ლიტერატურა თამაშია. მწერლის მიერ შექმნილი თამაში, რომელსაც მკითხველს სთავაზობს. როგორც წესი, ავტორი ქმნის ამბის კონკრეტულ განვითარებას და ის არის ამ თამაშის სრული „პატრონი“. თუმცა არსებობს სულ სხვაგვარი ლიტერატურული თამაშიც და ეს წიგნი თამაშია. ინტერაქციული წიგნი, რომელშიც მთავარ გადაწყვეტილებებს მკითხველი იღებს და არა - ავტორი.
ამბის ერთი დასაწყისი და 10, 20 ან სულაც 30 სხვადასხვაგვარი დასასრული, ჟანრთა მრავალფეროვნება, ერთი ამბის სხვადასხვა კუთხით დანახვა... ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რა მოხდებოდა წიგნის მთავარ პერსონაჟს სხვაგვარი გადაწყვეტილება რომ მიეღო კულმინაციურ მომენტში. ჰოდა, წიგნი თამაში სწორედ ამ შესაძლებლობას გაძლევთ.
რა არის წიგნი თამაში იგივე ინტერაქციული წიგნი?
ინტერაქციული წიგნი არის ამბავი, რომელსაც სხვადახვა განვითარება მოჰყვება. ხშირად ინტერაქციულ წიგნს რამდენიმე ავტორი ჰყავს. ის ნაწილებისგან შედგება და თითოეული ნაწილის მოცულობა არც ისე დიდია. არსებობს ინტერაქციული წიგნები, რომლებიც ძალიან დანაწევრებულია და საკვანძი მომენტი და ამბის განვითარება რამდენიმე ფურცლის შემდეგ დგება. თუმცა არსებობს წიგნებიც, რომელთა თითოეული ნაწილი უფრო სიღრმისეულია და და ის დაახლოებით 50–100 ფურცელს მოიცავს.
ინტერაქციულ წიგნს ხშრად ადარებენ ფაზლს, რომელიც თავად უნდა ააწყო ან ლაბირინთს, რომელშიც გზა თავად უნდა გაიკვლიო და თავად შექმნა შენი ისტორია.
პირველი ინტერაქციული წიგნები
ინტერაქციული წიგნების შექმნა მე–20 საუკუნის 30–იან წლებში იწყება. ინტერაქციული წიგნის პირველ მცდელობას ორი ავტორი ჰყავდა: დორის ვებსტერი და მერი ალდენ ჰოპკინსი. მათ რომანტიკულ ნაწარმოებს სახელად Consider the Consequences! უამრავი დასასრული ჰქონდა. წიგნი აშშ–ში გამოიცა. მოგვიანებით 1936 წელს გამოვიდა აიან რანდის წიგნი „16 იავრის ღამე“, რომლის დასასრულის დაწერაშიც მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ მკითხველთა გამოკითხვის შედეგად გადაწყვიტა ავტორმა, როგორი დასასრული ექნებოდა ამბავს. ეს ინტერქაციული წიგნის კიდევ ერთი სახეობის შექმნის ახალი მცდელობა იყო.
1940-იან წლებში კი, როცა ალეტრნატიულმა ლიტერატურამ ფართო საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა, ამ მიმართულებით ხორხე ლუის ბორხესიც დაინტერესდა. მისი ნაწარმოები An Examination of the Work of Herbert Quain ამბის ორგვარ განვითარებასა და 9 ალტერნატიულ დასასრულს გვთავაზობს. ბორხესმა ამ ჟანრში კიდევ ერთი ნაწარმოები "The Garden of Forking Paths" შექმნა.
ცოტა მოგვიანებით, 1970-იანი წლებიდან წიგნი თამაში ფართოდ გავრცელდა ევროპაშიც და არარეთი ფრანგი, იტალიელი და ესპანელი მწერალი დაინტერსდა ამ მიმართულებით.
ინტერაქციული წიგნების განვითარება
მოგვიანებით ინტერაქციული წიგნები აქტიურად ჩართეს სასწავლო პროგრამებში და ის სწავლების საკმაოდ ეფექტურ მეთოდად აღიარეს. აღნიშულმა ინტერქციამ კი გადაინაცვლა ეკრანებზე და ინტერქაციულმა წიგნებმა ციფრული სახე მიიღო. ისინი კომიქსების სახითაც იბეჭდებოდა. ეს საინტერესო ლიტერატურული თამაში ნელ-ნელა უფრო მომხიბვლელი ხდება ახალგაზრდა თაობისთვის.
<iframe src="https://h5p.org/h5p/embed/938555" width="100%" height="1370" frameborder="0" allowfullscreen="allowfullscreen"></iframe><script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js" charset="UTF-8"></script>
ინტერქციული წიგნები საქართველოში
აღმოსავლეთ ევროპაში ინტერქციული წიგნები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდა. პირველად პოლონეთში ითარგმნა რამდენიმე წიგნი თამაში, მოგვიანებით - ბულგარეთში. საქართველოში პირველი ინტერაქციული წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა, ამჯერად კი ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიახლე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შესთავაზა მკითხველს და თან ქართველი მწერლების ავტორობით. სრულიად განსხვავებული ინტერქციული წიგნის „ფენიქსის“ დასაწყისი ორ ალტერნატიულ გაგრძელებასთან ერთად უკვე გაყიდვაშია.
პროექტში ოთხი ავტორია ჩართული: თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ტორესა მოსი და ნიკოლას მაჩაბელი. „ფენიქსი“ 8 სრულიად განსხვავებული დასასრულისა და საერთო ჯამში 15 წიგნისგან შედგება. თითოეულ წიგნში ამბავი საკვანძო მომენტში სრულდება და მას ორი ალტერნატიული გაგრძელება აქვს. წიგნის მაღაზიის თაროებზე „ფენიქსი“ განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს, თუმცა მკითხველის დაინტერესება უკვე მოახერხა. ამბის შემდეგი ნაწილები ეტაპობრივად გამოვა და მკითხველს თავად შეეძლება გადაწყვიტოს, თუ როგორ განვითარდება „ფენიქსის“ მისეული ისტორია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი გმირი სალი.
თითოეულ მკითხველს თავისი წიგნი ექნება. გაგრძელებები კი ერთმანეთისგან არა მხოლოდ ამბის განვითარებით, არამედ ჟანრობრივადაც განსხვავდება და ეს მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სხვადასხვა ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ თითოეულ ხაზში თხრობა პირველ პირში ხდება და ყველა ავტორს თავისი მთავარი გმირი ჰყავს. სახლში შეიძლება გქონდეთ თხუთმეტივე წიგნი, თუმცა ოჯახის სხვადასხვა წევრმა სულ სხვადასხვაგვარი ისტორია ამოიკითხოთ ამ წიგნიდან.
ლიტერატურული თამაში დაწყებულია. აირჩიეთ თქვენი გაგრძელება და შექმენით თქვენეული ალტრენატიული რეალობა.