Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა
ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი 15 ივ­ლისს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს უფა­სოდ მას­პინ­ძლობს. დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი, თა­ვი­სი მას­შტა­ბით, მცე­ნა­რე­თა უნი­კა­ლუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კო­ლექ­ცი­ით, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­მეც­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­თა და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბით, სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში, არა­მედ მთელ რე­გი­ონ­ში.

ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფე­ის­ბუქ პოს­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"დღე­ვან­დე­ლი პარ­კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭა­ო­ბად ქცე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია იყო. მის გარ­და­საქ­მნე­ლად შეს­რულ­და მას­შტა­ბუ­რი, ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 60 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღი, ად­გი­ლობ­რი­ვი და მსოფ­ლიო ეგ­ზო­ტი­კუ­რი ფლო­რის ათა­სო­ბით სა­ხე­ო­ბას აერ­თი­ა­ნებს. შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში, 18 ჰექ­ტარ­ზე გა­შენ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან გად­მორ­გუ­ლი 29 უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბის 200-ზე მეტი გი­გან­ტუ­რი ხე.

42 ჰექ­ტარ­ზე კი, მსოფ­ლი­ოს ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტი­დან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­ხე­ო­ბის ათა­სო­ბით ხე-მცე­ნა­რეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მცე­ნა­რე­თა უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ას­თან ერ­თად, პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის 58 სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლი ბი­ნად­რობს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა წი­თელ ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი.

დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ას­წლო­ვან მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თად გა­შე­ნე­ბუ­ლია ბამ­ბუ­კე­ბის კო­რო­მი. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა ეგ­ზო­ტი­კუ­რი ფრინ­ვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ტბა.

"შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ რე­გი­ო­ნის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­დევ ერთი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტია. ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის პარ­კი, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის პარ­კი, მუ­სი­კო­სე­ბის პარ­კი, ბლექ სი არე­ნა, სას­ტუმ­რო პა­რაგ­რა­ფი და ახლა უკვე დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მთელ ქვე­ყა­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამ რე­გი­ონს, უფრო მე­ტად მიმ­ზიდ­ველს ხდის", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rezi
342

მიდი ნაცებო თქვე საცოდავებო რამე ცუდი იპოვნეთ

ell
305

ნაც ბანდა სადარის ეხლა. აი ფეხები უნდა შემოემტვრათ და ენები ვინც მანდ შევა. წლები გაკიოდა რუსთავი 2 ბიძინას ეზო, ბიძინას ეზო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა და დამთვალიერებელს უფასოდ მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფეისბუქ პოსტშია აღნიშნული.

"დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე.

42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.

"შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია. ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი - ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ამ რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის", - ნათქვამია ინფორმაციაში

"სხვანაირად არ იძინებენ. ტირიან, როცა ვჩერდები" - რა ვიდეო გამოაქვეყნა ნინო სურგულაძემ "ინსტაგრამზე"?

"თეონა, სად არის შენი ქმარი?" - თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ ცისკარიძის მორიგი პროვოკაცია და უჩვეულო "ჩემო ციცინათელა"

"მეორედ მოსვლა" - ძლიერი სეტყვა და ქარი კოჯორში (ფოტოები)