მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ
"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პე­ტი­ცი­ით მი­მარ­თა­ვენ და­ა­ფი­ნან­სოს მძი­მე დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. პე­ტი­ცია ichange.gov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა და იმის­თვის, რომ ის მთავ­რო­ბამ გა­ნი­ხი­ლოს, 10 000 ხელ­მო­წე­რაა სა­ჭი­რო.

პე­ტი­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"დე­დე­ბის ჯგუ­ფის" და ყვე­ლა იმ ბავ­შვის სა­ხე­ლით, რო­მე­ლიც ახლა ამ წუ­თას ებ­რძვის სიკ­ვდილს, მოგ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

0-დან 16 წლამ­დე ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს, ასე­ვე 0-დან 16 წლამ­დე მძი­მე დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო­ე­ბენ ოპე­რა­ცი­ას ან მკურ­ნა­ლო­ბას, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნას და იქ მკურ­ნა­ლო­ბას (ოპე­რა­ცი­ას), და­უ­ფი­ნანსდეთ სრუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი, და­ფი­ნან­სე­ბა და რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დეს უმოკ­ლეს ვა­დებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე ცოტა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და სხვა მძი­მე დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი გვყავს (ძა­ლი­ან ბევ­რი მათ შო­რის არის მცი­რე­წლო­ვა­ნი), თუმ­ცა არც ისე ბევ­რი, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ვერ იზ­რუ­ნოს მათ­ზე. უკვე რამ­დე­ნი წე­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვი­გებთ, რომ 2-3 წლის ბავ­შვე­ბი ებ­რძვი­ან ამა თუ იმ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას, მშობ­ლე­ბი ყი­დი­ან ყვე­ლა­ფერს რაც გა­აჩ­ნი­ათ მათ გა­და­სარ­ჩე­ნად, რო­მე­ლიც არას­დროს არ არის საკ­მა­რი­სი, ბარ­დე­ბი­ან ლტოლ­ვი­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ უი­მე­დოდ, უმი­სა­მარ­თოდ, უპატ­რო­ნოდ, ყო­ველ­დღე მი­ნი­მუმ ერთი დედა მა­ინც ითხოვს ერთ ლარს შვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად და ამა­სო­ბა­ში გა­დის უამ­რა­ვი დღე.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დრო­უ­ლად არ აუ­ჩუყ­და გული, ეს ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბი­ან. მშო­ბელს შვი­ლი არ უნდა უკ­ვდე­ბო­დეს უსახ­სრო­ბის გამო. ბავ­შვებ­მა უნდა იცო­ცხლონ და რაც მთა­ვა­რია, მათ უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბრძო­ლის და გა­დარ­ჩე­ნის" - ვკი­თხუ­ლობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პე­ტი­ცი­ა­ში.

პე­ტი­ცი­ის ხელ­მო­წე­რა შე­გიძ­ლი­ათ ამ ბმულ­ზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუშნი
0

მოთხოვნა ჩასასწორებელია, ჩემი აზრით. რა 18 ან 20 წლის უკვე მოხუცია და ჩავიქნიოთ ხელი? ასაკი 30 წლამდე გავზარდოთ, ბიუჯეტი სისულელეებში აღარ დავხარჯოთ და ეყოფა მშვენივრად. ხელსაც მაშინ მოვაწერ პეტიციას.

ნათკა
0

არაფრის გამო არ უნდა უკვდებოდეს მშობელს შვილი, გინდა უსახსრობა იყოს ეს, გინდა უბედური შემთხვევა, გინდა განზრახ მკვლელობა, დედა არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს :(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ

"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ

საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავენ დააფინანსოს მძიმე დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანი პაციენტების მკურნალობა. პეტიცია ichange.gov.ge-ზე გამოქვეყნდა და იმისთვის, რომ ის მთავრობამ განიხილოს, 10 000 ხელმოწერაა საჭირო.

პეტიციაში ვკითხულობთ:

"დედების ჯგუფის" და ყველა იმ ბავშვის სახელით, რომელიც ახლა ამ წუთას ებრძვის სიკვდილს, მოგმართავთ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს.

0-დან 16 წლამდე ონკოლოგიურ პაციენტებს, ასევე 0-დან 16 წლამდე მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტებს, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ ოპერაციას ან მკურნალობას, საზღვარგარეთ გადაყვანას და იქ მკურნალობას (ოპერაციას), დაუფინანსდეთ სრულად ყველაფერი, დაფინანსება და რეაგირება მოხდეს უმოკლეს ვადებში.

საქართველოში არც ისე ცოტა ონკოლოგიური და სხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები გვყავს (ძალიან ბევრი მათ შორის არის მცირეწლოვანი), თუმცა არც ისე ბევრი, რომ სახელმწიფომ ვერ იზრუნოს მათზე. უკვე რამდენი წელია სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ 2-3 წლის ბავშვები ებრძვიან ამა თუ იმ ვერაგ დაავადებას, მშობლები ყიდიან ყველაფერს რაც გააჩნიათ მათ გადასარჩენად, რომელიც არასდროს არ არის საკმარისი, ბარდებიან ლტოლვილად საზღვარგარეთ უიმედოდ, უმისამართოდ, უპატრონოდ, ყოველდღე მინიმუმ ერთი დედა მაინც ითხოვს ერთ ლარს შვილის სიცოცხლის გადასარჩენად და ამასობაში გადის უამრავი დღე.

უმეტეს შემთხვევაში, თუ საზოგადოებას დროულად არ აუჩუყდა გული, ეს ბავშვები იღუპებიან. მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო. ბავშვებმა უნდა იცოცხლონ და რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ბრძოლის და გადარჩენის" - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პეტიციაში.

პეტიციის ხელმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"