მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს
რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

სუფ­თა ჰა­ე­რი არის ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მშო­ბელ­მა ბავ­შვის­თვის კუ­რორ­ტის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე სა­უბ­რობს.

მისი თქმით, მშობ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ ბავ­შვე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში და­ას­ვე­ნონ, არ უნდა იდარ­დონ, რად­გა­ნაც მთა­ვა­რი სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნაა და შე­უძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ზე შე­ა­ჩე­რონ. პე­დი­ატრმა მშობ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დენ ხანს უნდა წა­იყ­ვა­ნონ ბავ­შვე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად და რო­გორ მო­იქ­ცნენ იმის­თვის, რომ პა­ტა­რებს თა­ვი­დან აა­რი­დონ მზის ალერ­გია, მზის დამ­წვრო­ბა და სხვა­დას­ხვა ვირუ­სი.

"მთა­ვა­რი, რაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვი­სას, არის სუფ­თა ჰა­ე­რი. არის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რავ პა­ცი­ენტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ძვი­რია.

ბახ­მა­რო, მთა-თუ­შე­თი და სხვე­ბი უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტე­ბია, უბ­რა­ლოდ იქ დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია და შე­ჭირ­ვე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა არ იდარ­დონ ამა­ზე და არ ჩათ­ვა­ლონ, რომ შვილს ყვე­ლა­ფერს ვერ უკე­თე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში“, - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

მი­სი­ვე თქმით, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გყავ­დეთ და რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მო­ზარ­დი სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

"21 დღე ბავ­შვის გაყ­ვა­ნა კუ­რორტზე, ეს არის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი, იყო 21 დღი­ა­ნი ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა, 21 დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ო­დათ. დოგ­მა, რომ უნდა გა­იყ­ვა­ნოთ აუ­ცი­ლებ­ლად ერთი კვი­რა, 5 დღე, 9 დღე, არ­სად არ არის გა­წე­რი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ შემ­ხვედ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ვუშ­ვათ 21 დღე უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კუ­რორტზე ბავ­შვი, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა“, - ამ­ბობს თე­მურ მი­ქე­ლა­ძე, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ზარ­დის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ წაყ­ვა­ნაც.

"ქა­ლა­ქი­დან თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას გას­ვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვაქვს საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ამ პან­დე­მი­ა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა და ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გან­ტვირ­თვას, გა­ნიტ­ვირ­თე­ბა რო­გორც მშო­ბე­ლი, ასე­ვე ბავ­შვი“ - აღ­ნი­შავს პე­დი­ატ­რი.

თე­მურ მი­ქე­ლა­ძე სა­უბ­რობს ჰი­გი­ე­ნის როლ­ზე და ამ­ბობს, რომ სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ის ასე­ვე მშობ­ლებს აძ­ლევს რჩე­ვებს, თუ რო­გორ და­იც­ვან ბავ­შვი მზის დამ­წვრო­ბის­გან და მზის ალერ­გი­ის­გან.

"ხში­რია სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვას და მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო არა. ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რია ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი. სა­ნა­პი­რო­ზე უნდა და­ვიც­ვათ პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებ­თან. რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვს ახა­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი მის­ცეთ, საკ­ვე­ბი უნდა იყოს თერ­მუ­ლად სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, თერ­მუ­ლად სწო­რად უნდა იყოს შე­ნა­ხუ­ლი. ზო­გი­ერთ საკ­ვებ პრო­დუქტს სჭირ­დე­ბა სა­მა­ცივ­რე პი­რო­ბე­ბი. უნდა იყოს ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მზის ალერ­გი­ას, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მზის ალერ­გია შე­იძ­ლე­ბა დამ­წვრო­ბა­შიც კი შეგ­ვე­შა­ლოს იმი­ტომ, რომ მა­საც ახა­სი­ა­თებს შე­შუ­პე­ბა და ექიმ­მა უნდა გა­ნას­ხვა­ვოს - მზის ალერ­გი­ია, თუ მზის დამ­წვრო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი შე­შუ­პე­ბა.

მზის ალერ­გია შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს დერ­მა­ტი­ტით, შე­შუ­პე­ბით და ა.შ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა დრო­უ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც არის მზის სხი­ვე­ბის­გან ბავ­შვის მო­ცი­ლე­ბა.

თუ ბავ­შვი სა­ნა­პი­რო­ზე გაგ­ვყავს, უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ მზის ჩას­ვლის შემ­დეგ, ან დი­ლით 7:00-დან 9:00 სა­ა­თამ­დე. მზის ალერ­გია არ უნდა შეგ­ვე­შა­ლოს მზის­გან მი­ღე­ბულ დამ­წვრო­ბა­ში“, - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

ვისაც სოფელიც არ გვაქვს, ისინი ვართ ყველაზე ცუდ დღეში, კურორტების ფასების გადამკიდე.

ubralo kaci
7

რიტი წავიყვანოტ ეგეც ტქვიტ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

სუფთა ჰაერი არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც მშობელმა ბავშვისთვის კურორტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს.

მისი თქმით, მშობლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ ბავშვები ძვირადღირებულ ადგილებში დაასვენონ, არ უნდა იდარდონ, რადგანაც მთავარი სუფთა ჰაერზე ყოფნაა და შეუძლიათ არჩევანი თავიანთ სოფლებზე შეაჩერონ. პედიატრმა მშობლებს რეკომენდაციები მისცა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა წაიყვანონ ბავშვები დასასვენებლად და როგორ მოიქცნენ იმისთვის, რომ პატარებს თავიდან აარიდონ მზის ალერგია, მზის დამწვრობა და სხვადასხვა ვირუსი.

"მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ კურორტის არჩევისას, არის სუფთა ჰაერი. არის სოციალური პრობლემები, შესაბამისად, უამრავ პაციენტს არ აქვს საშუალება პოპულარულ კურორტებზე წასასვლელად, რადგანაც საკმაოდ ძვირია.

ბახმარო, მთა-თუშეთი და სხვები უნიკალური კურორტებია, უბრალოდ იქ დასვენება ძვირია და შეჭირვებულმა მშობლებმა არ იდარდონ ამაზე და არ ჩათვალონ, რომ შვილს ყველაფერს ვერ უკეთებენ, შეუძლიათ ბავშვები გაიყვანონ თავიანთ სოფლებში“, - ამბობს პედიატრი.

მისივე თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვი კურორტზე 21 დღის განმავლობაში უნდა გყავდეთ და რომ სხვა შემთხვევაში, მოზარდი სარგებელს ვერ მიიღებს, მითია და საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს.

"21 დღე ბავშვის გაყვანა კურორტზე, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, იყო 21 დღიანი ე.წ. პუტიოვკა, 21 დღიანი შვებულება, რომელიც განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ადამიანებს ეძლეოდათ. დოგმა, რომ უნდა გაიყვანოთ აუცილებლად ერთი კვირა, 5 დღე, 9 დღე, არსად არ არის გაწერილი, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია, რომ მაინცდამაინც დავუშვათ 21 დღე უნდა გავიყვანოთ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდხანს იქნება კურორტზე ბავშვი, მით უფრო სასარგებლოა“, - ამბობს თემურ მიქელაძე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მოზარდისთვის სასარგებლო იქნება თუნდაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ წაყვანაც.

"ქალაქიდან თუნდაც შაბათ-კვირას გასვლა მნიშვნელოვანია. გვაქვს საკმაოდ სტრესული გარემო, რომელიც ამ პანდემიამაც განაპირობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განტვირთვას, განიტვირთება როგორც მშობელი, ასევე ბავშვი“ - აღნიშავს პედიატრი.

თემურ მიქელაძე საუბრობს ჰიგიენის როლზე და ამბობს, რომ სხვადასხვა ვირუსული ინფექციებისგან დასაცავად, ჰიგიენის ნორმების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ის ასევე მშობლებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ დაიცვან ბავშვი მზის დამწვრობისგან და მზის ალერგიისგან.

"ხშირია სხვადასხვა ვირუსული ინფექციები და დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ნორმების დაცვას და მხოლოდ კორონავირუსის გამო არა. ამ პერიოდში ხშირია ენტეროვირუსული ინფექციები, ნაწლავური ინფექციები. სანაპიროზე უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ მალფუჭებად პროდუქტებთან. რეკომენდაციაა, რომ ადრეული ასაკის ბავშვს ახალი მომზადებული საკვები მისცეთ, საკვები უნდა იყოს თერმულად სწორად დამუშავებული, გარდა ამისა, თერმულად სწორად უნდა იყოს შენახული. ზოგიერთ საკვებ პროდუქტს სჭირდება სამაცივრე პირობები. უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები დაცული.

რაც შეეხება მზის ალერგიას, ზოგ შემთხვევაში მზის ალერგია შეიძლება დამწვრობაშიც კი შეგვეშალოს იმიტომ, რომ მასაც ახასიათებს შეშუპება და ექიმმა უნდა განასხვავოს - მზის ალერგიია, თუ მზის დამწვრობით განპირობებული შეშუპება.

მზის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს დერმატიტით, შეშუპებით და ა.შ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური მკურნალობა დროულად უნდა ჩატარდეს, მაგრამ მთავარი მაინც არის მზის სხივებისგან ბავშვის მოცილება.

თუ ბავშვი სანაპიროზე გაგვყავს, უნდა გავიყვანოთ მზის ჩასვლის შემდეგ, ან დილით 7:00-დან 9:00 საათამდე. მზის ალერგია არ უნდა შეგვეშალოს მზისგან მიღებულ დამწვრობაში“, - ამბობს პედიატრი.