ავტორი:

"სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ

"სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. მისი გამოკითხვა უწყებაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია.

"სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, გამოძიებას ჩვენთან კითხვები არ ჰქონია. მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობრები მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძეც. მათ უწყებაში შესვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა

"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა, მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა" - როგორ იხსენებს ანა გაბეჩავა საბედისწერო ღამეს

ანი გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა - რა კომენტარი გააკეთა შაქარაშვილის საქმის მოწმემ ჟურნალისტებთან