კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე
"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­ტვი­ლი­დან, ოთო და­ნე­ლია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ეს დღე­ე­ბია აკა­კი წე­რეთ­ლის "გამ­ზრდე­ლი" მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ტვირ­თია. სას­ჯე­ლიც არის, როცა შენი გაზ­რდი­ლი ის არ არის, ვინც უნდა იყოს. ღმერ­თო, რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს გულ­მა, როცა შენი საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან აფ­რე­ნილ­მა მერ­ცხალ­მა სახე იც­ვა­ლა და ორბი გახ­და. კაცი მოკ­ლა. მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დო. მშვი­დად დაბ­რუნ­და. და­ი­ძი­ნა. გა­იღ­ვი­ძა და... მას­წავ­ლე­ბელ­მა რო­გორ­ღა და­ი­ძი­ნოს?! რა ქნას? ძნე­ლია მას­წავ­ლებ­ლო­ბა. შენი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ვე­ბი უნდა აი­კი­დო და გოლ­გო­თას გზას და­ად­გე... "გამ­ზრდე­ლი" სიბ­რძნეა და ჩვენ ვას­წავ­ლით ამ სიბ­რძნეს... უბ­რა­ლოდ, ეშ­მა­კიც იქ­ვეა, საც­თუ­რით ხელ­ში და... სულ ვამ­ბობ, გე­მუ­და­რე­ბით, ღმერ­თი შე­უშ­ვით საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და მერე შე­დით თქვენ... იქ, სა­დაც უფა­ლია, მკვლე­ლე­ბი არ იზ­რდე­ბი­ან... კა­ცად გაზ­რდაა მთა­ვა­რი!!!

რა­ღაც უნდა შე­იც­ვა­ლოს, ვი­ღა­ცამ ფრთე­ბი და­აჭ­რა მას­წავ­ლე­ბელს და ზუს­ტად ესაა უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე! მას­წავ­ლებ­ლე­ბი მიხ­ვდე­ბი­ან, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ! ხო, მარ­თლა, ბავ­შვებს მხო­ლოდ უფ­ლე­ბე­ბი არა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც და­ვა­ზე­პი­რე­ბი­ნოთ!!!

გი­ორ­გი, გვა­პა­ტიე!", - წერს პე­და­გო­გი.

ასე­ვე ნა­ხეთ: ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის ფრა­ზა შა­ქა­რაშ­ვილ­ზე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა - "ამ­დე­ნი ამ­ბა­ვი რა სა­ჭი­რო იყო უწიგ­ნუ­რი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ზე?"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. საქ­მე­ზე 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი არი­ან.

საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა უკვე 4 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს: თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის, ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლე­ბით. საქ­მე­ზე 17 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ისი­ნი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
++++
6

ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი პედაგოგები. უფალმა დაგლოცოთ. 

გიორგი
4

სრული სიმართლეა გეთანხმებით მასწავლებლებს უნდა აღუდგინონ სრული უფლებები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარტვილიდან, ოთო დანელია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ეს დღეებია აკაკი წერეთლის "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს. მასწავლებლობა ტვირთია. სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს. ღმერთო, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა. კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა. გაიღვიძა და... მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?! რა ქნას? ძნელია მასწავლებლობა. შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე... "გამზრდელი" სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს... უბრალოდ, ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და... სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ... იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან... კაცად გაზრდაა მთავარი!!!

რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე! მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ! ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!!!

გიორგი, გვაპატიე!", - წერს პედაგოგი.

ასევე ნახეთ: ინტერნეტმომხმარებლის ფრაზა შაქარაშვილზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?"

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს შორის მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი არიან.

საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

"ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბნენ" - გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

"ხუთი მკვლელი! ხუთი  ცოცხლად მოსიარულე გვამი!“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ