მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში
ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

ზუგ­დიდ­ში ვლა­ქერ­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა. ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო საღ­მრთო ლი­ტურ­გია ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ, სი­ნო­დის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

ვლა­ქერ­ნო­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას და მსვლე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და­ეს­წრნენ.

"დღეს ვლა­ქერ­ნო­ბაა. დღე­სას­წა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზუგ­დიდ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი და­დი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლი­დან გა­მო­აბ­რძა­ნეს, რო­მე­ლიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იქ­ნე­ბა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ღვთის­მშობ­ლის კვარ­თთან ერ­თად მომ­ლოც­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ წმინ­და დიდ­მო­წა­მე მა­რი­ნეს მკლავ­თან, წმინ­და მო­წა­მე კვი­რი­კეს ხე­ლის მტე­ვან­თან, წმინ­და გი­ორ­გი­სა და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლის ძვლის ნა­წი­ლებ­თან მო­ი­ლო­ცონ. დღე­სას­წა­ულს მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ეს­წრე­ბი­ან,“ - ნათ­ქვა­მია სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი, ძი­რი­თა­დად, ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბო­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის ორი ვერ­სია არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლის თა­ნახ­მად, ის მე-8 სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს; მე­ო­რეს მი­ხედ­ვით კი - მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში, კონ­ტან­ტი­ნე­პო­ლის თურ­ქთა­გან და­პყრო­ბის (1453 წ.) შემ­დეგ.

კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში, სა­დაც ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლის სა­მო­სე­ლი, თავ­სა­ბუ­რი და სარ­ტყე­ლის ნა­წი­ლი ინა­ხე­ბო­და, X სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ან­დრია სა­ლოს­მა ღა­მის­თე­ვა­ზე ზე­ცი­უ­რი შუ­ქით გა­ცის­კროვ­ნე­ბუ­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი­სა და წმი­და­თა და­სის თან­ხლე­ბით იხი­ლა. მას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი კრძალ­ვით მო­აბ­რძა­ნებ­დნენ.

ყოვ­ლად­წ­მი­დამ მუხ­ლი მო­ი­ყა­რა და ცრემლთაღ­ვრით უფალს საქ­რის­ტი­ა­ნოს დიდ­ხანს ავედ­რებ­და. შემ­დეგ ტრა­პეზ­თან მი­ვი­და და იქ გა­ნაგ­რძო ლოც­ვა. ბო­ლოს კი თავ­სა­ბუ­რი მო­იხ­სნა და ტა­ძარ­ში შე­მოკ­რე­ბილ მლოც­ვე­ლებს გა­და­ა­ფა­რა. უბი­წო ქალ­წუ­ლი ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბით ბრწყი­ნავ­და, თავ­სა­ბუ­რი კი მის ხელ­ში მზე­ზე უბრწყინ­ვა­ლე­სად ელ­ვა­რებ­და.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
42

სად არის ლენინი

იონა
40

ხალხს არაფერი არ ეტყობა არც ღვთისმშობლის კვართისა და არც მაცხოვრის კვართისა და საერთოდ ვინ დაგაბრალათ ქართველებს ქრისტიანობა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას და მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.

"დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ. დღესასწაულს მომლოცველები მთელი საქართველოდან ესწრებიან,“ - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა