საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა
"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

15 წლის ლუკა სი­რა­ძის დე­დამ, ელი­კო ჩხი­ტუ­ნი­ძემ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა ტრა­გე­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც მის ოჯახს 7 თვის წინ და­ა­ტყდა თავს. დე­დის თქმით, მის არას­რულ­წლო­ვან შვილ­ზე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არამ­ხო­ლოდ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ან­მა, არა­მედ სხვა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც იძა­ლა­დეს.

ჩხი­ტუ­ნი­ძე და­კი­თხვის დღეს და იმ გან­წყო­ბას იხ­სე­ნებს, რაც მას და მის შვილს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დახ­ვდათ:

"პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­მი­რე­კეს, მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი შვი­ლი და მო­დით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ჯერ რომ მე მო­ვი­დე და მერე ბავ­შვი-მეთ­ქი? შენ რაში მჭირ­დე­ბი, იკი­თხე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და მოდი ჩემ­თა­ნო. 5 სა­ა­თი სრულ­დე­ბო­და, რომ შე­ვე­დით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

იცით რაზე ხართ და­ბა­რე­ბუ­ლი, არც შენ არ იცი ვაჟ­ბა­ტო­ნოო? არც მე არ ვი­ციო ლუ­კამ. არ იცი კედ­ლე­ბი ვინ მო­ხა­ტა, ჟურ­ნა­ლი ვინ გა­ა­ფუ­ჭა? მე ვი­დეო მა­სა­ლა მაქვს, სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ შენ გა­ა­ფუ­ჭე, მოს­წავ­ლე­ებ­მაც შენ და­გა­სა­ხე­ლე­სო. არ გა­მი­ფუ­ჭე­ბია, მე არა­ვის და­უ­ნა­ხი­ვარ და რო­გორ იტყვი­ა­ნო. მე მყავს მოწ­მე­ე­ბიო, აღი­ა­რეო ახლა, რომ გე­უბ­ნე­ბი, ლუ­კამ შენ გინ­და რომ ეს საქ­მე მე და­მაბ­რა­ლოო. ისე ელა­პა­რა­კე­ბო­და ჩო­ლო­ი­ა­ნი - კი­სერს მო­გიგ­რეხ, შე­ნის­თა­ნე­ბის­თვის მო­მიგ­რე­ხია კი­სე­რი, იწ­ვევ­და ძა­ლი­ან, გაბ­რაზ­და ლუკა.

მე ჩემი შვი­ლის გაბ­რა­ზე­ბა ვერ მო­ვით­მი­ნე და ვეხ­ვე­წე­ბო­დი: და­წყნარ­დი დედა, თუ შენი და­წე­რი­ლია, და­წე­რე აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა-მეთ­ქი. ცდი­ლობ­და მა­რი­ა­ნა რომ ბავ­შვი გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნა, მო­ა­ხერ­ხა კი­დე­ვაც - ბავ­შვი ჭკუ­ა­ზე აღარ იყო. შენი საქ­ცი­ე­ლით, შენი გა­და­ხოტ­რი­ლი თა­ვით, კა­პი­შო­ნით, ზუს­ტად შენ ხარ გამ­კე­თე­ბე­ლიო. შენ იცი სად გიკ­რავ თავს? სა­დაც სა­ჭი­როა და იქ მოგ­ხე­და­ვე­ნო.

შენ ძმას იცი რას უზა­მე­ნო (გორ­ში სწავ­ლობს ბექა, სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში) გა­მო­აგ­დე­ბენ, საქ­მეს გა­უ­ფუ­ჭე­ბენ, ვერ­სად ვე­ღარ იმუ­შა­ვებს. ამა­ზე ბავ­შვი სულ გა­გიჟ­და ად­გილს ვე­ღარ პო­უ­ლობ­და", - ყვე­ბა ლუკა სი­რა­ძის დედა.

დე­დის თქმით, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი მო­ზარდს აშან­ტა­ჟებ­და, რათა მის­გან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა.

"შენი ტე­ლე­ფო­ნით მი­მო­წე­რა მაქვს, რომ მე­გო­ბარს წერ - „არ გა­ამ­ხი­ლო მე რომ გა­ვა­ფუ­ჭე, თორე თავს მო­გაჭ­რიო“. ლუ­კამ უარ­ყო. შან­ტა­ჟი იყო, არა მარ­ტო მა­რი­ა­ნას­გან, არა­მედ იქ მყო­ფი 4-5 პი­როვ­ნე­ბის­გან. ვინც გა­ივ­ლი­და, ყვე­ლა ეუბ­ნე­ბო­და, ჩა­ა­ლა­გოს შენ­მა ძმამ ჩე­მო­და­ნი, უკვე დროა, იქი­დან გა­მო­აგ­დე­ბე­ნო. საქ­მე გა­უ­ფუჭ­დე­ბა, ვერ­სად ვერ იმუ­შა­ვებს. შე სა­ცო­დაო, რა იცი რა მო­ე­ლის შენ გამო შენს ძმა­სო.

გა­ვი­დო­და მა­რი­ა­ნა, მი­თი­თე­ბას აი­ღებ­და - მოწ­მე­ე­ბი მყავ­სო და მო­ვიდ­ნენ "მწვა­ნე სკო­ლის" მე­გობ­რე­ბი. ამ შან­ტა­ჟის მერე, ჩვენ­თან ერ­თად და­ა­ჯი­ნა დედა-შვი­ლი და ეუბ­ნე­ბა ამ ბავ­შვს - შენ ხომ თქვი, რომ ლუ­კამ და­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რიო? არ და­მი­ნა­ხავს რო­გორ ვი­ტყო­დიო... ეს ბავ­შვი გახ­და ისე ცუ­დად, სულ კან­კა­ლებ­და, ადგა დე­და­მი­სი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბიო, ამას რომ რამე და­ე­მარ­თოს, მერე რა უნდა ვქნაო და მა­რი­ა­ნამ, ქალ­ბა­ტო­ნო დაბ­რძან­დი, თო­რემ შენ გა­რეთ გა­გაბ­რძა­ნე­ბენ, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან ვინ­მეს მო­ვიყ­ვანთ და მა­ინც და­ი­კი­თხე­ბა ეს ბავ­შვიო.

მერე ამ გო­გოს ეუბ­ნე­ბა, მე შენი და ლუ­კას მი­მო­წე­რა მაქვს, გინ­და ვაჩ­ვე­ნო დე­და­შენს რა წე­რი­აო? არა­ფე­რი არ წე­რია, რა უნდა აჩ­ვე­ნოო - უპა­სუ­ხა მე­გო­ბარ­მა. ასე სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი იყო ჭი­დი­ლი.

უკვე 4 სა­ა­თია და და­უ­წყო ისევ თა­ვი­დან შან­ტა­ჟი ჩო­ლო­ი­ან­მა, შენ და­გა­დეს ხელი, შენ გო­ნია არ თქვეს, რომ შენ იყა­ვიო. ვერ იტყოდ­ნენ, არ და­უ­ნა­ხი­ვა­რო. ამა­სო­ბა­ში ლუ­კა­მაც რომ ცოტა ხმა­მაღ­ლა თქვა, მი­ლი­ცი­ის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი წა­მო­ვი­და უკა­ნა მხრი­დან და დაგ­ვი­წყო გი­ნე­ბა - "ვი­ღა­ცამ ჩვენ ძაღ­ლე­ბად მოგ­ვიხ­სე­ნია და იმის დე­და­ცო"... ყვე­ლა მხრი­დან გი­ნე­ბა, შან­ტა­ჟი იყო", - იხ­სე­ნებს ელი­კო ჩხი­ტუ­ნი­ძე "პო­ლიტ­მეტრთან".

ელი­კო ჩხი­ტუ­ნი­ძეს თქმით, ხმა­ურ­ზე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე რე­ვაზ მა­მა­სახ­ლი­სი შე­მო­ვი­და, რო­მელ­მაც ლუკა სი­რა­ძე ცალ­კე ოთახ­ში გა­იყ­ვა­ნა.

"ხმა­ურ­ზე გა­მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, რე­ვაზ მა­მა­სახ­ლი­სი და შე­იყ­ვა­ნა ლუკა კა­ბი­ნეტ­ში. მე ვერ მივ­ხვდი, უნდა გავ­ყო­ლო­დი თუ არა... და­ახ­ლო­ე­ბით 7 წუთი იყო იმ ოთახ­ში ლუკა, გა­მო­ვი­და და სახე ჰქონ­და ალე­წი­ლი, თვა­ლე­ბი წყლი­ა­ნი, ტი­რო­და. დედი და­გარ­ტყა-მეთ­ქი? არ მო­მე­წო­ნა სახე, ნამ­დვი­ლად ვი­ტყვი, რომ ბავ­შვს გარ­ტყმუ­ლი ჰქონ­და სა­ხე­ში, მაგ­რამ არ თქვა, დაჯ­და ტი­რი­ლით - კა­პე­ზე­თი და­მე­მუქ­რაო. ერ­თად ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ამ ყვე­ლა­ფერ­მა ქნა ის, რომ მი­აღ­წი­ეს, ბავ­შვი წაშ­ლი­ლი­ყო ყვე­ლა­ნა­ი­რად" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა სი­რა­ძის დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, 15 წლის ლუკა სი­რა­ძე, რო­მელ­მაც "მწვა­ნე სკო­ლა­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სი­რა­ძის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. ჩო­ლო­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბით მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
18

ეს ჩოლოიანი ისე უნდა დასაჯოს უფალმა, სიკვდილს ნატრობდეს და არ კვდებოდეს...

Me
11

ლუკა, საყვარელო შენ ახლა სამოთხეშო ხარ და იქიდან გვიყურებ, მაგრამ ეს სატანები მალე გაუყვებიან თავის გზას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

15 წლის ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" პირველად ისაუბრა ტრაგედიაზე, რომელიც მის ოჯახს 7 თვის წინ დაატყდა თავს. დედის თქმით, მის არასრულწლოვან შვილზე პოლიციის განყოფილებაში არამხოლოდ გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, არამედ სხვა პოლიციელებმაც იძალადეს.

ჩხიტუნიძე დაკითხვის დღეს და იმ განწყობას იხსენებს, რაც მას და მის შვილს პოლიციის განყოფილებაში დახვდათ:

"პოლიციის პირველი განყოფილებიდან დამირეკეს, მოიყვანეთ თქვენი შვილი და მოდით განყოფილებაში. ჯერ რომ მე მოვიდე და მერე ბავშვი-მეთქი? შენ რაში მჭირდები, იკითხე განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანი და მოდი ჩემთანო. 5 საათი სრულდებოდა, რომ შევედით განყოფილებაში.

იცით რაზე ხართ დაბარებული, არც შენ არ იცი ვაჟბატონოო? არც მე არ ვიციო ლუკამ. არ იცი კედლები ვინ მოხატა, ჟურნალი ვინ გააფუჭა? მე ვიდეო მასალა მაქვს, სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ შენ გააფუჭე, მოსწავლეებმაც შენ დაგასახელესო. არ გამიფუჭებია, მე არავის დაუნახივარ და როგორ იტყვიანო. მე მყავს მოწმეებიო, აღიარეო ახლა, რომ გეუბნები, ლუკამ შენ გინდა რომ ეს საქმე მე დამაბრალოო. ისე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი - კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერი, იწვევდა ძალიან, გაბრაზდა ლუკა.

მე ჩემი შვილის გაბრაზება ვერ მოვითმინე და ვეხვეწებოდი: დაწყნარდი დედა, თუ შენი დაწერილია, დაწერე აღიარებითი ჩვენება-მეთქი. ცდილობდა მარიანა რომ ბავშვი გაეღიზიანებინა, მდგომარეობიდან გამოეყვანა, მოახერხა კიდევაც - ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო. შენი საქციელით, შენი გადახოტრილი თავით, კაპიშონით, ზუსტად შენ ხარ გამკეთებელიო. შენ იცი სად გიკრავ თავს? სადაც საჭიროა და იქ მოგხედავენო.

შენ ძმას იცი რას უზამენო (გორში სწავლობს ბექა, სამხედრო აკადემიაში) გამოაგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს. ამაზე ბავშვი სულ გაგიჟდა ადგილს ვეღარ პოულობდა", - ყვება ლუკა სირაძის დედა.

დედის თქმით, მარიანა ჩოლოიანი მოზარდს აშანტაჟებდა, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინა.

"შენი ტელეფონით მიმოწერა მაქვს, რომ მეგობარს წერ - „არ გაამხილო მე რომ გავაფუჭე, თორე თავს მოგაჭრიო“. ლუკამ უარყო. შანტაჟი იყო, არა მარტო მარიანასგან, არამედ იქ მყოფი 4-5 პიროვნებისგან. ვინც გაივლიდა, ყველა ეუბნებოდა, ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, უკვე დროა, იქიდან გამოაგდებენო. საქმე გაუფუჭდება, ვერსად ვერ იმუშავებს. შე საცოდაო, რა იცი რა მოელის შენ გამო შენს ძმასო.

გავიდოდა მარიანა, მითითებას აიღებდა - მოწმეები მყავსო და მოვიდნენ "მწვანე სკოლის" მეგობრები. ამ შანტაჟის მერე, ჩვენთან ერთად დააჯინა დედა-შვილი და ეუბნება ამ ბავშვს - შენ ხომ თქვი, რომ ლუკამ დაწერა ეს ყველაფერიო? არ დამინახავს როგორ ვიტყოდიო... ეს ბავშვი გახდა ისე ცუდად, სულ კანკალებდა, ადგა დედამისი გაბრაზებული, როგორ ელაპარაკებიო, ამას რომ რამე დაემართოს, მერე რა უნდა ვქნაო და მარიანამ, ქალბატონო დაბრძანდი, თორემ შენ გარეთ გაგაბრძანებენ, სოციალური სამსახურიდან ვინმეს მოვიყვანთ და მაინც დაიკითხება ეს ბავშვიო.

მერე ამ გოგოს ეუბნება, მე შენი და ლუკას მიმოწერა მაქვს, გინდა ვაჩვენო დედაშენს რა წერიაო? არაფერი არ წერია, რა უნდა აჩვენოო - უპასუხა მეგობარმა. ასე საათნახევარი იყო ჭიდილი.

უკვე 4 საათია და დაუწყო ისევ თავიდან შანტაჟი ჩოლოიანმა, შენ დაგადეს ხელი, შენ გონია არ თქვეს, რომ შენ იყავიო. ვერ იტყოდნენ, არ დაუნახივარო. ამასობაში ლუკამაც რომ ცოტა ხმამაღლა თქვა, მილიციის ერთ-ერთი თანამშრომელი წამოვიდა უკანა მხრიდან და დაგვიწყო გინება - "ვიღაცამ ჩვენ ძაღლებად მოგვიხსენია და იმის დედაცო"... ყველა მხრიდან გინება, შანტაჟი იყო", - იხსენებს ელიკო ჩხიტუნიძე "პოლიტმეტრთან".

ელიკო ჩხიტუნიძეს თქმით, ხმაურზე პოლიციის უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი შემოვიდა, რომელმაც ლუკა სირაძე ცალკე ოთახში გაიყვანა.

"ხმაურზე გამოვიდა პოლიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი და შეიყვანა ლუკა კაბინეტში. მე ვერ მივხვდი, უნდა გავყოლოდი თუ არა... დაახლოებით 7 წუთი იყო იმ ოთახში ლუკა, გამოვიდა და სახე ჰქონდა ალეწილი, თვალები წყლიანი, ტიროდა. დედი დაგარტყა-მეთქი? არ მომეწონა სახე, ნამდვილად ვიტყვი, რომ ბავშვს გარტყმული ჰქონდა სახეში, მაგრამ არ თქვა, დაჯდა ტირილით - კაპეზეთი დამემუქრაო. ერთად ორგანიზებულმა ამ ყველაფერმა ქნა ის, რომ მიაღწიეს, ბავშვი წაშლილიყო ყველანაირად" - ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩოლოიანი ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდებით დააკავეს.

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - მარინა ეზუგბაია

"მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ექიმი 8 წლის ბავშვზე, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა