მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."
ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი მე­გობ­რის, ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გოგო, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი მოს­წონ­და.

გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" აქ­ვეყ­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ლუკა გო­გა­ვამ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­გან გა­ი­გო, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან „ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე“. მი­სი­ვე თქმით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობ­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებ­ზე.

"ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან... ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად და ერ­თმა­ნე­თის ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ვი­ცო­დით. მე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და ახლო მე­გობ­რო­ბი­სა, ასე­ვე ერთი უბ­ნე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. ჩვენს უბან­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და ცეკ­ვა­ვენ „ქვინ დენს სტუ­დი­ო­ში“.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 2018 წლის შემ­დეგ მე­გობ­რობ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­თან, ისი­ნი ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე ერ­თად. 2020 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა მე და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძეს გვი­თხრა, რომ მოს­წონ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და მას­თან აყა­ლი­ბებ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე­ვე გვი­თხრა, რომ მო­წო­ნე­ბა ორ­მხრი­ვი იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­საც მოს­წონ­და იგი. მოკ­ლედ, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ვი­ნა­ი­დან იგი ჩვენ­თან ერ­თად არ იყო იმ დროს, რო­დე­საც გი­ორ­გიმ მე და ოლეგს გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ.

2020 წლის მა­ი­სის ბო­ლოს­კენ, ზუს­ტი რი­ცხვი არ მახ­სოვს, მე ვი­ყა­ვი სახ­ლში, რა დრო­საც ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. ჩვენ ეზო­ში ვმოძ­რა­ობ­დით და თან ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გი­ორ­გიმ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი და მი­თხრა, „ვერ და­ი­ჯე­რებ რა მოხ­და“, რის შემ­დე­გაც მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა მოხ­და და და­ვუს­ვი მას კი­თხვა, რა­ზე­დაც გი­ორ­გიმ მი­პა­სუ­ხა „მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა მომ­წე­რა, აღარ მომ­წონ­ხა­რო“, თან ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის ტე­ლე­ფონ­ში გახ­სნა თა­ვი­სი „ფე­ის­ბუ­ქი“ და მაჩ­ვე­ნა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა: „მგო­ნი აღარ მომ­წონ­ხარ“, გი­ორ­გის პა­სუ­ხის ფორ­მუ­ლი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მე ზუს­ტად არ მახ­სოვს, თუმ­ცა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მა­რი­ა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და შემ­დეგ­ში მისი ნახ­ვა უნ­დო­და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად.

მე, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძემ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ის დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ვსა­უბ­რობ­დით, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო იმის მი­ზე­ზი, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გის და­შორ­და. 2020 წლის ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც მე გი­ორ­გის­გან გა­ვი­გე, რომ იგი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ვინ­მე ანი გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც გა­ვი­გე, ასე­ვე „ქვინ დენს სტუ­დი­ოს“ მო­ცეკ­ვა­ვე იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის სა­მე­გობ­რო წრი­დან იყო, ოღონდ ეს დე­ტა­ლი ზუს­ტად არ ვიცი. ზო­გა­დად, გი­ორ­გის სა­უბ­რი­დან შე­მექ­ნა ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა.

გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვნა­ხე, იგი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო და ემ­ზა­დე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლად. ზო­გა­დად, გი­ორ­გი ასეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან პე­დან­ტუ­რი იყო, ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლა­დაც რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე და­ი­წყო მზა­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წი­ნას­წარ ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ში, ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში და ა.შ. 18 ივ­ნისს, შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა ოლე­გის მა­მის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან და მთხო­ვა, მის­თვის მე­თხო­ვე­ბი­ნა ჩემი ჩან­თა. მე სა­კუთ­რე­ბა­ში მქონ­და მცი­რე ზო­მის, მუქი ლურ­ჯი ფე­რის, წელ­ზე შე­მო­სახ­ვე­ვი ჩან­თა, ე.წ. „ბარ­სეტ­კა“, რო­მე­ლიც მთხო­ვა გი­ორ­გიმ...

2020 წლის 19 ივ­ნისს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, ალ­ბათ, 11-12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რა დრო­საც მე „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის­გან, რო­მელ­შიც ეწე­რა „ბიჭო, შა­ქა­რა და­ი­კარ­გა, გუ­შინ ღა­მის მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა“. შე­ტყო­ბი­ნე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ მე და­ვუ­რე­კე ოლეგს და ვე­სა­უბ­რე დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად. სა­უბ­რის დროს ოლე­გიმ მი­თხრა, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, რო­მელ­შიც გი­ორ­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა, მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, იგი გი­ორ­გის ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­ზე­დაც მე და­ვუ­კავ­შირ­დი გი­ორ­გის ნა­თე­სავს, მი­ხე­ილ ონაშ­ვილს, ლავ­რენ­ტი ჯა­ლა­ღო­ნი­ას და ჩემს მე­გო­ბარს ალე­კო ნავ­რო­ზაშ­ვილს. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ და წა­ვე­დით მცხე­თა­ში.

ად­გილ­ზე იყ­ვნენ გი­ორ­გის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში იყო. მე ბო­ბო­ხი­ძის­გან გა­ვი­გე, რომ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის­კენ, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მი­წე­რა მას, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, ის და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ, გვი­ან ლის­ზე მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც მან­ქა­ნა მო­ვი­და, უმი­ზე­ზოდ და­უ­წყეს ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებ­მა გუ­რა­მი ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი გა­იქ­ცა...

გი­ორ­გის ძებ­ნის პრო­ცეს­ში მე კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან. ვე­კი­თხე­ბო­დი და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზე­დაც იგი მიყ­ვე­ბო­და შემ­დეგ ის­ტო­რი­ას: და­ბა­დე­ბის დღე­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მი­ვიდ­ნენ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის შემ­დეგ. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს იქ მყო­ფე­ბი უკვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, სი­ტუ­ა­ცია და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ ხალ­ხს შო­რის და­ძა­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნა­დაც მე გა­ვი­გე, ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე, მე­ო­რე მი­ზე­ზად კი ასა­ხე­ლებ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებს.

და­ძა­ბუ­ლო­ბა მალე გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა და­ჩაგ­რეს "ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი", რის შემ­დე­გაც "ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი" ად­გი­ლი­დან წა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გა­და­წყვი­ტეს ლის­ზე წას­ვლა და და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის იქ გაგ­რძე­ლე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მყო­ფებ­მა ჩა­ის­ვეს გო­გო­ე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს ლის­ზე, დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გზა­ზე გას­ვლა და სხვა ტრან­სპორ­ტით ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეს თბი­ლის­ში.

გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, 5-6 ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობ­და გზა­ზე ფე­ხით. გად­მოკ­ვე­თეს არაგვზე არ­სე­ბუ­ლი ხიდი, რა დრო­საც მათ წა­მო­ე­წი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­და­ნაც გად­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა და და­უ­წყეს მათ ცემა, რა­ზეც გუ­რა­მი და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი სხვებ­თან ერ­თად გა­იქ­ცნენ ად­გი­ლი­დან, შემ­დეგ კი მობ­რუნ­დნენ უკან, მი­ვიდ­ნენ იქ მყოფ პირ­თან, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მათ­თან ერ­თად მოძ­რა­ობ­და და ნა­ცე­მი იყო. ამ დროს, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ვი­და, შე­ჩერ­და მათ წინ, იქი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და გა­ე­მარ­თნენ მათ­კენ, რა დრო­საც გუ­რა­მი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ისევ გა­იქ­ცნენ ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, ის ხი­დის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და სირ­ბი­ლის დროს, იგი კი უკან მიყ­ვე­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს. ხი­დის ბო­ლო­ში გზას­თან არ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის შე­ნო­ბა და­ი­ნა­ხა და იმის უკან გა­და­წყვი­ტა და­მა­ლუ­ლი­ყო. შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი, ბოლო მო­მენ­ტში, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, ხი­დის ქვეშ ჩა­მა­ვალ ვიწ­რო გზა­ზე ჩარ­ბო­და. გუ­რა­მი მდევ­რებ­მა მა­ლე­ვე იპო­ვეს, ჰკი­თხეს, თუ სად წა­ვიდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­ზეც გუ­რამ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ იცო­და, შემ­დეგ კი, ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და წა­მო­იყ­ვა­ნეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, იმ ეპი­ზოდ­ში შე­ე­შინ­და, რომ არ ეცე­მათ და ამი­ტომ ჩაჯ­და ავ­ტო­მო­ბილ­ში.

22 ივ­ნისს, პო­ლი­ცი­ამ გი­ორ­გის გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნა მდი­ნა­რე არაგ­ვში, რაც მე სა­ეჭ­ვოდ მეჩ­ვე­ნა, ვი­ნა­ი­დან გი­ორ­გიმ ცურ­ვა არ იცო­და და ზო­გა­დად, ერი­დე­ბო­და წყალს, მდი­ნა­რეს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი მდი­ნა­რე­ში არ ჩა­ვი­დო­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მას­თან ერ­თად მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და კარ­გად ვიც­ნობ.

მე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რის გამო და­შორ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გი შაქ­რაშ­ვილს, არ ვიცი სხვა ვინ­მეს­თან აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე არ ვიცი, სხვა პირს უყ­ვარს თუ არა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივ­ნი­სის ღა­მეს მცხე­თა­ში.

არ ვიცი ვინ და­პა­ტი­ჟა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. მგო­ნია, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი­დან ერთ-ერ­თმა, უფრო ლიზი ნა­დი­რა­ძე მგო­ნია. მგო­ნი ასე მო­ვის­მი­ნე ვი­ღა­ცის­გან, ოღონდ, სად და რო­დის, არ ვიცი. გი­ორ­გის­გან მე მხო­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ანი გა­ბე­ჩა­ვა იყო მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის და­ქა­ლი და მათი მხრი­დან მი­დი­ო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე.

კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მან 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ყი­და მისი კუთ­ვნი­ლი „სამ­სუნ­გის“ ფირ­მის „გა­ლაქ­სი ეს 8“, ვი­ნა­ი­დან მისი გად­მო­ცე­მით ტე­ლე­ფონს დიდ დროს უთ­მობ­და და მის გა­რე­შე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობ­და თავს“, - ნათ­ქვა­მია შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გობ­რის ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jjj
1

ეჰ გოგოებო თქვენც ბევრს აშავებთ, რატომ გევასებათ ე.წ ბლატნოი, მოკაჩავე, ნარკომანი ძველი ბიჭები?

ვიკა
1

არა თუ ასე კითხეს დანარჩენები სად წავიდნენო ვერ ჩაყვნენ საითაც შაქარა გაიქცა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."

ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.

გოგავას ჩვენებას "ინტერპრესნიუსი" აქვეყნებს. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ლუკა გოგავამ გური ამირხანაშვილისგან გაიგო, რომ დაბადების დღეზე სიტუაცია დაძაბული იყო, რადგან „ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე“. მისივე თქმით, ამირხანაშვილი ასევე საუბრობდა დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებზე.

"ჩემი უახლოესი მეგობრები არიან გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ განსვენებული გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკოლის პერიოდიდან... ბევრ დროს ვატარებდით ერთად და ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცოდით. მე, გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი გარდა ახლო მეგობრობისა, ასევე ერთი უბნელებიც ვიყავით. ჩვენს უბანში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელი, რომლებიც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოცეკვავეები არიან და ცეკვავენ „ქვინ დენს სტუდიოში“.

გიორგი შაქარაშვილი 2018 წლის შემდეგ მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან, ისინი ხშირად დადიოდნენ ხოლმე ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში, ზუსტი დრო არ მახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა მე და ოლეგ ბობოხიძეს გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას. ასევე გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ, ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მარიამ ხატისკაცისა და გიორგი შაქარაშვილის ურთიერთობის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა მოგვიანებით გაიგო, რამდენადაც მე ვიცი, ვინაიდან იგი ჩვენთან ერთად არ იყო იმ დროს, როდესაც გიორგიმ მე და ოლეგს გვითხრა ამის შესახებ.

2020 წლის მაისის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მე ვიყავი სახლში, რა დროსაც ჩემთან მოვიდნენ გიორგი შაქარაშვილი და ოლეგ ბობოხიძე. ჩვენ ეზოში ვმოძრაობდით და თან ვსაუბრობდით, როგორც ყოველთვის. გიორგიმ დაიწყო საუბარი და მითხრა, „ვერ დაიჯერებ რა მოხდა“, რის შემდეგაც მე დავინტერესდი, თუ რა მოხდა და დავუსვი მას კითხვა, რაზედაც გიორგიმ მიპასუხა „მარიამ ხატისკაცმა მომწერა, აღარ მომწონხარო“, თან ოლეგ ბობოხიძის ტელეფონში გახსნა თავისი „ფეისბუქი“ და მაჩვენა მარიამ ხატისკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება. რამდენადაც მახსოვს, შეტყობინებაში ეწერა: „მგონი აღარ მომწონხარ“, გიორგის პასუხის ფორმულირება აღნიშნულ შეტყობინებაზე მე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, შინაარსობრივად იგი გაოცებას გამოხატავდა მარიამის შეტყობინებაზე და შემდეგში მისი ნახვა უნდოდა სიტუაციაში გასარკვევად.

მე, ოლეგ ბობოხიძემ და გიორგი შაქარაშვილმა ის დღე ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მარიამ ხატისკაცი გიორგის დაშორდა. 2020 წლის ივნისის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც მე გიორგისგან გავიგე, რომ იგი და გურამ ამირხანაშვილი დაპატიჟებულები იყვნენ ვინმე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე, რომელიც რამდენადაც გავიგე, ასევე „ქვინ დენს სტუდიოს“ მოცეკვავე იყო და მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის სამეგობრო წრიდან იყო, ოღონდ ეს დეტალი ზუსტად არ ვიცი. ზოგადად, გიორგის საუბრიდან შემექნა ასეთი წარმოდგენა.

გიორგი დაბადების დღემდე რამდენიმეჯერ ვნახე, იგი გახარებული იყო და ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად. ზოგადად, გიორგი ასეთ საკითხებთან მიმართებაში ძალიან პედანტური იყო, ამ დაბადების დღეზე წასასვლელადაც რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო მზადება, რაც გამოიხატებოდა წინასწარ ტანსაცმლის შერჩევაში, ტრანსპორტის ხარჯების შეგროვებაში და ა.შ. 18 ივნისს, შუადღის საათებში, გიორგიმ დამირეკა ოლეგის მამის ტელეფონის ნომრიდან და მთხოვა, მისთვის მეთხოვებინა ჩემი ჩანთა. მე საკუთრებაში მქონდა მცირე ზომის, მუქი ლურჯი ფერის, წელზე შემოსახვევი ჩანთა, ე.წ. „ბარსეტკა“, რომელიც მთხოვა გიორგიმ...

2020 წლის 19 ივნისს, დილის საათებში, ზუსტი დრო არ მახსოვს, ალბათ, 11-12 საათი იქნებოდა, რა დროსაც მე „ფეისბუქზე“ მომივიდა შეტყობინება ჩემი მეგობარი ოლეგ ბობოხიძისგან, რომელშიც ეწერა „ბიჭო, შაქარა დაიკარგა, გუშინ ღამის მერე არ გამოჩენილა“. შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მე დავურეკე ოლეგს და ვესაუბრე დეტალებში გასარკვევად. საუბრის დროს ოლეგიმ მითხრა, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, რომელშიც გიორგის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი განმარტებით, იგი გიორგის ნათესავებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, რაზედაც მე დავუკავშირდი გიორგის ნათესავს, მიხეილ ონაშვილს, ლავრენტი ჯალაღონიას და ჩემს მეგობარს ალეკო ნავროზაშვილს. ჩვენ შევიკრიბეთ და წავედით მცხეთაში.

ადგილზე იყვნენ გიორგის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ჩვენი მეგობარი ოლეგ ბობოხიძე. გურამ ამირხანაშვილი ამ დროისთვის პოლიციის შენობაში იყო. მე ბობოხიძისგან გავიგე, რომ ღამით, დაახლოებით, 2 საათისკენ, გურამ ამირხანაშვილმა მიწერა მას, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, ის და გიორგი შაქარაშვილი არაფერ შუაში იყვნენ, გვიან ლისზე მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა მოვიდა, უმიზეზოდ დაუწყეს ჩხუბი, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომობილის მგზავრებმა გურამი ჩაისვეს ავტომობილში, გიორგი შაქარაშვილი კი გაიქცა...

გიორგის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან. ვეკითხებოდი დაბადების დღეზე მომხდარი ფაქტების შესახებ, რაზედაც იგი მიყვებოდა შემდეგ ისტორიას: დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი მივიდნენ დაგვიანებით, დაახლოებით 10 საათის შემდეგ. ადგილზე მისულებს იქ მყოფები უკვე ნასვამ მდგომარეობაში დახვდათ. მისივე გადმოცემით, სიტუაცია დაბადების დღეზე მყოფ ხალხს შორის დაძაბული იყო, რამდენადაც მე გავიგე, ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე, მეორე მიზეზად კი ასახელებდა, დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებს.

დაძაბულობა მალე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც საბურთალოელებმა დაჩაგრეს "ნახალოვკელები", რის შემდეგაც "ნახალოვკელები" ადგილიდან წავიდნენ. ადგილზე დარჩენილებმა კი გადაწყვიტეს ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის იქ გაგრძელება. ავტომობილებით მყოფებმა ჩაისვეს გოგოები და წაიყვანეს ლისზე, დარჩენილებმა კი გზაზე გასვლა და სხვა ტრანსპორტით ჩამოსვლა გადაწყვიტეს თბილისში.

გურამის გადმოცემით, 5-6 ადამიანი მოძრაობდა გზაზე ფეხით. გადმოკვეთეს არაგვზე არსებული ხიდი, რა დროსაც მათ წამოეწიათ ავტომობილი, რომლიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და დაუწყეს მათ ცემა, რაზეც გურამი და გიორგი შაქარაშვილი სხვებთან ერთად გაიქცნენ ადგილიდან, შემდეგ კი მობრუნდნენ უკან, მივიდნენ იქ მყოფ პირთან, რომელიც მანამდე მათთან ერთად მოძრაობდა და ნაცემი იყო. ამ დროს, მეორე ავტომობილი მოვიდა, შეჩერდა მათ წინ, იქიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გაემართნენ მათკენ, რა დროსაც გურამი, გიორგი შაქარაშვილი და მათი თანმხლები პირები ისევ გაიქცნენ ხიდის მიმართულებით.

გურამის გადმოცემით, ის ხიდის მეორე მხარეს გადავიდა სირბილის დროს, იგი კი უკან მიყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ხიდის ბოლოში გზასთან არსებული მცირე ზომის შენობა დაინახა და იმის უკან გადაწყვიტა დამალულიყო. შაქარაშვილი კი, ბოლო მომენტში, როდესაც დაინახა, ხიდის ქვეშ ჩამავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა. გურამი მდევრებმა მალევე იპოვეს, ჰკითხეს, თუ სად წავიდნენ დანარჩენები, რაზეც გურამმა უპასუხა, რომ არ იცოდა, შემდეგ კი, ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მისივე გადმოცემით, იმ ეპიზოდში შეეშინდა, რომ არ ეცემათ და ამიტომ ჩაჯდა ავტომობილში.

22 ივნისს, პოლიციამ გიორგის გვამი აღმოაჩინა მდინარე არაგვში, რაც მე საეჭვოდ მეჩვენა, ვინაიდან გიორგიმ ცურვა არ იცოდა და ზოგადად, ერიდებოდა წყალს, მდინარეს. მე დარწმუნებული ვარ, იგი მდინარეში არ ჩავიდოდა. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ.

მე წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქრაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში.

არ ვიცი ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი. მგონია, რომ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელიდან ერთ-ერთმა, უფრო ლიზი ნადირაძე მგონია. მგონი ასე მოვისმინე ვიღაცისგან, ოღონდ, სად და როდის, არ ვიცი. გიორგისგან მე მხოლოდ ვიცოდი, რომ ანი გაბეჩავა იყო მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის დაქალი და მათი მხრიდან მიდიოდა დაბადების დღეზე.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მან 2020 წლის გაზაფხულზე გაყიდა მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის „გალაქსი ეს 8“, ვინაიდან მისი გადმოცემით ტელეფონს დიდ დროს უთმობდა და მის გარეშე უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს“, - ნათქვამია შაქარაშვილის მეგობრის ლუკა გოგავას ჩვენებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს პატიმრობა შეუფარდეს -  გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?

"სასურველია მეუფე ნიკოლოზმა გადაამოწმოს ინფორმაცია" - რას აცხადებს მეუფის განცხადებაზე გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმა?