თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა.
ძაგანიშვილის ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.