მუ­სი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე უნდა ვის­წავ­ლო. უცხო­ეთ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ეს ფა­კულ­ტე­ტი.

- სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყე?

- ჩემ­თან მუ­სი­კა უფრო ცეკ­ვით და­ი­წყო - ბავ­შვო­ბი­დან ვცეკ­ვავ­დი, სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი, თან, რა­ღაც სპექ­ტაკ­ლებ­შიც ვთა­მა­შობ­დი. ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა ჟანრ­ში მინ­დო­და, რომ რა­ღაც მე­კე­თე­ბი­ნა. საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, რომ ყუ­რა­დღე­ბა და ენერ­გია რა­ღა­ცა­ში ჩა­მე­დო, შე­დე­გი მი­მე­ღო. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ფე­ხის ტრავ­მა მი­ვი­ღე და ცეკ­ვა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე, დამ­რჩა სიმ­ღე­რა და დავ­რჩი მუ­სი­კა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტსაც და­ვე­უფ­ლე.

- პირ­ველ ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე სა­კუ­თარ თავს თვი­თონ გა­უ­კე­თე აკომ­პო­ნი­მენ­ტი...

- კი, და ეს ერთ-ერთი ოც­ნე­ბა იყო „დიდ სცე­ნა­ზე“ ჩემი ნამ­ღე­რის­თვის მუ­სი­კა­ლუ­რი თან­ხლე­ბა გა­მე­წია. ამ პრო­ექ­ტში იმის გამო მი­ვე­დი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ ენერ­გია რა­ღა­ცა­ში და­მე­ხარ­ჯა, დრო მე­ტად და­ვა­ფა­სე. მსურ­და, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ, ისე­თი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ზუს­ტად მაგ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ეს პრო­ექ­ტი და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტია თა­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამას­თან, მყავს ჩემი ბენ­დი, მისი ვო­კა­ლის­ტია ომა, ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც წინა სე­ზონ­ზე, „დიდ სცე­ნა­ში“ ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი კონ­კურ­სან­ტი იყო. ის რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სიმ­ღე­რის მომ­ზა­დე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი, ქარ­თუ­ლი არ იცო­და და ბევრ რა­ღა­ცა­ში გვერ­დში ვე­დე­ქი. იმ პე­რი­ოდ­ში „დიდი სცე­ნის“ სტა­ფი გა­ვი­ცა­ნი. კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბას გან­საზრვრა­ვენ. ასე­ვე მისი ყვე­ლა­ზე დიდი ღირ­სე­ბა ცო­ცხა­ლი ბენ­დია. ამ პრო­ექ­ტში გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ა­კე­თო ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­ღე­რის შე­ნე­უ­ლი ვერ­სია. ძა­ლი­ან მა­გა­რი ცო­ცხა­ლი ბენ­დი გვყავს. ვი­ცო­დი, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ, ვეს­წრე­ბო­დი ომას ყვე­ლა ლა­ივს. მოკ­ლედ, დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ ამ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონ­ხარ, არც ჟი­უ­რია შენ მი­მართ გულ­გრი­ლი. თა­ვად რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ჟი­უ­რი­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ტუ­რი­დან ტურ­ში ვვი­თარ­დე­ბი, სხვა­ნა­ი­რი ვხდე­ბი... ერ­თა­დერ­თი მო­ლო­დი­ნი ისაა, რომ გავ­ხდე ჩემს თავ­ზე უკე­თე­სი. რა შე­დე­გი­თაც არ უნდა დას­რულ­დეს კონ­კურ­სი, ახლა ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო გზას გავ­დი­ვარ, ისეთ ხალ­ხთან მაქვს შე­ხე­ბა და იმ­დენ რა­მე­ში მო­ვე­დი აზ­რზე, რომ ერ­თა­დერ­თი მო­ლო­დი­ნია, რაც უფრო დიდ­ხანს ვიქ­ნე­ბი პრო­ექ­ტში, თი­თო­ე­უ­ლი დღე ახ­ლის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა - ჩემი მუ­სი­კა გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდე­ბა.

- აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბას, გა­მოც­დებს და კონ­კურ­სან­ტო­ბას რო­გორ ათავ­სებ?

- მე­ო­რე ლა­ი­ვის დროს, დი­ლით 8 სა­ათ­ზე გა­მოც­და მქონ­და და თან, თე­ლავ­ში. იმი­ტომ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს კა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი და ჩა­ბა­რე­ბის ად­გი­ლად თე­ლა­ვი მი­ვუ­თი­თე. ეს პრო­ექ­ტი რომ და­ი­წყო, დავ­რე­კე, ვუ­თხა­რი, მაგ­რამ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის ად­გი­ლი არა­ვინ შე­მიც­ვა­ლა. გა­სულ კვი­რას, ლა­ი­ვის დღეს, ხომ ვამ­ბობ, დი­ლას გა­მოც­და მქონ­და. დავ­წე­რე და თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ლა­ი­ვი კარ­გად დამ­თავ­რდა. იმე­დი მაქვს, გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტში ყვე­ლა ხელს მი­წყობს და მად­ლო­ბა მათ... ადა­მი­ა­ნე­ბი შუა ხნის ასაკ­შიც იც­ვლი­ან პრო­ფე­სი­ას, თავს ხე­ლახ­ლა აღ­მო­ა­ჩე­ნენ. მგო­ნი, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში გვი­ა­ნი არ არის.

- ლე­ვან, პრო­ექ­ტი რომ მო­ი­გო, შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა მოხ­დე­ბა?

- ძა­ლი­ან მა­გა­რი კი­თხვაა. მა­გა­ზე არ ვფიქ­რობ, რომ მო­ვი­გო, ალ­ბათ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, უბ­რა­ლოდ, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მექ­ნე­ბა, რაც ნა­წი­ლობ­რივ უკვე მაქვს კი­დეც, იმი­ტომ, რომ დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მეხ­მი­ა­ნე­ბა და ხაზს იმას უს­ვა­მენ, რომ უყ­ვართ ჩემი გულ­წრფე­ლო­ბა სცე­ნა­ზე. თუ პრო­ექტს მო­ვი­გებ, რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა.

- დე­დამ თბი­ლი სტა­ტუ­სი მო­გი­ძღვნა იტა­ლი­ი­დან, ემიგ­რან­ტი ყო­ფი­ლა...

- კი, დედა ემიგ­რან­ტია. მის იქ ყოფ­ნა­ზეც ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს რაც ხდე­ბო­და... ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს იმას, რომ აქ არ არის და შო­რი­დან უწევს ჩემ­თვის ამ პე­რი­ოდ­ში თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა... დე­დას ვე­ტყვი, რომ არ ინერ­ვი­უ­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მე აქე­დან ასე გა­ვამ­ხნე­ვებ მას.

19 ივ­ლისს დიდი სცე­ნის მე­ო­რე სე­ზო­ნის მე­სა­მე ლა­ივ­შო­უა. "რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბელს ნამ­დვი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ელის, ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლურ მე­გაპ­რო­ექ­ტში დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დრო დგე­ბა, ნატო მე­ტო­ნი­ძის ტურ­ში შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნობ და საყ­ვა­რელ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ, კონ­კურ­სან­ტე­ბის რე­პერ­ტუ­არ­ზე სწო­რედ ქარ­თუ­ლი სცე­ნის ვარ­სკვლავ­მა ნატო მე­ტო­ნი­ძემ იზ­რუ­ნა, მას­ტერკლა­სიც ჩა­უ­ტა­რა და თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა კონ­კურ­სან­ტებ­მა, სწო­რედ მისი მი­თი­თე­ბე­ბით და­ა­მუ­შა­ვეს.

ლიდა
0

შენ გაიხარე შვილო ,შენ მოშენდი.ასეთი მონდომებული და პრინციპული ,მშრომელი რომ ხარ.გადღეგრძელოს და გადიდოს უფალმა ამინ.................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"ლევანი: - დეე, ჩვენ ხომ ერთნაირი ფერის თვალები გვაქვს და შენნაირად ვხედავ და აღვიქვავ სამყაროს. დედის გული შვილის ცხოვრების ყველა განწყობას ეხმიანება, იქნება ეს სიხარული თუ მწუხარება. ჯაჭვივით უწყვეტი რგოლი და გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომელსაც დედაშვილობას ვეძახით ხოლმე. შენ ახლა უკვე იქ დგახარ, სადაც ყოველთვის იყავი ჩემს წარმოდგენაში. ერთად გავიარეთ ის გზა და აქამდე მოგიყვანა, მაგრამ მაშინ ვერ დავუშვი, რომ ჩემს იქეთ და ჩემს გარეშე შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემგან ძალიან შორს, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა. რომ ვერ შევძლებდი რეპეტიციიდან ბუზღუნით დაბრუნებულს, შემომეხედა ზუსტად რომ "ჩემნაირ" თვალებში და ისინი მეტყოდნენ ყველაფერს.

ისიც კი არ შემიძლია, დილით პერანგი შეგისწორო, ასე უცებ უთოც გადამესვა და გამეცილებინე, თან ამ დროს ათას რამეს გაძახებ სანამ არ მოეფარები, შეღონებული რომ დამიქნევდი თავს: - გავიგეეეეეეეეეეეე!!! „მაპატიე, დეე!“ შენ ახლა შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადიხარ. მინდა, ვიამაყო და მჯეროდეს შენი... არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა უფრო კეთილი და ცრემლები უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე დედის“ - ეს იტალიაში მყოფი ქართველი დედის, ემიგრანტის, ეკა ყანდიაშვილის მიმართვაა შვილისადმი, ლევან ყანდიაშვილისადმი, რომელიც ამ ეტაპზე მეგაპროექტში „დიდი სცენა“ მონაწილეობს.

ლევანი გასული ლაივის გამარჯვებულია. ის მაყურებელს და ჟიურის მოსწონს. გარდა იმისა, რომ შოუს კონკურსანტია, აბიტურიენტიცაა. გამოცდებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აბარებს, მიუხედავად იმისა, რომ წელს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა. ლევან ყანდიაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე იწყებს: „ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა და ბავშვობიდან მუდმივად არის მუსიკით მოცული... კახეთიდან, გურჯაანიდან ვარ და კახური გულიანობა, ყველაფერი მახასიათებს. წელს „ჯავახიშვილში“ იურიდიუილ ფაკულტეტი დავამთავრე და ახლა კიდევ გამოცდებისთვის ვემზადები, კონსერვატორიაში ვაბარებ. ხვალ მაქვს გამოცდა“ - გვეუბნება ლევანი.

- რამ გადაგაწყვეტინა ასეთი რადიკალური ცვლილება პროფესიაში?

- სიმართლე გითხრათ, იურიდიულზე სწავლა მშობლების რჩევა იყო, ალბათ უფრო ზოგადი ორიენტირი, რომ ცოტა პრაგმატულ პროფესიას დავუფლებოდი. სხვათა შორის, წარჩინებით დავამთავრე... ახლა ვფიქრობ, რომ ამ ორი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება, კულტურის მენეჯმენტის მხრივ ან საავტორო უფლებების დაცვის კუთხით - ბევრი იდეა მაქვს. აბსოლუტურად ვუმადლი ამ ფაკულტეტს, რადგან კარგი ზოგადი განათლება მომცა. კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე უნდა ვისწავლო. უცხოეთში ძალიან პოპულარულია ეს ფაკულტეტი.

- სიმღერა როდის დაიწყე?

- ჩემთან მუსიკა უფრო ცეკვით დაიწყო - ბავშვობიდან ვცეკვავდი, სცენაზე ვიდექი, თან, რაღაც სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. ხელოვნების ყველა ჟანრში მინდოდა, რომ რაღაც მეკეთებინა. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი და ეს ჩემი მშობლებისთვის საშუალება იყო, რომ ყურადღება და ენერგია რაღაცაში ჩამედო, შედეგი მიმეღო. რომ წამოვიზარდე, ფეხის ტრავმა მივიღე და ცეკვა ვეღარ გავაგრძელე, დამრჩა სიმღერა და დავრჩი მუსიკაში. მოგვიანებით ინსტრუმენტსაც დავეუფლე.

- პირველ ლაივკონცერტზე საკუთარ თავს თვითონ გაუკეთე აკომპონიმენტი...

- კი, და ეს ერთ-ერთი ოცნება იყო „დიდ სცენაზე“ ჩემი ნამღერისთვის მუსიკალური თანხლება გამეწია. ამ პროექტში იმის გამო მივედი, რომ კორონავირუსის შემდეგ ენერგია რაღაცაში დამეხარჯა, დრო მეტად დავაფასე. მსურდა, რომ თვითიზოლაციის შემდეგ, ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ ღირებული და მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო ეს პროექტი და ჩემი გადაწყვეტილებისთვის კარგი საშუალება აღმოჩნდა. გარდა ამისა, პროექტია თავად მნიშვნელოვანი. ამასთან, მყავს ჩემი ბენდი, მისი ვოკალისტია ომა, ფერადკანიანი მომღერალი, რომელიც წინა სეზონზე, „დიდ სცენაში“ ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი იყო. ის რომ მონაწილეობდა, სიმღერის მომზადებაში ვეხმარებოდი, ქართული არ იცოდა და ბევრ რაღაცაში გვერდში ვედექი. იმ პერიოდში „დიდი სცენის“ სტაფი გავიცანი. კეთილგანწყობილი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის წარმატებას განსაზრვრავენ. ასევე მისი ყველაზე დიდი ღირსება ცოცხალი ბენდია. ამ პროექტში გაქვს საშუალება, გააკეთო ნებისმიერი სიმღერის შენეული ვერსია. ძალიან მაგარი ცოცხალი ბენდი გვყავს. ვიცოდი, რომ კონკურსანტების მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ, ვესწრებოდი ომას ყველა ლაივს. მოკლედ, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი.

- მაყურებელს მოსწონხარ, არც ჟიურია შენ მიმართ გულგრილი. თავად რა მოლოდინი გაქვს?

- ჟიურიმაც აღნიშნა, რომ ტურიდან ტურში ვვითარდები, სხვანაირი ვხდები... ერთადერთი მოლოდინი ისაა, რომ გავხდე ჩემს თავზე უკეთესი. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს კონკურსი, ახლა ისეთ საინტერესო გზას გავდივარ, ისეთ ხალხთან მაქვს შეხება და იმდენ რამეში მოვედი აზრზე, რომ ერთადერთი მოლოდინია, რაც უფრო დიდხანს ვიქნები პროექტში, თითოეული დღე ახლის მომცემი იქნება - ჩემი მუსიკა გამრავალფეროვნდება.

- აბიტურიენტობას, გამოცდებს და კონკურსანტობას როგორ ათავსებ?

- მეორე ლაივის დროს, დილით 8 საათზე გამოცდა მქონდა და თან, თელავში. იმიტომ, რომ კორონავირუსის დროს კახეთში ვიყავი და ჩაბარების ადგილად თელავი მივუთითე. ეს პროექტი რომ დაიწყო, დავრეკე, ვუთხარი, მაგრამ გამოცდის ჩაბარების ადგილი არავინ შემიცვალა. გასულ კვირას, ლაივის დღეს, ხომ ვამბობ, დილას გამოცდა მქონდა. დავწერე და თბილისში წამოვედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ აშკარაა, რომ ლაივი კარგად დამთავრდა. იმედი მაქვს, გამოცდებიც წარმატებით დასრულდება. პროექტში ყველა ხელს მიწყობს და მადლობა მათ... ადამიანები შუა ხნის ასაკშიც იცვლიან პროფესიას, თავს ხელახლა აღმოაჩენენ. მგონი, ჩემ შემთხვევაში გვიანი არ არის.

- ლევან, პროექტი რომ მოიგო, შენს ცხოვრებაში რა მოხდება?

- ძალიან მაგარი კითხვაა. მაგაზე არ ვფიქრობ, რომ მოვიგო, ალბათ არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, უფრო მეტი ადამიანის სიყვარული მექნება, რაც ნაწილობრივ უკვე მაქვს კიდეც, იმიტომ, რომ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ბევრი ადამიანი მეხმიანება და ხაზს იმას უსვამენ, რომ უყვართ ჩემი გულწრფელობა სცენაზე. თუ პროექტს მოვიგებ, რაღაცნაირად ეს ხალხის დამსახურება იქნება.

- დედამ თბილი სტატუსი მოგიძღვნა იტალიიდან, ემიგრანტი ყოფილა...

- კი, დედა ემიგრანტია. მის იქ ყოფნაზეც ბევრი ვინერვიულე, მოგეხსენებათ, იტალიაში კორონავირუსის დროს რაც ხდებოდა... ძალიან ნერვიულობს იმას, რომ აქ არ არის და შორიდან უწევს ჩემთვის ამ პერიოდში თვალყურის დევნება, გულშემატკივრობა... დედას ვეტყვი, რომ არ ინერვიულოს, ყველაფერი კარგად იქნება. მე აქედან ასე გავამხნევებ მას.

19 ივლისს დიდი სცენის მეორე სეზონის მესამე ლაივშოუა. "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული ელის, ყველაზე მუსიკალურ მეგაპროექტში დიდი გამოწვევების დრო დგება, ნატო მეტონიძის ტურში შოუს მონაწილეები ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ, კონკურსანტების რეპერტუარზე სწორედ ქართული სცენის ვარსკვლავმა ნატო მეტონიძემ იზრუნა, მასტერკლასიც ჩაუტარა და თითოეული სიმღერა კონკურსანტებმა, სწორედ მისი მითითებებით დაამუშავეს.

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს