მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის მოზარდია
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის მოზარდია

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შავი ჭი­რის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. sky.com-ის ცნო­ბით, ამ და­ა­ვა­დე­ბით მონ­ღო­ლეთ­ში 15 წლის მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნულს მონ­ღო­ლე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

მონ­ღო­ლე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მო­ზარ­დმა ვირ­ზა­ზუ­ნას ხორ­ცი შე­ჭა­მა და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბით სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად და­ა­ვად­და.

რო­გორც sky.com წერს, შემ­თხვე­ვა მონ­ღო­ლე­თის და­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ა­ში მოხ­და. ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი 15 ადა­მი­ა­ნი, ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც 15 წლის ბი­ჭთან ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი.

შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და აშშ-ში, კო­ლო­რა­დო­ში, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ციყ­ვია, ამის შე­სა­ხებ CNN წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ციყვს შავი ჭირი 11 ივ­ლისს გა­მო­უვ­ლინ­და. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ შემ­თხვე­ვას სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გა­ნაც რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­ა­ვა­დე­ბა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე მარ­ტი­ვად გა­და­დის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წელს ეს შავი ჭი­რის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. აქამ­დე ის ჩი­ნეთ­ში გა­მოვ­ლინ­და.რო­გორც BBC წერს, შავი ჭირი შემ­თხვე­ვა ჩი­ნე­თის შიდა მონ­ღო­ლე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ ბა­ი­ა­ნურ­ში და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, მწყემ­სი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის იზო­ლა­ცი­ა­შია. უც­ნო­ბია, რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და ის, უც­ნო­ბია ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო. ქვე­ყა­ნა­ში გა­აძ­ლი­ე­რეს სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბი და მე­სა­მე დო­ნის გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­დეს.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აიკ­რძა­ლა ნა­დი­რო­ბა იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა შავი ჭი­რის მა­ტა­რე­ბელ­ნი იყონ, ასე­ვე აიკ­რძა­ლა მათი ხორ­ცის ჭამა.

და­ა­ვა­დე­ბამ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 50 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, შავი ჭირი ჩვენს დრო­ში აღა­რაა ისე­თი სა­ხი­ფა­თო, რო­გორც ადრე, თუმ­ცა დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ მკურ­ნა­ლო­ბა ეფექ­ტუ­რი იყოს.

Giorgi sixarulidze-ს
1

გაისინჯე.???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის მოზარდია

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის მოზარდია

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. sky.com-ის ცნობით, ამ დაავადებით მონღოლეთში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გამოცემა აღნიშნულს მონღოლეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოზარდმა ვირზაზუნას ხორცი შეჭამა და მომაკვდინებელი დაავადებით სწორედ აღნიშნულის შედეგად დაავადდა.

როგორც sky.com წერს, შემთხვევა მონღოლეთის დასავლეთ პროვინციაში მოხდა. ამ ეტაპზე კარანტინშია გადაყვანილი 15 ადამიანი, ის პირები, რომლებსაც 15 წლის ბიჭთან ჰქონდათ კონტაქტი.

შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა აშშ-ში, კოლორადოში, თუმცა ამ შემთხვევაში ინფიცირებული ციყვია, ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, ციყვს შავი ჭირი 11 ივლისს გამოუვლინდა. მეცნიერები ამ შემთხვევას საყურადღებოდ მიიჩნევენ, რადგანაც როგორც ცნობილია, დაავადება ცხოველიდან ადამიანზე მარტივად გადადის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეს შავი ჭირის პირველი შემთხვევა არ არის. აქამდე ის ჩინეთში გამოვლინდა.როგორც BBC წერს, შავი ჭირი შემთხვევა ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში დაფიქსირდა. ინფიცირებულია ერთი ადამიანი, მწყემსი, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია. უცნობია, როგორ დაინფიცირდა ის, უცნობია ინფიცირების წყარო. ქვეყანაში გააძლიერეს სიფრთხილის ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ აიკრძალა ნადირობა იმ ცხოველებზე, რომლებიც შესაძლოა შავი ჭირის მატარებელნი იყონ, ასევე აიკრძალა მათი ხორცის ჭამა.

დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, შავი ჭირი ჩვენს დროში აღარაა ისეთი სახიფათო, როგორც ადრე, თუმცა დროული ჩარევა აუცილებელია იმისთვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს.

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?