პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი
"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა 2020 წლის 10 ივ­ლისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც სტამ­ბოლ­ში მდე­ბა­რე აია-სო­ფი­ას ტა­ძარ-მუ­ზე­უმს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ნი­ჭა მე­ჩე­თის სტა­ტუ­სი.

პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი აია-სო­ფი­ას ტა­ძარ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ქრის­ტი­ა­ნულ ხა­ტებს. თუმ­ცა, მე­დი­ის ცნო­ბით, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ისე­თი გა­ნა­თე­ბა, რომ­ლი­თაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ზა­ი­კე­ბი და ფრეს­კე­ბი ნა­მა­ზის დროს არ გა­მოჩ­ნდე­ბა. კი­დევ ერთ ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­ზა­ი­კე­ბი­სა და ფრეს­კე­ბის ფარ­დე­ბით და­ფარ­ვა მუს­ლი­მუ­რი მსა­ხუ­რე­ბის დროს.

თურ­ქე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ში, მუ­ზე­უ­მად ქცე­ულ ტა­ძარ­ში, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის შეშ­ვე­ბის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტუ­რის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­რეფ­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა, რათა მათ ლოც­ვის დროს ფეხი არ და­ად­გან მლოც­ვე­ლე­ბის ხა­ლი­ჩებს.

ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, თურ­ქო­ლო­გი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ტაძ­რის ის­ტო­რი­ა­ზე და მისი სტა­ტუ­სის შეც­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

- ტა­ძა­რი მე-6-სა­უ­კუ­ნე­ში, 537 წელს აშენ­და და მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტა­ძა­რი იყო... რა შე­მიძ­ლია ვთქვა მას­ზე? დე­და­მი­წა­ზე საკ­რა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი თუ არ­სე­ბობს, ალ­ბათ ერთ-ერთი აია-სო­ფი­აა. იქ, ად­გილ­ზე ცო­ცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძა­ლე­ბი მოქ­მე­დებს და სულ სხვა გრძნო­ბე­ბი იღ­ვი­ძებს. მზის სხი­ვე­ბიც კი არ შე­მო­დის, ჯერ სან­თე­ლი­ვით იღ­ვენ­თე­ბა შიგ­ნით, შემ­დეგ კი, მდი­ნა­რე­ე­ბად იქ­ცე­ვა და ავ­სებს ტა­ძარს. ამით კი­დევ უფრო იდუ­მა­ლი ხდე­ბა იქა­უ­რო­ბა.

ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ აია-სო­ფია ცო­ცხა­ლია და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ გვე­სა­უბ­რე­ბა მოკ­ვდა­ვებს. ოღონდ ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოგ­ვიდ­გე­ბა ხოლ­მე - გა­აჩ­ნია რაზე გსურს მას­თან სა­უ­ბა­რი. ჰოდა, რე­ა­ლუ­რად, აია-სო­ფია დღე­საც ცო­ცხა­ლია და ისევ ყვე­ლას გვე­სა­უბ­რე­ბა.

ტა­ძა­რი თა­ვი­სი უზარ­მა­ზა­რი გუმ­ბა­თით, შთამ­ბეჭ­და­ვი ინ­ტე­რი­ე­რით, უნი­კა­ლუ­რი ელი­ნის­ტუ­რი სვე­ტე­ბი­თა და ბი­ზან­ტი­უ­რი მო­ზა­ი­კუ­რი ფრეს­კე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რისტს იზი­დავ­და.

უფრო დე­ტა­ლურ ის­ტო­რი­ულ წი­აღსვლებს თუ გა­ვა­კე­თებთ, ვიდ­რე მუს­ლი­მა­ნუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბა წარ­მო­იქ­მნე­ბო­და, იქამ­დე ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რი იუს­ტი­ნი­ა­ნე პირ­ვე­ლი იყო და სწო­რედ მისი გან­კარ­გუ­ლე­ბით აშენ­და აია-სო­ფია. მას შემ­დეგ, რაც ეკ­ლე­სია კა­თო­ლი­კურ და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რწმე­ნე­ბად გა­ი­ყო, 1054 წლი­დან ის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის რე­ზი­დენ­ცია და მთა­ვა­რი ტა­ძა­რი გახ­და.

1204 წელს, რო­დე­საც ჯვა­როს­ნებ­მა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი აი­ღეს, კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ად იქცა... 1453 წლის 29 მა­ისს კი, რო­დე­საც ოს­მა­ლებ­მა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი აი­ღეს, სულ­თან მეჰ­მედ II-ის და­ვა­ლე­ბით, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი მე­ჩე­თად გა­და­კეთ­და და ასე დარ­ჩა მე-20 სა­უ­კუ­ნემ­დე.

- ვიდ­რე ათა­თურ­ქი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, არა?

- დიახ, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ქე­მალ ათა­თურ­ქმა და მის­მა გუნ­დმა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლეს თურ­ქეთ­ში... სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბობს 1931 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ფოტო, სა­დაც ასა­ხუ­ლია აია-სო­ფი­ა­ში ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვირ­ფა­სე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ზა­ი­კე­ბი.

ათა­თურ­ქმა, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მა­არ­სე­ბე­ლი და მისი პრე­ზი­დენ­ტი იყო, აია-სო­ფია მუ­ზე­უ­მად გა­და­ა­კე­თა. თუმ­ცა, თურ­ქე­თის კონ­სერ­ვა­ტუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში ყო­ველ­თვის იყო ის, რომ ტაძ­რის­თვის მე­ჩე­თის სტა­ტუ­სი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. ასე იყო მა­ნამ­დეც და მე­რეც. ათა­თურ­ქის დროს, ტაძ­რის ნა­წილ­ში გა­იხ­სნა მე­ჩე­თი მუს­ლი­მი მლოც­ვე­ლე­ბის­თვის, შემ­დგომ­ში მი­ნა­რე­თე­ბი­დან ხდე­ბო­და მომ­ლოც­ველ­თა მოხმო­ბა.

- აია-სო­ფია ორ რე­ლი­გი­ურ სამ­ყა­როს შო­რის შე­რი­გე­ბი­სა და მშვი­დო­ბის სიმ­ბო­ლოდ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი...

- ამ ტა­ძარს რამ­დე­ნი­მე სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და: ზო­გის­თვის მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი იყო, ნა­წი­ლის­თვის - ოს­მა­ლე­თის ბი­ზან­ტი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო, ბევ­რის­თვის, თურ­ქე­თის სე­კუ­ლა­რიზ­მის სიმ­ბო­ლო. ანუ ბევ­რნა­ი­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია ჰქონ­და, ყვე­ლას­თვის სა­თა­ვი­სო.

- რას შეც­ვლის მისი მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბა მსოფ­ლი­ო­ში?

- აქ პო­ლი­ტი­კა და ტუ­რიზ­მი უნდა გავ­მიჯ­ნოთ, თუ ბიზ­ნე­სის კუ­თხით შევ­ხე­დავთ, მუ­ზე­უმს, ცხა­დია, ბევ­რად მეტი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ჰყავ­და, ვიდ­რე მე­ჩეთს ეყო­ლე­ბა. ამი­ტომ, თურ­ქეთ­ში სურთ მო­ა­წყონ სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­რი­დო­რი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, სა­დაც ხა­ლი­ჩა არ იქ­ნე­ბა და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ტა­ძარ­ში შე­ვი­დეს. ასე­ვე, ბი­ლე­თე­ბი აღარ იქ­ნე­ბა, აქამ­დე 100 ლირა ღირ­და შეს­ვლა.

ამას­თან, მუს­ლი­მუ­რი ლოც­ვის დროს, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი და­ფა­რუ­ლი უნდა იყოს და შე­სა­ბა­მი­სად, სურთ, ფრეს­კე­ბის ნა­წილს ფარ­და ჩა­მო­ა­ფა­რონ, ან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა გა­ა­კე­თონ, რათა ლოც­ვის დროს ისი­ნი აღარ გა­მოჩ­ნდეს.

პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­საც ვერ ავუვ­ლით გვერდს და მოკ­ლედ ვი­ტყვი: ამით თურ­ქეთ­მა და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს აჩ­ვე­ნა, რომ ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა და სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბას თა­ვად გან­სა­ზღვრავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტა­ძა­რი იუ­ნეს­კოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია და მხო­ლოდ თურ­ქეთს კი არა, მთელ მსოფ­ლი­ოს ეკუთ­ვნის, ერ­დო­ღა­ნი მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ბობს, რომ შე­უძ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის აზრი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს" - ამ­ბობს ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აია-სო­ფი­ას ბი­ზან­ტი­უ­რი მო­ზა­ი­კა

თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ნატა აფა­ქი­ძე AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­წყო­ბა­ზე უამ­ბობს.

- წლე­ბია თურ­ქეთ­ში ვცხოვ­რობ და ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ, ჩემს თურქ კო­ლე­გებ­თან ერ­თად. ასე­თი დაბ­ნე­უ­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თურ­ქე­ბი არას­დროს მი­ნა­ხავს. მათი თქმით, ერ­დო­ღა­ნის და მის მიერ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, მათი ღირ­სე­ბა შე­ლა­ხა. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამის შემ­დეგ, თურ­ქე­თი სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო აღარ არის და ძა­ლი­ან მალე, ქვე­ყა­ნა ამას ინა­ნებს, რად­გან ბევ­რი რა­მის გამო ერ­დო­ღა­ნის ხუშ­ტუ­რი ძვი­რად და­უჯ­დე­ბათ...

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­ა­ხა­რა. მათი თქმით. თურ­ქმა ერმა ძვე­ლი დი­დე­ბა და­იბ­რუ­ნა. აქ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან იზღუ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბის ხმა მკა­ფი­ოდ არ ის­მის...

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
WWW
24

ერდოღანს რუსები მაგას არ გაუტარებენ ...

hm
13

რაც ერდოხანმა აია სოფია მეჩეტად გადააკეტა 3 დრეში რიზეში საშინელი წყალდიდობა დაიწყო ყველაფერი წყალს მიაქსვ დაგუგლეტ, მაგის სამშობლოა რიზე

 

ავტორი:

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარ-მუზეუმს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. თუმცა, მედიის ცნობით, დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება მოზაიკებისა და ფრესკების ფარდებით დაფარვა მუსლიმური მსახურების დროს.

თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში, მუზეუმად ქცეულ ტაძარში, რომელსაც ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა, დამთვალიერებლების შეშვების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებული ინფორმაციით, ტურისტებისთვის სპეციალური დერეფნები მოეწყობა, რათა მათ ლოცვის დროს ფეხი არ დაადგან მლოცველების ხალიჩებს.

ასოცირებული პროფესორი, თურქოლოგი ზურაბ ბატიაშვილი AMBEBI.GE-სთან ტაძრის ისტორიაზე და მისი სტატუსის შეცვლის მნიშვნელობაზე საუბრობს:

- ტაძარი მე-6-საუკუნეში, 537 წელს აშენდა და მრავალი საუკუნის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ტაძარი იყო... რა შემიძლია ვთქვა მასზე? დედამიწაზე საკრალური ადგილები თუ არსებობს, ალბათ ერთ-ერთი აია-სოფიაა. იქ, ადგილზე ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს და სულ სხვა გრძნობები იღვიძებს. მზის სხივებიც კი არ შემოდის, ჯერ სანთელივით იღვენთება შიგნით, შემდეგ კი, მდინარეებად იქცევა და ავსებს ტაძარს. ამით კიდევ უფრო იდუმალი ხდება იქაურობა.

ხშირად მიფიქრია, რომ აია-სოფია ცოცხალია და საუკუნეების განმავლობაში სულ გვესაუბრება მოკვდავებს. ოღონდ ყველას ინდივიდუალურად მოგვიდგება ხოლმე - გააჩნია რაზე გსურს მასთან საუბარი. ჰოდა, რეალურად, აია-სოფია დღესაც ცოცხალია და ისევ ყველას გვესაუბრება.

ტაძარი თავისი უზარმაზარი გუმბათით, შთამბეჭდავი ინტერიერით, უნიკალური ელინისტური სვეტებითა და ბიზანტიური მოზაიკური ფრესკებით, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავდა.

უფრო დეტალურ ისტორიულ წიაღსვლებს თუ გავაკეთებთ, ვიდრე მუსლიმანური სარწმუნოება წარმოიქმნებოდა, იქამდე ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე პირველი იყო და სწორედ მისი განკარგულებით აშენდა აია-სოფია. მას შემდეგ, რაც ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებლურ რწმენებად გაიყო, 1054 წლიდან ის მსოფლიო საპატრიარქოს და მართლმადიდებლური მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია და მთავარი ტაძარი გახდა.

1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, კათოლიკურ ეკლესიად იქცა... 1453 წლის 29 მაისს კი, როდესაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, სულთან მეჰმედ II-ის დავალებით, ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა და ასე დარჩა მე-20 საუკუნემდე.

- ვიდრე ათათურქი გამოჩნდებოდა, არა?

- დიახ, პროგრესულად მოაზროვნე ქემალ ათათურქმა და მისმა გუნდმა ყველაფერი შეცვალეს თურქეთში... სხვათა შორის, არსებობს 1931 წელს გადაღებული უნიკალური ფოტო, სადაც ასახულია აია-სოფიაში ამერიკელი მეცნიერების მიერ დაწყებული სამუშაობის შედეგად გამოჩენილი უძვირფასესი ქრისტიანული მოზაიკები.

ათათურქმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი იყო, აია-სოფია მუზეუმად გადააკეთა. თუმცა, თურქეთის კონსერვატული ძალების ინტერესებში ყოველთვის იყო ის, რომ ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსი დაებრუნებინათ. ასე იყო მანამდეც და მერეც. ათათურქის დროს, ტაძრის ნაწილში გაიხსნა მეჩეთი მუსლიმი მლოცველებისთვის, შემდგომში მინარეთებიდან ხდებოდა მომლოცველთა მოხმობა.

- აია-სოფია ორ რელიგიურ სამყაროს შორის შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოდ იყო აღიარებული...

- ამ ტაძარს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ზოგისთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ნაწილისთვის - ოსმალეთის ბიზანტიაზე გამარჯვების სიმბოლო, ბევრისთვის, თურქეთის სეკულარიზმის სიმბოლო. ანუ ბევრნაირი ინტერპრეტაცია ჰქონდა, ყველასთვის სათავისო.

- რას შეცვლის მისი მეჩეთად გადაკეთება მსოფლიოში?

- აქ პოლიტიკა და ტურიზმი უნდა გავმიჯნოთ, თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, მუზეუმს, ცხადია, ბევრად მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა, ვიდრე მეჩეთს ეყოლება. ამიტომ, თურქეთში სურთ მოაწყონ სპეციალური კორიდორი ტურისტებისთვის, სადაც ხალიჩა არ იქნება და დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ტაძარში შევიდეს. ასევე, ბილეთები აღარ იქნება, აქამდე 100 ლირა ღირდა შესვლა.

ამასთან, მუსლიმური ლოცვის დროს, გამოსახულებები დაფარული უნდა იყოს და შესაბამისად, სურთ, ფრესკების ნაწილს ფარდა ჩამოაფარონ, ან სპეციალური განათება გააკეთონ, რათა ლოცვის დროს ისინი აღარ გამოჩნდეს.

პოლიტიკურ მხარესაც ვერ ავუვლით გვერდს და მოკლედ ვიტყვი: ამით თურქეთმა დანარჩენ სამყაროს აჩვენა, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საგარეო მიმართულებას თავად განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და მხოლოდ თურქეთს კი არა, მთელ მსოფლიოს ეკუთვნის, ერდოღანი მაინც ჯიუტად ამბობს, რომ შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი არ გაითვალისწინოს" - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

აია-სოფიას ბიზანტიური მოზაიკა

თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნატა აფაქიძე AMBEBI.GE-ს ადგილობრივების განწყობაზე უამბობს.

- წლებია თურქეთში ვცხოვრობ და ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობ, ჩემს თურქ კოლეგებთან ერთად. ასეთი დაბნეული და გაღიზიანებული თურქები არასდროს მინახავს. მათი თქმით, ერდოღანის და მის მიერ დაქვემდებარებული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, მათი ღირსება შელახა. მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ, თურქეთი სეკულარული სახელმწიფო აღარ არის და ძალიან მალე, ქვეყანა ამას ინანებს, რადგან ბევრი რამის გამო ერდოღანის ხუშტური ძვირად დაუჯდებათ...

ამ გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ ერდოღანის კონსერვატიული მხარდამჭერები გაახარა. მათი თქმით. თურქმა ერმა ძველი დიდება დაიბრუნა. აქ სიტყვის თავისუფლება თანდათან იზღუდება და შესაბამისად, მოწინააღმდეგების ხმა მკაფიოდ არ ისმის...

Facebook Messenger რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს - მილიონობით ადამიანი შეტყობინებების გაგზავნას ვერ ახერხებს

Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg-ი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს