სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა
ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი (EMC) აფა­სებს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის, ვ. პ.-ს სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, რო­მელ­საც არა­ე­ფექ­ტურს უწო­დებს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას დრო­უ­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სთხოვს.

შემ­თხვე­ვა 2019 წელს მოხ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე ვ. პ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით 2019 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. 2019 წლის 19 თე­ბერ­ვალს ის მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღო და რა­ტომ­ღაც გო­ნე­ბა და­კარ­გა. დი­ლით სხე­ულ­ზე და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ვ.პ-ს მე­გო­ბა­რი იხ­სე­ნებს, რომ ოთახ­ში შე­სუ­ლებს ვ. პ. შიშ­ველ და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ, ვ.ქ. (სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დე) ტან­საც­მელს იც­ვამ­და და და­ა­დას­ტუ­რა ვ.პ.-თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი. მომ­ხდა­რი სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და და ვ. პ-მ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა) და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და ვ.პ.-ს და მისი მე­გობ­რე­ბის გა­მო­კი­თხვა, რო­მელ­თაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ვ. ქ.-მ არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ამ­ყა­რა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ვ. პ.-სთან. და­ი­ნიშ­ნა სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის ქი­მი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა და დე­ტა­ლუ­რად აღი­წე­რა ვ. პ-თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ამა­ვე დროს, ვი­ნა­ი­დან ვ. ქ.-ს და­კა­ვე­ბა სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვამ­დე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, შსს-მ უზ­რუნ­ველ­ყო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა და ვ. ქ.-ს აეკ­რძა­ლა ვ. პ.-თან მი­ახ­ლო­ე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით კო­მუ­ნი­კა­ცია.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ უზ­რუნ­ველ­ყო ვ. პ.-ს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მის ად­ვო­კა­ტებს არ მი­ე­ცათ საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა:

"EMC-იმ ვ.პ.-ს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის მო­თხოვ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რას რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა. გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა გვი­თი­თებ­და, რომ საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი იყო ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შემ­დგომ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვ. პ.-ს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც ცნო­ბი­ლი გახ­და ქი­მი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გი (თუმ­ცა, ვ.პ.-ს და მის ად­ვო­კა­ტებს ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი არ გაგ­ვა­ცეს), ვ. პ.-ს კვლავ არ მი­ე­ნი­ჭა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი.

უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლად კი მი­ე­თი­თა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა ვ. პ.-ს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტი. პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლი EMC-ის სა­ჩი­ვა­რი არც ზემ­დგო­მი პრო­კუ­რო­რის და არც სა­სა­მარ­თლოს მიერ დაკ­მა­ყო­ფილ­და. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, კვლავ მი­ე­თი­თა ზე­და­პი­რუ­ლი გან­მარ­ტე­ბა, რომ საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ ჰქმნი­და რე­ა­ლურ სუ­რათს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ ჰქმნი­და და­სა­ბუ­თე­ბულ ვა­რა­უდს და­ზა­რა­ლე­ბულ­თან მი­მარ­თე­ბით.

ამ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც სა­სა­მარ­თლო მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში არ ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ გა­რე­მო­ე­ბებს, რის გა­მოც შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნეს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კერ­ძოდ, არ უთი­თე­ბენ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბი იქნა დად­გე­ნი­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო კვლვე­ბით, რა გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, რა­ტომ არ ჰქმნის ექ­სპე­ტი­ზის შე­დე­გი და­სა­ბუ­თე­ბულ ვა­რა­უდს და რა კავ­შირ­შია თი­თო­ე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე უარი თქმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან.

ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სა­სა­მარ­თლომ უარი თქვეს ვ.პ-ს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე, უარი გვეთ­ქვა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა­ზეც და ამ დრომ­დე ჩვენ­თვის უც­ნო­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბი, მათ შო­რის უც­ნო­ბია კონ­კრე­ტუ­ლად რა და­ად­გი­ნა ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს ისიც, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში დე­ტა­ლუ­რად არ ასა­ბუ­თე­ბენ და უშუ­ა­ლოდ არ უთი­თე­ბენ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გებ­ზე, რის გა­მოც და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი ფაქ­ტობ­რი­ვად ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში რჩე­ბა" - ვკი­თხუ­ლობთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვ.პ.-ს სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ცხა­დი გა­ხა­და ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც სქე­სობ­რივ და­ნა­შა­ულ­თან გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს ახ­ლავს თან და იწ­ვევს მსხვერ­პლის მე­ო­რე­ულ ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ას.

"რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, ვ. პ.-მ 2019 წლის 20 თე­ბერ­ვალს, დი­ლით აღ­მო­ა­ჩი­ნა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი და შექ­მნი­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხო­ლოდ სა­ღა­მოს შეძ­ლო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მის­ვლა. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე ვ. პ.-ს სამი მა­მა­კა­ცი გა­მომ­ძი­ებ­ლის თან­დას­წრე­ბით მო­უ­წია ესა­უბ­რა მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დგომ კი, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სხვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და და ვ.პ. სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში არ აღ­მოჩ­ნდა მდედ­რო­ბი­თი სქე­სის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და არც ცალ­კე ოთა­ხი, სა­დაც მსხვერ­პლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას შეძ­ლებ­და. ვ.პ-მ მა­მა­კა­ცი გა­მომ­ძი­ებ­ლის თან­დას­წრე­ბით, სა­ერ­თო ოთახ­ში (სა­დაც სხვა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ) კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე.

ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­დგომ კი მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა­ში (სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ში ) მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვ. პ. და­მა­ტე­ბით ორ­ჯერ გა­მო­ი­კი­თხა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ინ­ტე­რეს­დე­ბო­და სა­კი­თხე­ბით, რომ­ლე­ბიც საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებს არ ეხე­ბო­და და მსხვერ­პლს და­მა­ტე­ბით სტრესს იწ­ვევ­და.

ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ვ.ქ. -ს და­კა­ვე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, მას ვ.პ.-თან სა­ერ­თო გა­რე­მო­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ სივ­რცე­ში უწევ­და ყოფ­ნა, რაც ვ.პ-ზე გან­მე­ო­რე­ბი­თი ძა­ლა­დო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის რისკს ჰქმნი­და, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ EMC-ის და ვ. პ.- და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით მი­ი­ღო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა...

ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ვ.პ.-ს სა­ვა­რა­უ­დოდ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რია, ამ დრომ­დე არ ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლი­სა და შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რა­საც თან ახ­ლავს და­ნა­შუ­ლის მსხვერ­პლის არა­სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კა პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და სა­სა­მარ­თლოს მიერ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, EMC მო­უ­წო­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით მო­ახ­დი­ნოს ვ.პ-ს ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა; უზ­რუნ­ველ­ყოს ვ.პ-ს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა და საქ­მე­ზე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უზ­რუნ­ველ­ყოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში სქე­სობ­რივ და­ნა­შა­ულ­თა სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთათ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­რე­მო­სა და მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კე­ბის შექ­მნა; გა­ი­აზ­როს და­ნა­შუ­ლის მსხვერ­პლის მე­ო­რე­უ­ლი ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი რის­კე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით" - ნათ­ქვა­მია EMC-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ან­გა­რიშ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვ. პ.-ს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც არაეფექტურს უწოდებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დროული, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვ. პ. საქართველოში, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით 2019 წლიდან იმყოფებოდა. 2019 წლის 19 თებერვალს ის მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ალკოჰოლი მიიღო და რატომღაც გონება დაკარგა. დილით სხეულზე და სასქესო ორგანოზე მძიმე დაზიანებები აღმოაჩინა. ვ.პ-ს მეგობარი იხსენებს, რომ ოთახში შესულებს ვ. პ. შიშველ და უგონო მდგომარეობაში დახვდათ, ვ.ქ. (სავარაუდო მოძალადე) ტანსაცმელს იცვამდა და დაადასტურა ვ.პ.-თან სექსუალური კავშირი. მომხდარი სავარაუდო გაუპატიურებაზე მიუთითებდა და ვ. პ-მ პოლიციას მიმართა.

ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) დაიწყო. გამოძიების დაწყებისთანავე განხორციელდა ვ.პ.-ს და მისი მეგობრების გამოკითხვა, რომელთაც დაადასტურეს, რომ ვ. ქ.-მ არანებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი უგონო მდგომარეობაში მყოფ ვ. პ.-სთან. დაინიშნა სხვადასხვა, მათ შორის ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზა და დეტალურად აღიწერა ვ. პ-თვის მიყენებული მძიმე დაზიანებები. ამავე დროს, ვინაიდან ვ. ქ.-ს დაკავება სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტის მიღწევამდე ვერ განხორციელდებოდა, შსს-მ უზრუნველყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ვ. ქ.-ს აეკრძალა ვ. პ.-თან მიახლოება, ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების დაწყების მიუხედავად, პროკურატურამ არ უზრუნველყო ვ. პ.-ს დაზარალებულად ცნობა, შესაბამისად, მის ადვოკატებს არ მიეცათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა:

"EMC-იმ ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა. გამოძიების საწყის ეტაპზე პროკურატურა გვითითებდა, რომ საქმეზე დანიშნული იყო ექსპერტიზა, რომლის შედეგების შემდგომ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ვ. პ.-ს დაზარალებულად ცნობაზე. თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი (თუმცა, ვ.პ.-ს და მის ადვოკატებს ექსპერტიზის შედეგები არ გაგვაცეს), ვ. პ.-ს კვლავ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

უარის თქმის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ვ. პ.-ს გაუპატიურების რეალური ფაქტი. პროკურორის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი EMC-ის საჩივარი არც ზემდგომი პროკურორის და არც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. ორივე შემთხვევაში, კვლავ მიეთითა ზედაპირული განმარტება, რომ საქმის გარემოებები არ ჰქმნიდა რეალურ სურათს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს დაზარალებულთან მიმართებით.

ამგვარი განმარტების მიუხედავად არც პროკურატურა და არც სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რის გამოც შეუძლებელია ამ საქმეზე მიღებული იქნეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, არ უთითებენ რა გარემოებები იქნა დადგენილი ჩატარებული საექსპერტო კვლვებით, რა გარემოებების დადგენა ვერ მოხერხდა, რატომ არ ჰქმნის ექსპეტიზის შედეგი დასაბუთებულ ვარაუდს და რა კავშირშია თითოეული გარემოება დაზარალებულად ცნობაზე უარი თქმის გადაწყვეტილებასთან.

ვინაიდან პროკურატურამ და სასამართლომ უარი თქვეს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობაზე, უარი გვეთქვა საქმის მასალების გაცნობაზეც და ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილი გარემოები, მათ შორის უცნობია კონკრეტულად რა დაადგინა ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ. ამ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ პროკურატურა და სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში დეტალურად არ ასაბუთებენ და უშუალოდ არ უთითებენ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, რის გამოც დანაშაულის მსხვერპლი ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება" - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ვ.პ.-ს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მონაწილეობამ ცხადი გახადა ის სირთულეები, რაც სქესობრივ დანაშაულთან გამოძიების პროცესს ახლავს თან და იწვევს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას.

"როგორც ზემოთ აღინიშნა, ვ. პ.-მ 2019 წლის 20 თებერვალს, დილით აღმოაჩინა მასზე სექსუალური ძალადობის ფაქტი და შექმნილი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ საღამოს შეძლო პოლიციის განყოფილებაში მისვლა. განყოფილებაში მისვლისთანავე ვ. პ.-ს სამი მამაკაცი გამომძიებლის თანდასწრებით მოუწია ესაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

ინფორმაციის მიღების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ საქმის გამოძიება სხვა პოლიციის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენდა და ვ.პ. სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ განყოფილებაშიც საღამოს საათებში არ აღმოჩნდა მდედრობითი სქესის გამომძიებელი და არც ცალკე ოთახი, სადაც მსხვერპლი ჩვენების მიცემას შეძლებდა. ვ.პ-მ მამაკაცი გამომძიებლის თანდასწრებით, საერთო ოთახში (სადაც სხვა გამომძიებლებიც იმყოფებოდნენ ) კიდევ ერთხელ ისაუბრა ძალადობის ფაქტზე.

ჩვენების მიცემის შემდგომ კი მან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში (სამედიცინო ექსპერტიზაში ) მიიღო მონაწილება. მოგვიანებით, ვ. პ. დამატებით ორჯერ გამოიკითხა და საგამოძიებო ორგანო ინტერესდებოდა საკითხებით, რომლებიც საქმის გარემოებებს არ ეხებოდა და მსხვერპლს დამატებით სტრესს იწვევდა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვ.ქ. -ს დაკავება არ განხორციელებულა, მას ვ.პ.-თან საერთო გარემოში, უნივერსიტეტში ერთ სივრცეში უწევდა ყოფნა, რაც ვ.პ-ზე განმეორებითი ძალადობის შესაძლებლობის რისკს ჰქმნიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ EMC-ის და ვ. პ.- დაჟინებული მოთხოვნით მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოცემის გადაწყვეტილება...

ზემოთ აღწერილი გარემოებები აჩვენებს, რომ ვ.პ.-ს სავარაუდოდ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, ამ დრომდე არ ხდება დანაშაულისა და შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება, რასაც თან ახლავს დანაშულის მსხვერპლის არასათანადო ინფორმირებისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა პროკურატურისა და სასამართლოს მიერ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს პროკურატურას საქმის გარემოებების, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების გაცნობის მიზნით მოახდინოს ვ.პ-ს ინტერესების დამცველთა ინფორმირება; უზრუნველყოს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს პოლიციის განყოფილებებში სქესობრივ დანაშაულთა სავარაუდო მსხვერპლთათვის ადეკვატური გარემოსა და მოპყრობის პრაქტიკების შექმნა; გაიაზროს დანაშულის მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის მაღალი რისკები და უზრუნველყოს ინსტიტუციური და სოციალური ზომების გატარება მისი თავიდან აცილების მიზნით" - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.

წაიკითხეთ ვრცლად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშში

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაექცათ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს