პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა
"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა

"მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. გა­სულ გა­და­ცე­მა­ში მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას ზურა ხო­კე­რაშ­ვი­ლი გა­მო­ე­თი­შა. თა­ვის რო­მელ კერძს შეც­ვლი­და და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ "მას­ტერ­შეფ­ში“ თქვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- "მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­სა­წყის­ში ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ თორ­მე­ტე­ულ­ში ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი. შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბაც ამან გა­ნა­პი­რო­ბა და ის შე­დე­გი ვერ დავ­დე, რაც მინ­დო­და. თორ­მე­ტე­ულ­ში რომ და­მა­სა­ხე­ლეს, ისე გა­მი­ხარ­და, თავი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ნა.

თავ­და­პირ­ვე­ლად აზ­რზე არ ვი­ყა­ვი, რა ხდე­ბო­და, ჩემი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის იმე­დად ვი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი გა­მე­რის­კა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა - ეს იყო ჩემი ნიშა ამ პრო­ექ­ტში, იმ ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ­ლებ­საც გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ვუშ­ვებ­დი. რო­გორც პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რა იყო ემო­ცი­უ­რი, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო წა­მოს­ვლაც - მი­ხა­რია, რომ ღირ­სე­უ­ლად დავ­ტო­ვე პრო­ექ­ტი.

- მე­ო­თხედ იდე­ქით აუტ­სა­ი­დე­რებ­ში. ალ­ბათ, ეს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე მოქ­მე­დებ­და...

- არა იმ­დე­ნად ეგ, რამ­დე­ნა­დაც ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი ჩემს პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნა­სა და მა­მა­ჩე­მის „ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბის“ შე­სა­ხებ. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვბრა­ზობ­დი, შემ­დეგ ამა­ზე ხუმ­რო­ბა მე თვი­თონ და­ვი­წყე, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მივ­ხვდი, რომ მა­ყუ­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­მა იმოქ­მე­და ჩემ­ზე და და ცოტა მო­ვეშ­ვი. ამას გარ­და, წელს უნი­ვერ­სი­ტეტს ვას­რუ­ლებ და იქაც უამ­რა­ვი საქ­მე მქონ­და. ასე რომ, „მას­ტერ­შე­ფი­დან“ წა­მოს­ვლის დრო იყო.

- მამა თუ იზი­ა­რებ­და თქვენს ენ­თუ­ზი­აზმს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სად­მი, რჩე­ვებს თუ გაძ­ლევ­დათ?

- პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკა­მა­თობ­დით ხოლ­მე. მას უნ­დო­და, მეტი მე­ვარ­ჯი­შა სახ­ლში და უფრო მეტი თავ­და­დე­ბა გა­მო­მე­ჩი­ნა. ვუ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე ვი­დე­ო­ებს, რომ ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლა, მაგ­რამ ვში­შობ­დი, კლა­სი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლოს თა­ვის­კენ არ წა­ვეყ­ვა­ნე. მერ­ჩივ­ნა, რა­ღა­ცე­ბი არ მცოდ­ნო­და და იქ, ად­გილ­ზე, შე­მექ­მნა კერ­ძი.

- თქვენს რო­მე­ლი­მე კერძს შეც­ვლი­დით?

- რა თქმა უნდა - ხახ­ვი და შო­კო­ლა­დი. სახ­ლში ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და ამ ორი ინ­გრე­დი­ენ­ტის კომ­ბი­ნა­ცია. მე­ო­რედ გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქო­ნო­და, ალ­ბათ, სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებს შო­რი­საც მოხ­ვდე­ბო­და. მო­მა­ვალ­ში, როცა ჩემი რეს­ტო­რა­ნი მექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მე­ნი­უ­ში ხახ­ვი­სა და შო­კო­ლა­დის დე­სერ­ტიც და სხვა კერ­ძე­ბიც, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვამ­ზა­დე.

- გუ­შინ­დელ გა­და­ცე­მა­ში და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ფე­ნით გამ­შრა­ლი მწვა­დი და თქვე­ნი ვი­ნეგ­რე­ტის ვა­რი­ა­ცია. რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი იყა­ვით თქვე­ნი კერ­ძე­ბით?

- ვი­ცო­დი, რომ ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვე­ბო­და და სა­ხა­ლი­სოც იქ­ნე­ბო­და. ასე­ვე, ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თლე­ბაც მქონ­და, უაზ­როდ არა­ფერს არ ვი­ყე­ნებ. ვი­ცო­დი, რომ ხორ­ცი აპ­კის შე­საქ­მნე­ლად 5 წუ­თით ჰა­ერ­ზე უნდა გა­ა­ჩე­რო, მე ამ­დე­ნი დრო არ მქონ­და, ამი­ტომ ფე­ნით გა­ვაშ­რე. მწვა­დი არა­სო­დეს არ შე­მიწ­ვავს, აქამ­დე მხო­ლოდ „დამ­ტრი­ა­ლე­ბე­ლი“ ვი­ყა­ვი. იმ­დე­ნად პა­ტა­რა ზო­მის ნაჭ­რე­ბად დავ­ჭე­რი, რომ ძა­ლი­ან გა­მოშ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ნეგ­რეტს. მა­ცი­ვარ­ში მის გარ­და ასი კერ­ძიც რომ იყოს, შე­იძ­ლე­ბა მა­ინც ვი­ნეგ­რე­ტი ვჭა­მო, ალ­ბათ, გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კერძს, ჟი­უ­რის ვე­თან­ხმე­ბი იმა­ში, რომ ორი პი­უ­რე ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა იყო, თუმ­ცა ჩემს კერძს ვი­ნეგ­რე­ტის გემო თუ ჰქონ­და, არ მგო­ნია, რომ ცუ­დია. კერ­ძის ტრანსფორ­მა­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ რა­ღაც გან­ხვა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს, რა­ღაც - ძვე­ლის მსგავ­სი.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვით?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემს პრო­ფე­სი­ას უნდა მი­ვაქ­ციო მეტი ყუ­რა­დღე­ბა, ცოტა ხან­ში დიპ­ლო­მი უნდა ავი­ღო. შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, შემ­დეგ სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნის გახ­სნა მინ­და.

- დარ­ჩე­ნი­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ვის გულ­შე­მატ­კივ­რობთ?

- ობი­ექ­ტუ­რად თუ ვი­ტყვი, ჩემი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მი­ხარ­დე­ბა, არამ­ზა­რე­უ­ლი თუ გა­ი­მარ­ჯვებს, ამი­ტომ ანას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლია, შე­ფე­ბის გვერ­დით დგას და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა

"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა

"მასტერშეფის“ მესამე სეზონის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია. გასულ გადაცემაში მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას ზურა ხოკერაშვილი გამოეთიშა. თავის რომელ კერძს შეცვლიდა და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ შეაფასებთ "მასტერშეფში“ თქვენს მონაწილეობას?

- "მასტერშეფში“ მონაწილეობის დასაწყისში ზუსტად ვიცოდი, რომ თორმეტეულში ვერ მოვხვდებოდი. შესარჩევ ეტაპზე ჩემი ნერვიულობაც ამან განაპირობა და ის შედეგი ვერ დავდე, რაც მინდოდა. თორმეტეულში რომ დამასახელეს, ისე გამიხარდა, თავი საუკეთესო მეგონა.

თავდაპირველად აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა, ჩემი ექსპერიმენტების იმედად ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი გამერისკა და განსხვავებული კერძი მომემზადებინა - ეს იყო ჩემი ნიშა ამ პროექტში, იმ ტექნიკური შეცდომების მიუხედავად, რომლებსაც გამოუცდელობის გამო ვუშვებდი. როგორც პროექტში მოხვედრა იყო ემოციური, იმდენად ემოციური იყო წამოსვლაც - მიხარია, რომ ღირსეულად დავტოვე პროექტი.

- მეოთხედ იდექით აუტსაიდერებში. ალბათ, ეს მოტივაციაზე მოქმედებდა...

- არა იმდენად ეგ, რამდენადაც ხალხის რეაქციები ჩემს პროექტში დარჩენასა და მამაჩემის „ყოვლისშემძლეობის“ შესახებ. თავიდან ძალიან ვბრაზობდი, შემდეგ ამაზე ხუმრობა მე თვითონ დავიწყე, თუმცა საბოლოოდ, მივხვდი, რომ მაყურებლის გამოხმაურებებმა იმოქმედა ჩემზე და და ცოტა მოვეშვი. ამას გარდა, წელს უნივერსიტეტს ვასრულებ და იქაც უამრავი საქმე მქონდა. ასე რომ, „მასტერშეფიდან“ წამოსვლის დრო იყო.

- მამა თუ იზიარებდა თქვენს ენთუზიაზმს ექსპერიმენტებისადმი, რჩევებს თუ გაძლევდათ?

- პროექტის განმავლობაში ვკამათობდით ხოლმე. მას უნდოდა, მეტი მევარჯიშა სახლში და უფრო მეტი თავდადება გამომეჩინა. ვუყურებდი ხოლმე ვიდეოებს, რომ ახალი რაღაცები მესწავლა, მაგრამ ვშიშობდი, კლასიკურ სამზარეულოს თავისკენ არ წავეყვანე. მერჩივნა, რაღაცები არ მცოდნოდა და იქ, ადგილზე, შემექმნა კერძი.

- თქვენს რომელიმე კერძს შეცვლიდით?

- რა თქმა უნდა - ხახვი და შოკოლადი. სახლში ექსპერიმენტებს ვატარებდი და ძალიან გემრიელი გამოვიდა ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია. მეორედ გაკეთების შესაძლებლობა რომ მქონოდა, ალბათ, საუკეთესო კერძებს შორისაც მოხვდებოდა. მომავალში, როცა ჩემი რესტორანი მექნება, აუცილებლად იქნება მენიუში ხახვისა და შოკოლადის დესერტიც და სხვა კერძებიც, რომლებიც პროექტის განმავლობაში მოვამზადე.

- გუშინდელ გადაცემაში დასამახსოვრებელი იყო ფენით გამშრალი მწვადი და თქვენი ვინეგრეტის ვარიაცია. რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენი კერძებით?

- ვიცოდი, რომ ფენის გამოყენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და სახალისოც იქნებოდა. ასევე, ტექნიკური გამართლებაც მქონდა, უაზროდ არაფერს არ ვიყენებ. ვიცოდი, რომ ხორცი აპკის შესაქმნელად 5 წუთით ჰაერზე უნდა გააჩერო, მე ამდენი დრო არ მქონდა, ამიტომ ფენით გავაშრე. მწვადი არასოდეს არ შემიწვავს, აქამდე მხოლოდ „დამტრიალებელი“ ვიყავი. იმდენად პატარა ზომის ნაჭრებად დავჭერი, რომ ძალიან გამოშრა.

რაც შეეხება ვინეგრეტს. მაცივარში მის გარდა ასი კერძიც რომ იყოს, შეიძლება მაინც ვინეგრეტი ვჭამო, ალბათ, გენეტიკური კოდია. რაც შეეხება ჩემს კერძს, ჟიურის ვეთანხმები იმაში, რომ ორი პიურე ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა ჩემს კერძს ვინეგრეტის გემო თუ ჰქონდა, არ მგონია, რომ ცუდია. კერძის ტრანსფორმაცია გულისხმობს, რომ რაღაც განხვავებული უნდა იყოს, რაღაც - ძველის მსგავსი.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- პირველ რიგში, ჩემს პროფესიას უნდა მივაქციო მეტი ყურადღება, ცოტა ხანში დიპლომი უნდა ავიღო. შორეული მომავლისთვის კულინარიული განათლების მიღება, შემდეგ საკუთარი რესტორნის გახსნა მინდა.

- დარჩენილი კონკურსანტებიდან ვის გულშემატკივრობთ?

- ობიექტურად თუ ვიტყვი, ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, გამიხარდება, არამზარეული თუ გაიმარჯვებს, ამიტომ ანას ვგულშემატკივრობ. მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული მზარეულია, შეფების გვერდით დგას და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის.

"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები