პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია კახეთში - სეტყვამ და წვიმამ ფერმერებს მოსავალი გაუნადგურა
სტიქია კახეთში - სეტყვამ და წვიმამ ფერმერებს მოსავალი გაუნადგურა

სტი­ქი­ამ კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში პობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ძლი­ერ­მა წვი­მამ და სე­ტყვამ ყვა­რე­ლი, თე­ლა­ვი და რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და­ა­ზა­რა­ლა. და­სე­ტყვი­ლია ვე­ნა­ხე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

წაქ­ცე­უ­ლია ხე­ე­ბი, რის გა­მოც, თე­ლა­ვი­დან ყვარ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

კა­ხე­თის მხა­რის რწმუ­ნე­ბუ­ლის ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით 112 სახ­ლი და­ზი­ან­და, ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თობ­ზე არ­სე­ბულ­მა ვე­ნახ­მა და სა­სოფ­ლო - სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებ­მა.

მხა­რის რწმუ­ნე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­საც სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბი და­ზღვე­უ­ლი ჰქონ­და, ანა­ზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღებს, ვი­საც და­ზღვე­უ­ლი არ ჰქონ­და თა­ვად მო­უ­წევს პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა.

„გუ­შინ გვი­ან ღა­მით კა­ხეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით თე­ლა­ვის, ყვა­რე­ლის, ნა­წი­ლობ­რივ გურ­ჯა­ა­ნი­სა და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ძლი­ე­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ იმუ­შა­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით, 130 სა­რა­კე­ტო გას­რო­ლა მოხ­და სე­ტყვის ღრუბ­ლის დაშ­ლის მიზ­ნით, მაგ­რამ იმის გამო, რომ ამას თან ერ­თვო­და ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი, ეფექ­ტი არ იყო 100%-იანი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000 ჰექ­ტა­რი სა­ვე­ნა­ხე და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. ამ ეტა­პის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 3030 ჰექ­ტა­რი ეს არის თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თით­ქმის ყვე­ლა სო­ფე­ლი და 600 ჰექ­ტა­რი და­ახ­ლო­ე­ბით, ყვა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა სოფ­ლე­ბი, სა­დაც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი იქნა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ძლი­ერ­მა ქა­რიშ­ხალ­მა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ძი­რი­თა­დად გა­მო­იწ­ვია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ფერ­ხდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ქა­რიშ­ხლის მიერ სა­დე­ნე­ბის გა­წყვე­ტით. დღეს დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით ყვე­ლა სო­ფელ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა აღ­დგა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც და­ზა­რალ­და, მე ვგუ­ლის­ხმობ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, და­ახ­ლო­ე­ბით, 112 ასე­თი სახ­ლი იყო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აზო­მი­ლია და რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს ეს დად­გე­ნი­ლია. ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 სახ­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­თა აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და აღ­რი­ცხვა გა­კეთ­დე­ბა და ყვე­ლა ამ სახ­ლს, ყვე­ლა ამ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თზე მოხ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, გა­და­ხურ­ვა იქ­ნე­ბა აღ­დგე­ნი­ლი, იმის მი­ხედ­ვით, სად რო­გო­რი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ბო­ლო­ოდ გვე­ცო­დი­ნე­ბა, მივ­მარ­თავთ ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შე­სა­ბა­მი­სი და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ე­ყოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებს, აქ სა­ხელ­მწი­ფო ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან ეფექ­ტურ სა­და­ზღვეო პო­ლი­ტი­კას და ის მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი, ვი­საც ჰქონ­და თა­ვი­სი ფარ­თე­ბი და­ზღვე­უ­ლი, ყვე­ლა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე იქ­ნე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ცე­მუ­ლი. ვი­საც არ ჰქონ­და და­ზღვე­უ­ლი ვე­ნა­ხე­ბი, მათ თა­ვი­ან­თი რის­კის გა­წე­ვა მო­უ­წევთ,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად ერთი მა­მა­კა­ცი და­შავ­და. ძლი­ერ­მა ქარ­მა სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­და­ხა­და, რა დრო­საც ნამ­ტვრე­ვე­ბი ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივს მოხ­ვდა და ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი ბექა მესტვი­რიშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, ვინც ძლი­ერ­მა სტი­ქი­ამ და­ა­ზა­რა­ლა. ის "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის ფო­ტო­ებს და წერს, რომ სე­ტყვამ ვე­ნა­ხი და ატა­მი 100%-ით, თხი­ლი კი 50%-ით გა­ა­ნად­გუ­რა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
142

ისევ ქათმებს რომ ცურვა ასწავლონ არა?

81
1

ზნედაცემულო გიო, ამგვარ უბედურებაზე შენი ცინიკური დამოკიდებულება აჩვენებს რომ ერთუჯრედიანი ხარ და არც არაფერი გეშველება. იმ გაუბედურებულ ხალხს კი უფალი არ გაწირავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

სტიქია კახეთში - სეტყვამ და წვიმამ ფერმერებს მოსავალი გაუნადგურა

სტიქია კახეთში - სეტყვამ და წვიმამ ფერმერებს მოსავალი გაუნადგურა

სტიქიამ კახეთის რეგიონში პობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარელი, თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

წაქცეულია ხეები, რის გამოც, თელავიდან ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

კახეთის მხარის რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად, დაახლოებით 112 სახლი დაზიანდა, ზარალი განიცადა, დაახლოებით, 4000 ჰექტარი მიწის ფართობზე არსებულმა ვენახმა და სასოფლო - სამეურნეო სავარგულებმა.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ვისაც სამეურნეო მიწები დაზღვეული ჰქონდა, ანაზღაურებას მიიღებს, ვისაც დაზღვეული არ ჰქონდა თავად მოუწევს პრობლემასთან გამკლავება.

„გუშინ გვიან ღამით კახეთში, განსაკუთრებით თელავის, ყვარელის, ნაწილობრივ გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ძლიერი სტიქიური მოვლენები განვითარდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა. დაახლოებით, 130 სარაკეტო გასროლა მოხდა სეტყვის ღრუბლის დაშლის მიზნით, მაგრამ იმის გამო, რომ ამას თან ერთვოდა ძლიერი ქარიშხალი, ეფექტი არ იყო 100%-იანი, რამაც გამოიწვია, დაახლოებით, 4000 ჰექტარი სავენახე და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანება. ამ ეტაპისთვის, დაახლოებით, 3030 ჰექტარი ეს არის თელავის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი და 600 ჰექტარი დაახლოებით, ყვარელის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლები, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იქნა დაზიანებული. ძლიერმა ქარიშხალმა თელავის მუნიციპალიტეტში ძირითადად გამოიწვია საცხოვრებელი სახლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება. ძალიან ბევრი მიმართულებით შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც გამოწვეული იყო ქარიშხლის მიერ სადენების გაწყვეტით. დღეს დილის მდგომარეობით ყველა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაზარალდა, მე ვგულისხმობ საცხოვრებელ სახლებს, დაახლოებით, 112 ასეთი სახლი იყო იდენტიფიცირებული, აზომილია და რა საჭიროება აქვს ეს დადგენილია. ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, 50 სახლია დარჩენილი, რომელთა აზომვითი სამუშაოები და აღრიცხვა გაკეთდება და ყველა ამ სახლს, ყველა ამ საცხოვრებელ ფართზე მოხდება დახმარება, გადახურვა იქნება აღდგენილი, იმის მიხედვით, სად როგორი საჭიროება იქნება. ჩვენ როდესაც ეს ინფორმაცია საბოლოოდ გვეცოდინება, მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შესაბამისი დამატებითი დაფინანსება გამოეყოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, აქ სახელმწიფო ახორციელებს ძალიან ეფექტურ სადაზღვეო პოლიტიკას და ის მევენახეები, ვისაც ჰქონდა თავისი ფართები დაზღვეული, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მათზე იქნება ანაზღაურება გაცემული. ვისაც არ ჰქონდა დაზღვეული ვენახები, მათ თავიანთი რისკის გაწევა მოუწევთ,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, რა დროსაც ნამტვრევები ერთ-ერთ ადგილობრივს მოხვდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ფერმერი ბექა მესტვირიშვილი ერთ-ერთია, ვინც ძლიერმა სტიქიამ დააზარალა. ის "ფეისბუქზე" ავრცელებს განადგურებული მეურნეობის ფოტოებს და წერს, რომ სეტყვამ ვენახი და ატამი 100%-ით, თხილი კი 50%-ით გაანადგურა.

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - "მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა"

ფონიჭალაში ავარიის შედეგად გარდაცვლილები 24 წლის ქალი და მისი 4 წლის ვაჟი არიან

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ფონიჭალაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"