ავტორი:

Ryanair-ის თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესახებ წერილის გამო, საგანგებოდ დაეშვა

Ryanair-ის თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესახებ წერილის გამო, საგანგებოდ დაეშვა

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის საპირფარეშოში წერილი იპოვეს, სადაც ეწერა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავი კრაკოვი-დუბლინის რეისს ასრულებდა, თუმცა ბრიტანეთის სთანსთედის აეროპორტში გადაამისამართეს, რათა პოლიციის თანამშრომლებს შეემოწმებინათ.

თვითმფრინავი აეროპორტამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ორმა თვითმფრინავმა მიაცილა. შემთხვევა ორშაბათს მოხდა. თუმცა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

პოლიციის განცხადებით, ბორტზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ამის მიუხედავად, დაკავებულია ორი მამაკაცი, რომელთა ასაკია 26 და 47 წელი.

თვითმფრინავიდან ყველა მგზავრი უსაფრთხოდ ჩამოვიდა.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა

რა გააკეთა პოლიციელმა, როდესაც ნახა, რომ 3 კვირის ჩვილი ვერ სუნთქავდა - მიჩიგანელი ოფიცრის გმირობის ამბავი და ემოციური კადრები

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის მოზარდია