სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცხეთაში "ნახალოვკიდან" ჩასული პირების გარდა, რამდენიმე მანქანით "საბურთალოელებიც" ჩავიდნენ" - რას ყვება ვახო ახვლედიანის მეზობელი
"მცხეთაში "ნახალოვკიდან" ჩასული პირების გარდა, რამდენიმე მანქანით "საბურთალოელებიც" ჩავიდნენ" - რას ყვება ვახო ახვლედიანის მეზობელი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახო ახვლე­დი­ა­ნის მე­ზობ­ლის, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი შალ­ვა აბ­რა­მიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ „ნა­ხა­ლოვ­კი­დან“ ჩა­სუ­ლი პი­რე­ბის გარ­და, სხვა პი­რე­ბიც იმ­ყო­ფებ­დო­ნენ. კერ­ძოდ კი, „სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბიც“, რომ­ლებ­მაც ჩხუ­ბის შემ­დეგ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე წა­მო­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი, მე-18 ტო­მი­დან და შალ­ვა აბ­რა­მიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, არაგ­ვის ხიდ­თან და­მა­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად „ტო­ი­ო­ტას“, „ჰი­უნ­და­ი­სა“ და ლექ­სუ­სის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ერთ-ერ­თში, კერ­ძოდ კი, „ჰი­უნ­და­ის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მელ­საც ირაკ­ლი დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და, თა­ვად შალ­ვა აბ­რა­მიშ­ვი­ლი იჯდა, სწო­რედ მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და დი­ჯეი კოკო ღიბ­რა­ძე. აბ­რა­მიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით­ვე ირ­კვე­ვა, რომ დი­ჯეი აღელ­ვე­ბუ­ლი იყო, აზრს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად ვერ გად­მოს­ცემ­და და ამ­ბობ­და, რომ მცხე­თა­ში ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და და იქი­დან მისი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ წა­მო­საყ­ვა­ნი.

„ჩემი ეზოს მცხოვ­რებ­ლე­ბი­დან მე მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ირაკ­ლი დაფ­ქვი­აშ­ვილ­თან, გური დუ­ლა­რი­ძეს­თან, გი­ორ­გი ციც­ვი­ძეს­თან და სოსო თუ­შიშ­ვილ­თან. გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი­სა, მე ვიც­ნობ და სა­ლა­მის დო­ნე­ზე მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­სტან­ტი­ნე, იგი­ვე კოკო ღიბ­რა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ჩემს ზე­მოთ ცხოვ­რობს, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­თან, რო­მე­ლიც არის ჩემი ეზოს მცხოვ­რე­ბი, გუგა მა­ჭა­ვა­რი­ანს, საბა ჩხარ­ტიშ­ვილს და საბა გოგშე­ლი­ძეს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ჩემი ეზოს მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ასე­ვე ვიც­ნობ კახა სან­დო­ძეს, რო­მე­ლიც ჩემი ეზოს მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, მას მფლო­ბე­ლო­ბა­ში ჰყავს „ტო­ი­ო­ტას“ მარ­კის „პრი­უ­სის“ მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ტაქ­სა­ობს. 2020 წლის 18-19 ივ­ნი­სის ღა­მის სა­ა­თებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სახ­ლში, ვმუ­შა­ობ­დი პრო­ექ­ტზე, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 01:00 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც და­ვი­ღა­ლე და სახ­ლი­დან გა­რეთ, ეზო­ში ჩას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ეზო­ში ჩას­ვლი­სას მე ად­გილ­ზე დამ­ხვდა ირაკ­ლი დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იჯდა მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ „ჰი­უნ­და­ის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში. ჩემს და­ნახ­ვა­ზე ირაკ­ლიმ მი­თხრა, რომ დავ­მჯდა­რი­ყა­ვი ავ­ტო­მო­ბილ­ში. მე მი­ვე­დი და ჩავ­ჯე­ქი ავ­ტო­მო­ბილ­ში, წინა სა­ვარ­ძელ­ზე, მძღო­ლის, ირაკ­ლის გვერ­დით. ამ დროს ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩემს უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე დაჯ­და ჩემი მე­ზო­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე, ირაკ­ლის უკან კი კი­დევ ერთი ჩვე­ნი უბ­ნე­ლი ბიჭი გუგა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. ირაკ­ლიმ მა­შინ­ვე დაძ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი, მოძ­რა­ო­ბი­სას კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძემ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, იგი ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყო და აზრს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად ვერ გად­მოს­ცემ­და. ამ­ბობ­და, რომ მცხე­თა­ში მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­საყ­ვა­ნი. მისი თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 ადა­მი­ა­ნი იყო ჩა­მო­საყ­ვა­ნი.

კონ­სტან­ტი­ნემ თქვა, „ვახო და ბი­ჭე­ბი“. ვა­ხო­ში მან იგუ­ლის­ხმა ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი, რო­მელ­საც მეც და ირაკ­ლიც ვცნობ­დით. მოძ­რა­ო­ბი­სას მე ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით ჩემს ნო­მერ­ზე და­მი­კავ­შირ­და ჩემი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ციც­ვი­ძე, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ გა­ი­გო ბავ­შვე­ბის წა­მოყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე და მკი­თხა, თვი­თო­ნაც ხომ არ წა­მო­სუ­ლი­ყო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ ავ­ტო­მო­ბილ­ში 4 ადა­მი­ა­ნი ვი­ჯე­ქით, კონ­სტან­ტი­ნეს გად­მო­ცე­მით კი მცხე­თი­დან კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი იყო წა­მო­საყ­ვა­ნი, მე ლო­გი­კუ­რად ჩავ­თვა­ლე და ვუ­თხა­რი მას, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ წა­მო­ვი­დო­და. გი­ორ­გი დამ­თან­ხმდა მე, ოღონდ შე­მი­თან­ხმდა, რომ საწ­ვა­ვი არ ჰქონ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სად­მე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე გა­დავკვე­თი­ლი­ყა­ვით, ვი­ნა­ი­დან ფუ­ლიც არ ჰქონ­და. აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში ჩვენ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე, გი­ორ­გი ციც­ვი­ძე იყო სა­კუ­თა­რი „ლექ­სუ­სის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით, მას თან ახ­ლდა ასე­ვე ჩვე­ნი უბ­ნე­ლი სოსო თუ­შიშ­ვი­ლი. ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლად ირაკ­ლი დაფ­ქვი­აშ­ვილ­მა, მი­ვე­ცით გი­ორ­გი ციც­ვი­ძეს ფული, რათა ჩა­ეს­ხა საწ­ვა­ვი, რის შემ­დე­გაც და­ვი­ძა­რით მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე ჩვენ­თან იდე­ა­ში იმის გამო წა­მო­ვი­და, რომ ჩვენ­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ბავ­შვე­ბი უნდა წა­მოგ­ვე­ყა­ნა. ჩვენ კონ­სტან­ტი­ნეს მი­თი­თე­ბით მი­ვე­დით მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე არაგ­ვის მდი­ნა­რე­ზე არ­სე­ბულ ხიდ­თან, გა­და­ვეკ­ვე­თეთ ხიდი, ხი­დის ბო­ლო­ში მარ­ჯვე­ნა მხრი­დან ამო­დი­ო­და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზა, ასე­ვე შე­ვამ­ჩნიე მცი­რე ზო­მის შე­ნო­ბა, ად­გილ­ზე მე და­ვი­ნა­ხე ჩვე­ნი უბ­ნე­ლის, კახა სან­დო­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლი, „ტო­ი­ო­ტას“ მარ­კის „პრი­უ­სის“ მო­დე­ლი, სა­ხელ­მწი­ფო ნო­მე­რი არ მახ­სოვს“, - წერს აბ­რა­მიშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში.

რო­გორც გა­მო­კი­თხვი­სას აბ­რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, არაგ­ვის ხიდ­თან მყო­ფი სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან არ­ცერ­თი პირი არ გად­მო­სუ­ლა და ერ­თმა­ნეთ­თან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე-წა­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მოწ­მის ჩვე­ნე­ბით­ვე, ისი­ნი არაგ­ვის ხი­დის ქვეშ არ ჩა­სუ­ლან. ამას­თან, აბ­რა­მიშ­ვი­ლი აღიშ­ნავს, რომ უბან­ში დაბ­რუ­ლე­ბულ­მა და­ი­ნა­ხა, რომ გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წას­ვლა ურ­ჩია.

„ჩვენ და გი­ორ­გი ციც­ვი­ძე თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მი­ვე­დით ად­გილ­ზე. ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ვა­ჩე­რეთ კა­ხას ავ­ტო­მო­ბილ­თან, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან არა­ვინ გად­მო­სუ­ლა, მხო­ლოდ ფან­ჯრის მეშ­ვე­ო­ბით გვქონ­და რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია. კა­ხამ გვი­თხრა, რომ ბავ­შვე­ბი უკვე აიყ­ვა­ნა, მის ავ­ტო­მო­ბილ­ში ამ მო­მენ­ტის­თვის სა­ჭეს­თან იჯდა კახა სან­დო­ძე. წინა გვერ­დი­თა სა­ვარ­ძელ­ზე ეჯდა გური დუ­ლა­რი­ძე, უანა სა­ვარ­ძელ­ზე კი­დევ ორი პირი შე­იმ­ჩნე­ო­და, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მო­ვახ­დი­ნე. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი ზუს­ტად არ მახ­სოვს, თუმ­ცა, ზო­გა­დად ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ იქი­დან არა­ვინ აღარ იყო წა­მო­საყ­ვა­ნი, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, ამი­ტო­მაც და­ვი­ძა­რით სა­მი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი და წა­მო­ვე­დით ად­გი­ლი­დი­ან.

ჩვენ ავ­ტო­მო­ბი­ლი თბი­ლი­სის­კენ მო­ვატ­რი­ა­ლეთ ნა­ტახ­ტრის გა­და­სახ­ვევ­თან. მოძ­რა­ო­ბი­სას კოკო ღიბ­რა­ძემ თქვა, რომ კი­დევ იყო რამ­დე­ნი­მე ბიჭი მცხე­თი­დან წა­მო­საყ­ვა­ნი, თუმ­ცა, ვერ გა­იხ­სე­ნა მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი. არც მათი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მე ვთხო­ვე ირაკ­ლი დაფ­ქვი­აშ­ვილს ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჩე­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით მცხე­თის ასახ­ვევ­თან შევ­ჩერ­დით, არაგ­ვის ხი­დამ­დე არ­სე­ბულ ასახ­ვევ­თან, ახ­ლოს და­სახ­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, მე დავ­რე­კე გი­ორ­გი ციც­ვი­ძეს­თან ტე­ლე­ფონ­ზე და ვკი­თხე, სად იმ­ყო­ფე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან კახა სან­დო­ძის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და, მინ­დო­და მის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი მე­ნა­ხა და გავ­სა­უბ­რე­ბო­დი მათ, თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გი­ორ­გი ციც­ვი­ძემ მი­თხრა, რომ ისი­ნი უკვე გაგ­ვცდნენ ჩვენ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ უკან ჩა­მოვ­რჩით და­ნარ­ჩე­ნებს, ჩვენ ჩავ­ჯე­ქით ავ­ტო­მო­ბილ­ში და წა­მო­ვე­დით ჩვენს უბან­ში.

ეზო­ში შეს­ვლი­სას ად­გილ­ზე დაგ­ვხვდა ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და გი­ორ­გი ციც­ვი­ძე, ჩვენ ბო­ლოს მი­ვე­დით ეზო­ში, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს სა­ხე­ზე აშ­კა­რა და­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეტყო­ბო­და, რა­ზეც მე მას ვურ­ჩიე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წას­ვლა, ვი­ნა­ი­დან ჩემი შე­ფა­სე­ბით, მისი სა­ხე­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და. მე დარ­ნარ­ჩენ ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­კი­თხე, რა­ზე­დაც პა­სუ­ხად მი­ვი­ღე, რომ ისი­ნიც ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში, ამის შემ­დეგ მე დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა აღარ და­მი­წყია, აქვე დავ­ძენ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა მი­თხრა ეს პა­სუ­ხი, მე არ მახ­სოვს. მე რამ­დე­ნი­მე წამი გავ­ჩერ­დი და წა­ვე­დი სახ­ლში.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ვი­გე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. მე, 2020 წლის 19 ივ­ნი­სის გამ­თე­ნი­ის სა­ა­თე­ბის შემ­დეგ ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­თან, კოკო ღიბ­რა­ძეს­თან, გუგა მა­ჭა­ვა­რი­ან­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ მქო­ნია.

კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ 2020 წლის 19 ივ­ნისს, მე, ირაკ­ლი დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი, კოკო ღიბ­რა­ძე და გუგა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ჩვე­ნი ეზო­დან გა­ვე­დით და­ახ­ლო­ე­ბით 01:00 სა­ა­თი­დან 01:30 სა­ა­თის შუ­ა­ლედ­ში, მცხე­თა­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი ეზო­ში დავ­ბრუნ­დით და­ახ­ლო­ე­ბით 02:00-02:30 სა­ა­თის შუ­ა­ლე­დი იქ­ნე­ბო­და. კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ 2020 წლის 19 ივ­ნისს ღა­მის სა­ა­თებ­ში მცხე­თა­ში ყოფ­ნი­სას მე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე არა­ვინ შე­მი­ნიშ­ნავს გზა­ზე. ასე­ვე არა­ვინ და­მი­ნა­ხავს იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ჩვენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით შევ­ჩერ­დით. კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მცხე­თა­ში ჩას­ვლი­სას ხი­დის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩვენ გავ­ჩერ­დით, ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არ გად­მო­სუ­ლა, მი­თუ­მე­ტეს არ ჩავ­სულ­ვართ ხი­დის ქვეშ, ვერ ვი­ტყვი იყო თუ არა იქ ვინ­მე, არ ვიცი. კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, მცხე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას ეზო­ში რო­დე­საც ვი­ყა­ვით, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ანს და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს ეც­ვათ პე­რან­გე­ბი, სხვა დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს. ასე­ვე არ ვიცი, სად წა­ი­ღეს ის ტან­საც­მე­ლი. მე რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, რამ­დე­ნი­მე წამი გავ­ჩერ­დი ეზო­ში და წა­ვე­დი სახ­ლში. კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე არ მქო­ნია ბავ­შვებ­თან ჩხუ­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, არ ვიცი, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რის გამო და­ი­წყო ჩხუ­ბი, ასე­ვე არ გა­მი­გია მათ­გან, თუ ვინ იყო ჩხუ­ბის მე­ო­რე მხა­რე. მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ვი­გე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რომ ჩხუ­ბის მე­ო­რე მხა­რე “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი” იყ­ვნენ. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი“, - აცხა­დებს აბ­რა­მიშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
16

ყველანი ციხეში! დანაშაულის შესახებ გაიგეს და პოლიციას არ შეატყობინეს! თვითონ რას დარბოდნენ, პოლიციაში უნდა განეცხადებიათ სასწრაფოდ!

ლუკა
1

მეგობრების წამოსაყვანად მიდიოდნენ და ოთხნი ჩასხდნენ მანქანაში? სადაა ლოგიკა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მცხეთაში "ნახალოვკიდან" ჩასული პირების გარდა, რამდენიმე მანქანით "საბურთალოელებიც" ჩავიდნენ" - რას ყვება ვახო ახვლედიანის მეზობელი

"მცხეთაში "ნახალოვკიდან" ჩასული პირების გარდა, რამდენიმე მანქანით "საბურთალოელებიც" ჩავიდნენ" - რას ყვება ვახო ახვლედიანის მეზობელი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის მეზობლის, მოწმის სახით გამოკითხული შალვა აბრამიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ „ნახალოვკიდან“ ჩასული პირების გარდა, სხვა პირებიც იმყოფებდონენ. კერძოდ კი, „საბურთალოელებიც“, რომლებმაც ჩხუბის შემდეგ ტერიტორიიდან ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე წამოიყვანეს.

როგორც საქმეში არსებული ახალი, მე-18 ტომიდან და შალვა აბრამიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, არაგვის ხიდთან დამალული ახალგაზრდების წამოსაყვანად „ტოიოტას“, „ჰიუნდაისა“ და ლექსუსის“ მარკის ავტომობილები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთში, კერძოდ კი, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილში, რომელსაც ირაკლი დაფქვიაშვილი მართავდა, თავად შალვა აბრამიშვილი იჯდა, სწორედ მათთან ერთად იმყოფებოდა დიჯეი კოკო ღიბრაძე. აბრამიშვილის ჩვენებითვე ირკვევა, რომ დიჯეი აღელვებული იყო, აზრს ჩამოყალიბებულად ვერ გადმოსცემდა და ამბობდა, რომ მცხეთაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და იქიდან მისი მეგობრები იყვნენ წამოსაყვანი.

„ჩემი ეზოს მცხოვრებლებიდან მე მეგობრული ურთიერთობა მაქვს ირაკლი დაფქვიაშვილთან, გური დულარიძესთან, გიორგი ციცვიძესთან და სოსო თუშიშვილთან. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მე ვიცნობ და სალამის დონეზე მაქვს ურთიერთობა კონსტანტინე, იგივე კოკო ღიბრაძესთან, რომელიც ჩემს ზემოთ ცხოვრობს, ვახტანგ ახვლედიანთან, რომელიც არის ჩემი ეზოს მცხოვრები, გუგა მაჭავარიანს, საბა ჩხარტიშვილს და საბა გოგშელიძეს, რომლებიც ასევე ჩემი ეზოს მცხოვრებლები არიან. ასევე ვიცნობ კახა სანდოძეს, რომელიც ჩემი ეზოს მაცხოვრებელია, მას მფლობელობაში ჰყავს „ტოიოტას“ მარკის „პრიუსის“ მოდელის ავტომობილი, რომლითაც ტაქსაობს. 2020 წლის 18-19 ივნისის ღამის საათებში ვიმყოფებოდი სახლში, ვმუშაობდი პროექტზე, დაახლოებით ღამის 01:00 საათი იქნებოდა, როდესაც დავიღალე და სახლიდან გარეთ, ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე. ეზოში ჩასვლისას მე ადგილზე დამხვდა ირაკლი დაფქვიაშვილი, რომელიც იჯდა მის მფლობელობაში არსებულ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილში. ჩემს დანახვაზე ირაკლიმ მითხრა, რომ დავმჯდარიყავი ავტომობილში. მე მივედი და ჩავჯექი ავტომობილში, წინა სავარძელზე, მძღოლის, ირაკლის გვერდით. ამ დროს ავტომობილში ჩემს უკანა სავარძელზე დაჯდა ჩემი მეზობელი კონსტანტინე ღიბრაძე, ირაკლის უკან კი კიდევ ერთი ჩვენი უბნელი ბიჭი გუგა მაჭავარიანი. ირაკლიმ მაშინვე დაძრა ავტომობილი, მოძრაობისას კონსტანტინე ღიბრაძემ დაიწყო საუბარი, იგი ანერვიულებული იყო და აზრს ჩამოყალიბებულად ვერ გადმოსცემდა. ამბობდა, რომ მცხეთაში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და მეგობრები იყვნენ ჩამოსაყვანი. მისი თქმით, დაახლოებით 4-5 ადამიანი იყო ჩამოსაყვანი.

კონსტანტინემ თქვა, „ვახო და ბიჭები“. ვახოში მან იგულისხმა ვახტანგ ახვლედიანი, რომელსაც მეც და ირაკლიც ვცნობდით. მოძრაობისას მე ტელეფონის მეშვეობით ჩემს ნომერზე დამიკავშირდა ჩემი მეგობარი გიორგი ციცვიძე, რომელმაც მითხრა, რომ გაიგო ბავშვების წამოყვანის თაობაზე და მკითხა, თვითონაც ხომ არ წამოსულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ავტომობილში 4 ადამიანი ვიჯექით, კონსტანტინეს გადმოცემით კი მცხეთიდან კიდევ 5 ადამიანი იყო წამოსაყვანი, მე ლოგიკურად ჩავთვალე და ვუთხარი მას, რომ კარგი იქნებოდა, თუ წამოვიდოდა. გიორგი დამთანხმდა მე, ოღონდ შემითანხმდა, რომ საწვავი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო სადმე ბენზინგასამართ სადგურზე გადავკვეთილიყავით, ვინაიდან ფულიც არ ჰქონდა. აღმაშენებლის ხეივანში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, გიორგი ციცვიძე იყო საკუთარი „ლექსუსის“ მარკის ავტომობილით, მას თან ახლდა ასევე ჩვენი უბნელი სოსო თუშიშვილი. ბენზინგასამართ სადგურზე ჩვენ კონკრეტულად ირაკლი დაფქვიაშვილმა, მივეცით გიორგი ციცვიძეს ფული, რათა ჩაესხა საწვავი, რის შემდეგაც დავიძარით მცხეთის მიმართულებით. კონსტანტინე ღიბრაძე ჩვენთან იდეაში იმის გამო წამოვიდა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა ადგილი, საიდანაც ბავშვები უნდა წამოგვეყანა. ჩვენ კონსტანტინეს მითითებით მივედით მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე არაგვის მდინარეზე არსებულ ხიდთან, გადავეკვეთეთ ხიდი, ხიდის ბოლოში მარჯვენა მხრიდან ამოდიოდა მეორეხარისხოვანი გზა, ასევე შევამჩნიე მცირე ზომის შენობა, ადგილზე მე დავინახე ჩვენი უბნელის, კახა სანდოძის ავტომობილი, „ტოიოტას“ მარკის „პრიუსის“ მოდელი, სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს“, - წერს აბრამიშვილი ჩვენებაში.

როგორც გამოკითხვისას აბრამიშვილი აცხადებს, არაგვის ხიდთან მყოფი სამი ავტომობილიდან არცერთი პირი არ გადმოსულა და ერთმანეთთან მხოლოდ რამდენიმე-წამიანი ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმის ჩვენებითვე, ისინი არაგვის ხიდის ქვეშ არ ჩასულან. ამასთან, აბრამიშვილი აღიშნავს, რომ უბანში დაბრულებულმა დაინახა, რომ გიორგი ქათამაძეს სახეზე დაზიანებები ჰქონდა და მას საავადმყოფოში წასვლა ურჩია.

„ჩვენ და გიორგი ციცვიძე თითქმის ერთდროულად მივედით ადგილზე. ორივე ავტომობილი გავაჩერეთ კახას ავტომობილთან, ავტომობილებიდან არავინ გადმოსულა, მხოლოდ ფანჯრის მეშვეობით გვქონდა რამდენიმეწამიანი კომუნიკაცია. კახამ გვითხრა, რომ ბავშვები უკვე აიყვანა, მის ავტომობილში ამ მომენტისთვის საჭესთან იჯდა კახა სანდოძე. წინა გვერდითა სავარძელზე ეჯდა გური დულარიძე, უანა სავარძელზე კიდევ ორი პირი შეიმჩნეოდა, თუმცა იმ მომენტში მათი იდენტიფიცირება ვერ მოვახდინე. საუბრის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, ზოგადად ისეთი სიტუაცია იყო, რომ იქიდან არავინ აღარ იყო წამოსაყვანი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ამიტომაც დავიძარით სამივე ავტომობილი და წამოვედით ადგილიდიან.

ჩვენ ავტომობილი თბილისისკენ მოვატრიალეთ ნატახტრის გადასახვევთან. მოძრაობისას კოკო ღიბრაძემ თქვა, რომ კიდევ იყო რამდენიმე ბიჭი მცხეთიდან წამოსაყვანი, თუმცა, ვერ გაიხსენა მათი სახელები და გვარები. არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა. გამომდინარე აქედან, მე ვთხოვე ირაკლი დაფქვიაშვილს ავტომობილის შეჩერება. დაახლოებით მცხეთის ასახვევთან შევჩერდით, არაგვის ხიდამდე არსებულ ასახვევთან, ახლოს დასახლება შეინიშნებოდა, შეჩერების შემდეგ რამდენადაც მახსოვს, მე დავრეკე გიორგი ციცვიძესთან ტელეფონზე და ვკითხე, სად იმყოფებოდა, ვინაიდან კახა სანდოძის საკონტაქტო ინფორმაცია არ მქონდა, მინდოდა მის ავტომობილში მყოფი ბავშვები მენახა და გავსაუბრებოდი მათ, თუმცა სატელეფონო საუბრისას გიორგი ციცვიძემ მითხრა, რომ ისინი უკვე გაგვცდნენ ჩვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკან ჩამოვრჩით დანარჩენებს, ჩვენ ჩავჯექით ავტომობილში და წამოვედით ჩვენს უბანში.

ეზოში შესვლისას ადგილზე დაგვხვდა ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და გიორგი ციცვიძე, ჩვენ ბოლოს მივედით ეზოში, გიორგი ქათამაძეს სახეზე აშკარა დაზიანებელი ეტყობოდა, რაზეც მე მას ვურჩიე საავადმყოფოში წასვლა, ვინაიდან ჩემი შეფასებით, მისი სახეზე არსებული დაზიანებები სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. მე დარნარჩენ ბავშვებთან დაკავშირებით ვიკითხე, რაზედაც პასუხად მივიღე, რომ ისინიც ჩამოვიდნენ თბილისში, ამის შემდეგ მე დეტალების გარკვევა აღარ დამიწყია, აქვე დავძენ, რომ კონკრეტულად რომელმა მითხრა ეს პასუხი, მე არ მახსოვს. მე რამდენიმე წამი გავჩერდი და წავედი სახლში.

რამდენიმე დღეში გავიგე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ. მე, 2020 წლის 19 ივნისის გამთენიის საათების შემდეგ ვახტანგ ახვლედიანთან, კოკო ღიბრაძესთან, გუგა მაჭავარიანთან კომუნიკაცია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს, მე, ირაკლი დაფქვიაშვილი, კოკო ღიბრაძე და გუგა მაჭავარიანი ჩვენი ეზოდან გავედით დაახლოებით 01:00 საათიდან 01:30 საათის შუალედში, მცხეთაში ჩასვლის შემდეგ კი ეზოში დავბრუნდით დაახლოებით 02:00-02:30 საათის შუალედი იქნებოდა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს ღამის საათებში მცხეთაში ყოფნისას მე ფეხით მოსიარულე არავინ შემინიშნავს გზაზე. ასევე არავინ დამინახავს იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ავტომობილებით შევჩერდით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მცხეთაში ჩასვლისას ხიდის გადაკვეთის შემდეგ, როდესაც ჩვენ გავჩერდით, ავტომობილიდან არცერთი ჩვენგანი არ გადმოსულა, მითუმეტეს არ ჩავსულვართ ხიდის ქვეშ, ვერ ვიტყვი იყო თუ არა იქ ვინმე, არ ვიცი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ რამდენადაც მახსოვს, მცხეთიდან დაბრუნებისას ეზოში როდესაც ვიყავით, ვახტანგ ახვლედიანს და გიორგი ქათამაძეს ეცვათ პერანგები, სხვა დეტალები არ მახსოვს. ასევე არ ვიცი, სად წაიღეს ის ტანსაცმელი. მე როგორც ზემოთ აღვნიშნე, რამდენიმე წამი გავჩერდი ეზოში და წავედი სახლში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ მქონია ბავშვებთან ჩხუბის დეტალებზე საუბარი, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, ასევე არ გამიგია მათგან, თუ ვინ იყო ჩხუბის მეორე მხარე. მხოლოდ ტელევიზიიდან გავიგე მოგვიანებით, რომ ჩხუბის მეორე მხარე “ნახალოვკელები” იყვნენ. სხვა დეტალები არ ვიცი“, - აცხადებს აბრამიშვილი ჩვენებაში.

"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?