მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"

ექი­მი-ტოქ­სი­კო­ლო­გი ეკა ქურ­და­ძე იმ პრო­დუქ­ტებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია და შე­საძ­ლოა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს. ამ თე­მა­ზე ექიმ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" ისა­უბ­რა.

იმის­თვის, რომ ზა­ფხუ­ლის მთა­ვა­რი პრო­დუქ­ტე­ბით - სა­ზამ­თრო­თი და ნეს­ვით მო­წამ­ვლა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ერთ-ერთი მთა­ვა­რი რჩე­ვაა, უზარ­მა­ზა­რი სა­ზამ­თრო არ შე­ი­ძი­ნოთ - მას­ში ნიტ­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია. სა­შუ­ა­ლო და პა­ტა­რა ზო­მის სა­ზამ­თრო­ე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით, შე­და­რე­ბით უვ­ნე­ბე­ლია.

"სა­ზამ­თრო, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სე­ზო­ნუ­რი ხილი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის. მისი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ც ვი­ტა­მი­ნი, კა­ლი­უ­მი, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­ვარ­ჩი­ოთ, რამ­დე­ნა­დაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­ზამ­თრო ნიტ­რა­ტე­ბით, სა­ნამ არ გავ­ჭრით. როცა, ის არ არის ახა­ლი და საღი, არ უნდა მი­ვირ­თვათ და ნუ დაგ­ვე­ნა­ნე­ბა ნა­ყი­დი და გაჭ­რი­ლი სა­ზამ­თრო, თუ არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ, არ მი­ირ­თვათ.

ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ფერს. სა­ზამ­თროს გაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, მისი წი­თე­ლი და თეთ­რი სა­ზღვა­რი რაც არის, იქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს თეთ­რი ფერი და არა ყვი­თე­ლი, რად­გან ყვი­თე­ლი ფერი ნიშ­ნავს, რომ ის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ნიტ­რა­ტე­ბით, მოყ­ვა­ნი­ლია სა­სუ­ქით, რო­მე­ლიც მალე ამ­წი­ფებს სა­ზამ­თროს. ყიდ­ვის დროს, ხელ­ში შე­გიძ­ლი­ათ სინ­ჯოთ, სა­ზამ­თრო არ უნდა იყოს ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი, გაჭ­რი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ყვი­თე­ლი ზოლი არ უნდა ჰქონ­დეს თეთ­რის ნაც­ვლად და სა­ზამ­თროს წი­თელ ნა­წილს თეთ­რი ზო­ლე­ბი არ უნდა დაჰ­ყვე­ბო­დეს.

როცა ხე­ლოვ­ნუ­რად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია დამ­წი­ფე­ბის პრო­ცე­სი, ეტყო­ბა ხოლ­მე შიგ­ნი­დან - ან ზედ­მე­ტად გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლია, ან იკე­თებს ღრმულს. მა­გა­ლი­თად, ნეს­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მის შიგ­ნით არ­სე­ბულ თესლსა და რბი­ლობს შო­რის დიდი და­შო­რე­ბა არ უნდა იყოს, როცა ნიტ­რა­ტე­ბით სწრა­ფად იზ­რდე­ბა და მწიფ­დე­ბა ის, მა­შინ რჩე­ბა სი­ცა­რი­ე­ლე.

ზა­ფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მწვა­ნი­ლი­სა და ხი­ლის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ვი­ტა­მი­ნე­ბის დიდ მა­რაგს წარ­მო­ად­გე­ნენ, მათი არას­წო­რად მოხ­მა­რე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო აღ­მოჩ­ნდეს. სწო­რედ ამი­ტომ, მწვა­ნი­ლი და ხილი ჯერ უნდა ჩალ­ბეს და შემ­დეგ გამ­დი­ნა­რე, სან­დო ხა­რის­ხის წყლით გულ­დას­მით უნდა გა­ი­რე­ცხოს, რაც შე­ე­ხე­ბა ხილს, სა­სურ­ვე­ლია, ის გამ­დი­ნა­რე წყლით გა­ი­რე­ცხოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze-ს
0

გაითვალისწინე,,,მგონი ამის ბრალი უნდა იყოს,და არა ცხელი ამინდების...

კოტე
16

უკვე დიდი ხანია გავითვალისწინე და აღარ ვყიდულობ საერთოდ აღარც საზამთროს და აღარც მარწყვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"

ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე იმ პროდუქტებზე საუბრობს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აქტუალურია და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამ თემაზე ექიმმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" ისაუბრა.

იმისთვის, რომ ზაფხულის მთავარი პროდუქტებით - საზამთროთი და ნესვით მოწამვლა ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება. მაგალითად, ვიზუალური დათვალიერებისას ერთ-ერთი მთავარი რჩევაა, უზარმაზარი საზამთრო არ შეიძინოთ - მასში ნიტრატების შემცველობა ბევრად მაღალია. საშუალო და პატარა ზომის საზამთროები ამ თვალსაზრისით, შედარებით უვნებელია.

"საზამთრო, ისევე როგორც ყველა სეზონური ხილი, აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. მისი კვებითი ღირებულება, დიდი რაოდენობით ც ვიტამინი, კალიუმი, საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან რთულია გავარჩიოთ, რამდენადაა დაბინძურებული საზამთრო ნიტრატებით, სანამ არ გავჭრით. როცა, ის არ არის ახალი და საღი, არ უნდა მივირთვათ და ნუ დაგვენანება ნაყიდი და გაჭრილი საზამთრო, თუ არ გამოიყურება სასარგებლოდ, არ მიირთვათ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერს. საზამთროს გაჭრის შემთხვევაში, მისი წითელი და თეთრი საზღვარი რაც არის, იქ აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ფერი და არა ყვითელი, რადგან ყვითელი ფერი ნიშნავს, რომ ის დაბინძურებულია ნიტრატებით, მოყვანილია სასუქით, რომელიც მალე ამწიფებს საზამთროს. ყიდვის დროს, ხელში შეგიძლიათ სინჯოთ, საზამთრო არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, გაჭრილის შემთხვევაში კი ყვითელი ზოლი არ უნდა ჰქონდეს თეთრის ნაცვლად და საზამთროს წითელ ნაწილს თეთრი ზოლები არ უნდა დაჰყვებოდეს.

როცა ხელოვნურად დაჩქარებულია დამწიფების პროცესი, ეტყობა ხოლმე შიგნიდან - ან ზედმეტად გადამწიფებულია, ან იკეთებს ღრმულს. მაგალითად, ნესვის შემთხვევაში, მის შიგნით არსებულ თესლსა და რბილობს შორის დიდი დაშორება არ უნდა იყოს, როცა ნიტრატებით სწრაფად იზრდება და მწიფდება ის, მაშინ რჩება სიცარიელე.

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მწვანილისა და ხილის მიღება, რომლებიც ვიტამინების დიდ მარაგს წარმოადგენენ, მათი არასწორად მოხმარება კი შეიძლება სხვადასხვა დაავადების წყარო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით გულდასმით უნდა გაირეცხოს, რაც შეეხება ხილს, სასურველია, ის გამდინარე წყლით გაირეცხოს.

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი