NL International კოსმეტიკის, გამაჯანსაღებელი, ჰიგიენური საშუალებების, სხეულის მოვლისა და დაბალანსებული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში წარმატებით ოპერირებს.
კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი საქართველოში Energy Diet Smart არის, რომელსაც უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. საკვებ დანამატებს მსოფლიოს წამყვანი ნუტრიციოლოგები და ენდოკრინოლოგები უწევენ რეკომენდაციას.
კმაყოფილი მომხმარებლების უმრავლესობა ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღებას ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე, მეგობრებისა და ცნობილი სახეების თუ ხელმისაწვდომი ფასის გამო იწყებს და შედეგებს აღფრთოვანებით უზიარებს საზოგადოებას.
ანდრო მელკუმოვი მოცეკვავეა, ის მთელი ცხოვრება სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით იყო დაკავებული. ანდრომ Energy Diet Smart-ის საშუალებით 4 კგ. დაიკლო და მიღებულ შედეგს უკვე 3 წელია, რაც ინარჩუნებს.
ანდროსგან განსხვავებით, შაკო სადაღაშვილსა და მაგდა სეფიაშვილს არ სჭირდებოდათ წონის კორექცია, თუმცა, სტუდენტური, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ისინი პროფილაქტიკისათვის ყოველდღიურად იღებენ ვიტამინების კომპლექტით გაჯერებულ კოქტეილებს. მათი თქმით, მოუწესრიგდათ დღის რეჟიმი, შეეჩვივნენ წყლის ბალანსის დაცვასა და ღამე დროულად დაძინებას.
“ - მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების შედეგი - 25 დღეში -14 კგ. პირადად ვნახე, გადავწყვიტე მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც Energy Diet Smart-ის მომხმარებლები გავმხდარიყავით. დედაჩემმა, რომელიც ალერგიული და ასთმურია, 11 კილო 30 დღეში დაიკლო, ჩემი ორგანიზმი გაიწმინდა შლაკებისა და ტოქსიკენისაგან, მომიგვარდა აკნეს პრობლემა და სხეული ჩადგა სასურველ ფორმაში. არც მე და არც ჩემს ახლობლებს არ ჩაგვიტარებია პროდუქტის მიღებამდე ან მის შემდეგ სამედიცინო კვლევები, რადგან რეალური შედეგები, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენს თვალწინ იყო” - გვიყვება ედუარდ ბერუჩაშვილი და ამბობს, რომ NL International-ის თითქმის ყველანაირი პროდუქტის მომხმარებელია, იქნება ეს საოჯახო ქიმია თუ თმისა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებები.
8 თვის წინ ჩატარებული 25 დღიანი კურსის დასრულების შემდეგ დავით ქავთარაძემ 12 კგ. ჭარბი წონა სწორედ რომ Energy Diet Smart-ის დახმარებით მოიშორა. სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მისთვის აუცილებელი იყო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, თუმცა, ორგანიზმში ცვლილებები არ აღმოაჩნდა, დაკლებულ შედეგს დღემდე ინარჩუნებს და მომხმარებელს ურჩევს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია სწორად კვება, ინსტრუქტორის რჩევების გათვალისწინება და მაღალხარისხიანი, ბიო პროდუქციის ნდობა.
გასახდომი კოქტეილების თითო, 30 გრამიანი შეფუთვა 198 კალორიას შეიცავს, თუმცა ვიტამინების სრული კომპლექტი არ ტოვებს შიმშილის შეგრძნებას, სხეული დანაყრებული, ენერგიული და გაჯანსაღებულია. სამედიცინო დასკვნები, კვლევები და გამოჯანმრთელებული პაციენტები უტყუარი დასტურია იმისა, რომ წონაში კლება შესაძლებელია სწრაფად, მარტივად და თანაც ჯანსაღად, შიმშილის გრძნობის გარეშე.
Energy Diet Smart-ს უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია, თუმცა, ის არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის, 3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
NS