კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში
"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ „მას­ტერ­შე­ფის“ ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მა­ნამ­დე კი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ებს ორი ურ­თუ­ლე­სი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ.

რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კერ­ძე­ბის ხა­რის­ხი ყო­ველ შემ­დეგ სე­ზონ­ზე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ამი­ტომ და­ვა­ლე­ბე­ბიც რთულ­დე­ბა და მათ­თვის თა­ვის გარ­თმე­ვას მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შეძ­ლე­ბენ.

რო­გორ ახა­სი­ა­თებს კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი მას­ტერ­შე­ფის მე­სა­მე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს და რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რით გა­მო­ირ­ჩე­ვა მე­სა­მე სე­ზო­ნი და­ნარ­ჩე­ნი სე­ზო­ნე­ბის­გან?

- პირ­ველ რიგ­ში, ხა­რის­ხით - რო­გორც კერ­ძე­ბის, ისე მთლი­ა­ნად პრო­ცე­სი­სა. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი უფრო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი, საც­დე­ლი იყო. მის­მა ფი­ნალ­მა გვაჩ­ვე­ნა, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ქვე­და ზღვა­რი მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის. ახ­ლაც ასეა, მე­სა­მე სე­ზონ­მა ისე­თი შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნა, რომ მე­ო­თხე სე­ზო­ნის­თვის კარ­გი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­დეგ სე­ზონ­ზე ხა­რის­ხი კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

- რა იყო ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც ამ სე­ზონ­ზე გა­სინ­ჯეთ?

- ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი - თევ­ზი, რო­მე­ლიც კას­ტინ­გებ­ზე გავ­სინ­ჯე და ყვე­ლა­ზე ცუდი - ღო­რის ხორ­ცი, რო­გორც დე­სერ­ტი, წაბ­ლის თაფ­ლით - ძა­ლი­ან რთუ­ლი საჭ­მე­ლი იყო.

- ეგ ტური ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო. რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა ქარ­თულ "მას­ტერ­შეფ­ში"?

- ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩვენ არ მოგ­ვი­გო­ნია. რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში, ასე­ვე დი­ზა­ინ­ში, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში, არის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან ძა­ლი­ან დიდი ხნის შემ­დეგ, ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­დის ხოლ­მე სა­ჯა­როდ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­ახ­ლეს ნელ-ნელა შე­ვაჩ­ვი­ოთ.

- თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის მო­ნა­წი­ლე იყო პრო­ექ­ტში - ზურა ხო­კე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ­ქი­ტექ­ტო­რია. თუ იგ­რძე­ნით „კავ­ში­რი“ თქვენ შო­რის?

- ჩვენ შო­რის არა, თუმ­ცა ზუ­რა­სა და მის კერ­ძებს შო­რის - დიახ. ის ბა­ზი­სუ­რი ცოდ­ნა, რაც არ­ქი­ტექ­ტუ­რამ მის­ცა, ეხ­მა­რე­ბო­და კერ­ძის დაშ­ლა­სა და ხე­ლახ­ლა აწყო­ბა­ში, მაგ­რამ მას კუ­ლი­ნა­რი­ის ნიჭი არ აღ­მო­აჩ­ნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად „შე­ე­ფუ­თა“.

- ამ სე­ზონ­ში რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სან­ტმა თუ გა­გიც­რუ­ათ იმე­დი?

- ნი­ნომ, რო­მელ­საც ოქ­როს წინ­სა­ფა­რიც მი­ვე­ცით და არ გვე­გო­ნა, თუ ასეთ შე­დეგს მი­ვი­ღებ­დით.

- ელო­დით, რომ სწო­რედ ეს ხუ­თე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში?

- ალ­ბათ, 70%-ს დიახ. თა­ვი­დან­ვე ეტყო­ბო­დათ, რო­მე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი და­ტო­ვებ­დნენ პრო­ექტს. და­ნარ­ჩე­ნი უბ­რა­ლოდ ად­გი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე იყო - ვინ დარ­ჩე­ბო­და, პი­რო­ბი­თად, მე­სა­მე ად­გილ­ზე, ვინ ჩა­მოქ­ვე­ით­დე­ბო­და.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით ხუ­თე­ულს?

- იანა პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­მაც იცის, იდე­ა­ლუ­რად რო­გორ მო­ამ­ზა­დოს პრო­დუქ­ტი (მო­ხარ­შოს, შეწ­ვას და სხვ.), მაგ­რამ ცოტა „ნაზი გე­მო­ე­ბი“ აქვს, რომ­ლე­ბიც ხან­და­ხან არც კი იგ­რძნო­ბა ხოლ­მე.

ქეთო კარ­გი გო­გოა, მაგ­რამ ზედ­მე­ტად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია თა­ვის თავ­ში. კრი­ტი­კას იღებს, მაგ­რამ ავ­ტო­მა­ტუ­რად ბლო­კავს.

თემო მიქ­სო­ლო­გია, რო­მე­ლიც ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო ჩემ­თვის - ადა­მი­ანს თუ ასე­თი გემო აქვს სას­მე­ლებ­ში, კერ­ძებ­ში რო­გორ „და­მის­ვამს“. ვი­ნა­ი­დან უფრო მკვრივ მა­სა­ლას­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, ვიდ­რე სი­თხეა, ეს მკვრი­ვი მა­სა­ლე­ბი კარ­გად ვერ ათა­მა­შა, თო­რემ გემო კარ­გად დას­ვა.

ან­ნას კარ­გად გა­მოს­დის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ეში­ნია სი­ახ­ლის, რჩე­ვა­საც ავ­ტო­მა­ტუ­რად ბლო­კავს. ალ­ბათ, არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს რა­ღა­ცებ­ზე. რო­გორც მზა­რე­ულს, ან­ნას სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვერ ვხე­დავ, რეს­ტორ­ნის მმარ­თვე­ლად ან მე­ნე­ჯე­რად უფრო წარ­მო­მიდ­გე­ნია.

სერ­გო ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ალ­ბათ, ეს ნიჭი თან­და­ყო­ლი­ლია და ღმერ­თის­გან ჩა­მო­უ­ვი­და. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია არაფ­რის­გან შექ­მნას კერ­ძი. თვით­ნა­ბა­დი ნიჭი აქვს, რო­გო­რიც ფი­როს­მანს ჰქონ­და.

- რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში?

- დიდი ორ­თაბ­რძო­ლა, დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა!

gemrielia.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
0

ერდაერთიშოუ რომელსაც ვუყურებ საქართველოში. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ასეთი სრული პროფესიონალი ჟიურის წევრები ბრავო

ქართველი
0

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!"---მეგონა ტერიტორიების დასაბრუნებლად ვემზადებოდით

ავტორი:

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

რამდენიმე დღეში ქვეყნის ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი. მანამდე კი ნახევარფინალია, რომელშიც მონაწილეებს ორი ურთულესი დავალების შესრულება მოუწევთ.

როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, კერძების ხარისხი ყოველ შემდეგ სეზონზე უმჯობესდება, ამიტომ დავალებებიც რთულდება და მათთვის თავის გართმევას მხოლოდ საუკეთესოები შეძლებენ.

როგორ ახასიათებს კონსტანტინე თედელური მასტერშეფის მესამე სეზონის მონაწილეებს და რა ელოდება მაყურებელს ნახევარფინალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- რით გამოირჩევა მესამე სეზონი დანარჩენი სეზონებისგან?

- პირველ რიგში, ხარისხით - როგორც კერძების, ისე მთლიანად პროცესისა. პირველი სეზონი უფრო საჩვენებელი, საცდელი იყო. მისმა ფინალმა გვაჩვენა, როგორი უნდა ყოფილიყო ქვედა ზღვარი მეორე სეზონის მონაწილეებისთვის. ახლაც ასეა, მესამე სეზონმა ისეთი შედეგები გვიჩვენა, რომ მეოთხე სეზონისთვის კარგი მაგალითი იქნება. ყოველ შემდეგ სეზონზე ხარისხი კიდევ უფრო მოიმატებს.

- რა იყო ყველაზე გემრიელი და ყველაზე ცუდი, რაც ამ სეზონზე გასინჯეთ?

- ყველაზე გემრიელი - თევზი, რომელიც კასტინგებზე გავსინჯე და ყველაზე ცუდი - ღორის ხორცი, როგორც დესერტი, წაბლის თაფლით - ძალიან რთული საჭმელი იყო.

- ეგ ტური ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. რამდენად გაამართლა ქართულ ''მასტერშეფში''?

- ეს ექსპერიმენტი ჩვენ არ მოგვიგონია. როგორც არქიტექტურაში, ასევე დიზაინში, კულინარიაში, არის ტენდენციები, რომლებიც ჩამოყალიბებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ეტაპობრივად გამოდის ხოლმე საჯაროდ, რათა საზოგადოება სიახლეს ნელ-ნელა შევაჩვიოთ.

- თქვენი პროფესიის მონაწილე იყო პროექტში - ზურა ხოკერაშვილი, რომელიც არქიტექტორია. თუ იგრძენით „კავშირი“ თქვენ შორის?

- ჩვენ შორის არა, თუმცა ზურასა და მის კერძებს შორის - დიახ. ის ბაზისური ცოდნა, რაც არქიტექტურამ მისცა, ეხმარებოდა კერძის დაშლასა და ხელახლა აწყობაში, მაგრამ მას კულინარიის ნიჭი არ აღმოაჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარგად „შეეფუთა“.

- ამ სეზონში რომელიმე კონკურსანტმა თუ გაგიცრუათ იმედი?

- ნინომ, რომელსაც ოქროს წინსაფარიც მივეცით და არ გვეგონა, თუ ასეთ შედეგს მივიღებდით.

- ელოდით, რომ სწორედ ეს ხუთეული იქნებოდა ნახევარფინალში?

- ალბათ, 70%-ს დიახ. თავიდანვე ეტყობოდათ, რომელი კონკურსანტები დატოვებდნენ პროექტს. დანარჩენი უბრალოდ ადგილების გადანაწილებაზე იყო - ვინ დარჩებოდა, პირობითად, მესამე ადგილზე, ვინ ჩამოქვეითდებოდა.

- როგორ დაახასიათებდით ხუთეულს?

- იანა პერფექციონისტი ტექნოლოგია, რომელმაც იცის, იდეალურად როგორ მოამზადოს პროდუქტი (მოხარშოს, შეწვას და სხვ.), მაგრამ ცოტა „ნაზი გემოები“ აქვს, რომლებიც ხანდახან არც კი იგრძნობა ხოლმე.

ქეთო კარგი გოგოა, მაგრამ ზედმეტად დარწმუნებულია თავის თავში. კრიტიკას იღებს, მაგრამ ავტომატურად ბლოკავს.

თემო მიქსოლოგია, რომელიც ექსპერიმენტი იყო ჩემთვის - ადამიანს თუ ასეთი გემო აქვს სასმელებში, კერძებში როგორ „დამისვამს“. ვინაიდან უფრო მკვრივ მასალასთან ჰქონდა შეხება, ვიდრე სითხეა, ეს მკვრივი მასალები კარგად ვერ ათამაშა, თორემ გემო კარგად დასვა.

ანნას კარგად გამოსდის კერძების მომზადება, ეშინია სიახლის, რჩევასაც ავტომატურად ბლოკავს. ალბათ, არასწორი შეხედულებები აქვს რაღაცებზე. როგორც მზარეულს, ანნას სამზარეულოში ვერ ვხედავ, რესტორნის მმართველად ან მენეჯერად უფრო წარმომიდგენია.

სერგო ძალიან ნიჭიერია. ალბათ, ეს ნიჭი თანდაყოლილია და ღმერთისგან ჩამოუვიდა. ადამიანს შეუძლია არაფრისგან შექმნას კერძი. თვითნაბადი ნიჭი აქვს, როგორიც ფიროსმანს ჰქონდა.

- რა ელოდება მაყურებელს ნახევარფინალში?

- დიდი ორთაბრძოლა, დანდობა არ იქნება!

gemrielia.ge

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"