პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?
"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბი ჯერ კი­დევ დგინ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი რამ დღემ­დე და­ფა­რუ­ლია. ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­რესს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ვი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხი იწ­ვევს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­არ­ჩევ­ნო სიის შედ­გე­ნა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად, ტან­დემ­ში მუ­შა­ობს, თუმ­ცა იქ­ნე­ბა ის ამ სი­ა­ში, ჩა­ერ­თვე­ბა ღიად წი­ნა­სა­არჩვე­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, თუ ისევ კუ­ლუ­ა­რუ­ლად და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით გა­და­წყვეტს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, უც­ნო­ბია.

ივა­ნიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვას პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გას­ცა, რომ­ლის მოკ­ლე შე­ი­ნა­არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, - ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და რა გა­საკ­ვი­რია სი­ა­შიც იყო­სო...

ამ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა პარ­ლა­მენ­ტის ექსს­პი­კერ­მა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­როს­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­მაც.

"სიის პირ­ვე­ლი ნომ­რის სა­კი­თხი ჯერ არ გან­გვი­ხი­ლავს. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ ნომ­რო­ბას, ეს არის მისი გა­და­სა­წყვე­ტი. ის არის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი პარ­ტი­ა­ში, არის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ის გა­და­წყვეტს ასეთ რა­მეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ის იქ­ნე­ბა სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი. ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ, რო­მე­ლიც აშ­კა­რაა, რომ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ივა­ნიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს.

შე­საძ­ლოა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი ვი­ხი­ლოთ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში? - ეს კი­თხვა და­ვუს­ვით თა­ვის დრო­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძოლს, ახლა კი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "ტრი­ბუ­ნას" ლი­დერს, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძეს:

"რაც შე­ე­ხე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­პუ­ტა­ტო­ბას, მისი დარ­ბაზ­ში ჯდო­მა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტით, თუ არ ეს­წრე­ბი სხდო­მებს - გრი­ცხა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტში სი­ა­რუ­ლი და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვეს ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­მა. პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თვე­ბა, თუმ­ცა ვოლ­სკის არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ეს იქ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ მან­და­ტის­თვის ბრძო­ლა თუ მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, უდა­ვოდ კომ­ფორ­ტუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რი, თით­ქოს და, უჩი­ნა­რი ხე­ლით მარ­თვა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას შე­საძ­ლოა მო­უ­წი­ოს აქ­ტი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­ტა­რე­ბა და ამის რამ­დე­ნი­მე გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს.

kvirispalitra.ge-მ კო­მენ­ტა­რი ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს სთხო­ვა:

- გა­მომ­დი­ნა­რე იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რაც შე­ვი­ძი­ნეთ, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვი­ხი­ლოთ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, იმი­ტომ, რომ მან მმარ­თვე­ლო­ბის მის­ტი­უ­რი, რე­ლი­გი­უ­რი მო­დე­ლი შექ­მნა, რო­მელ­შიც ის არ­სად არ არის და ამას­თა­ნა­ვე ყველ­გა­ნაა.

გვერ­დი­დან აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ფორ­მა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ფერ­ზე იღებს, არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობს. თუმ­ცა, მას დღეს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა არა ძა­ლა­უფ­ლე­ბის კუ­თხით, არა­მედ უფრო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და კე­თილ­დღე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - მისი მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი არის ანაქ­რო­ნიზ­მი და და­სავ­ლე­თი აგ­რე­სი­უ­ლია ამ ტი­პის მმარ­თვე­ლო­ბი­სად­მი, შე­სა­ბა­მი­სად, მას ასე ვთქვათ, გა­ო­რე­ბა და­ე­წყო, ერ­თის მხრივ, ის ხვდე­ბა, რომ მისი (მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მის) ფორ­მა­ლი­ზე­ბა, ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­სა­ლა­ხად, მე­ო­რეს მხრივ, კი ენა­ნე­ბა მისი მი­თო­ლო­გი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ის დაშ­ლა, რო­მელ­შიც მას შე­იძ­ლე­ბა უკვე კონ­კუ­რენ­ტე­ბი გა­მო­უჩ­ნდა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
35

ქართველ ხალხს რომან გოცირიძე უნდა პრემიერად

qeTo
28

მაგარი ილუზიაა გახარიაც და ივანაშვილიც! დაიწყნარეთ თავი! 3 თვე დაგრჩათ პარპაშისათვის.....მკვლელები და ავაზაკები თუ ჩვენი არჩევანია, ჩიკატილოები და ლორთქიფანიძეები უნდა შეიყვანონ სიებში, სხვა გამოსავალი აღარ გაქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

მმართველ პარტიაში საარჩევნო სიები ჯერ კიდევ დგინდება და საზოგადოებისთვის ბევრი რამ დღემდე დაფარულია. ყველაზე დიდ ინტერესს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ვიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის საკითხი იწვევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო სიის შედგენაზე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ტანდემში მუშაობს, თუმცა იქნება ის ამ სიაში, ჩაერთვება ღიად წინასაარჩვენო კამპანიაში, თუ ისევ კულუარულად და ფინანსური დახმარებით გადაწყვეტს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, უცნობია.

ივანიშვილის საარჩევნო სიაში ყოფნა-არყოფნის თაობაზე დასმულ კითხვას პასუხი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ გასცა, რომლის მოკლე შეინაარსი იმაში მდგომარეობდა, - ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და რა გასაკვირია სიაშიც იყოსო...

ამ საკითხზე ისაუბრა პარლამენტის ექსსპიკერმა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემაც.

"სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განგვიხილავს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა კობახიძემ, რომელიც აშკარაა, რომ კვლავინდებურად ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

შესაძლოა თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი ვიხილოთ საარჩევნო სიაში? - ეს კითხვა დავუსვით თავის დროზე ივანიშვილის თანამებრძოლს, ახლა კი პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს:

"რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატობას, მისი დარბაზში ჯდომა ძნელი წარმოსადგენია. ახალი რეგლამენტით, თუ არ ესწრები სხდომებს - გრიცხავენ, შესაბამისად, პარლამენტში სიარული და საჯარო პოლიტიკაში მოღვაწეობა, მისთვის საინტერესო არ იქნება".

მისივე თქმით, ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობა გაგრძელდება.

განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს ივანიშვილის თანაპარტიელებმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, თუმცა ვოლსკის არ დაუკონკრეტებია, ეს იქნება უშუალოდ მანდატისთვის ბრძოლა თუ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მონაწილეობა.

ბიძინა ივანიშვილისთვის, უდავოდ კომფორტულია დისტანციური, თითქოს და, უჩინარი ხელით მართვა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მოუწიოს აქტიური საარჩევნო კამპანიის გატარება და ამის რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს.

kvirispalitra.ge-მ კომენტარი ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა:

- გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც შევიძინეთ, ნაკლებად სავარაუდოა ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ საარჩევნო სიაში, იმიტომ, რომ მან მმართველობის მისტიური, რელიგიური მოდელი შექმნა, რომელშიც ის არსად არ არის და ამასთანავე ყველგანაა.

გვერდიდან აკონტროლებს ხელისუფლებას, ფორმალურ პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს, არადა, სინამდვილეში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, მას დღეს გარკვეული პრობლემები შეექმნა არა ძალაუფლების კუთხით, არამედ უფრო უსაფრთხოებასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით - მისი მმართველობის მოდელი არის ანაქრონიზმი და დასავლეთი აგრესიულია ამ ტიპის მმართველობისადმი, შესაბამისად, მას ასე ვთქვათ, გაორება დაეწყო, ერთის მხრივ, ის ხვდება, რომ მისი (მმართველობის ფორმის) ფორმალიზება, ინსტიტუციონალიზება აუცილებელია არსებული რისკების გადასალახად, მეორეს მხრივ, კი ენანება მისი მითოლოგიური მმართველობის კონსტრუქციის დაშლა, რომელშიც მას შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა წაიკითხეთ ვრცლად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი