საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!" - გია ვოლსკი
"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!" - გია ვოლსკი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი სა­ხალ­ხო დამ­ცველს მო­უ­წო­დებს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, თუ რას არა­კე­თებს და რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ვოლ­სკი ნინო ლომ­ჯა­რი­ას მიერ დღეს გა­მოთ­ქმულ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, სა­კი­თხზე ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი­საა და "ბრტყელ-ბრტყე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მი­დან ად­ვი­ლია".

"მოხ­და შეთ­ქმუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და ოკუ­პანტს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა აგ­რე­სია და ოკუ­პა­ცია. ოკუ­პა­ცი­ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არის ის უკა­ნო­ნო­ბა, რაც დღეს სუ­ფევს რე­გი­ონ­ში, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში მას ხელი შე­უ­წყო იმ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, რო­მე­ლიც მა­შინ მარ­თავ­და სი­ტუ­ა­ცი­ას და წა­ვიდ­ნენ იმ გეგ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­მე­ლიც მა­შინ ჰქონ­და აშშ-ის და ევ­რო­კავ­შირს.

დღეს ხდე­ბა ასე­თი უკა­ნო­ნო­ბე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს იმ ძა­ლამ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა გაჰ­ყვი­რის, მაგ­რამ ამა­ვე დროს არის მო­ნა­წი­ლე ამ უბე­დუ­რე­ბი­სა, რაც რუ­სეთ­მა თავს დაგ­ვა­წია. ზოგს და­ი­ჭე­რენ, ზოგს ფეხ­ში დაჭ­რი­ან, ეგ არის ოკუ­პა­ცია, აბა რა გგო­ნი­ათ, რომ ოკუ­პა­ცია კარ­გია?! სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ბერ­კე­ტი ოკუ­პა­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა არის ორი.

ერთი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა და თუ რამე არ კეთ­დე­ბა კე­თი­ლი ინე­ბოს ლომ­ჯა­რი­ამ და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, რა უნდა გა­კეთ­დეს კი­დევ და მე­ო­რე არის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დაც­ვა შენი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, იქ­ნებ სამ­ხედ­რო დარ­გში რა­ღაც გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ფი­ლი გა­აჩ­ნია სა­ხალ­ხო დამ­ცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მი­დან ად­ვი­ლია, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს არ უნდა აკ­რი­ტი­კებ­დე ეგეთ რა­მე­ზე, როცა ზუს­ტად იცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ თავი და­იც­ვას და გა­დარ­ჩეს, სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და მე­ო­რე მხრივ, თავი აა­რი­დოს აგ­რე­სი­ას. ეს არის ის, რის და­ნახ­ვაც არ უნდა ლომ­ჯა­რი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს ვი­ფიქ­რო, რომ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის პო­ლი­ტი­კუ­რი და სხვა არა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თულ მხა­რეს არ აქვს არა­ნა­ი­რი ეფექ­ტუ­რი ფორ­მა­ტი ან მე­ქა­ნიზ­მი, რის ფარ­გლებ­შიც შეძ­ლებ­და გა­ნე­ხი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბას და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kote
25

შე ვაი პოლიტიკოსო ოკუპაცია ცუდი რომ არის ყველამ იცის, მაგრამ ადმინისტრაციულ საძღვრებზე მაქსიმალური კონტროლი რომ უნდა იყოს და კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადამიანის გატაცება პირუტყვივით არ უნდა ხდებოდეს გაიგეეე? წადით პოლიტიკურ მოუსავლეთში. 0 არის თქვენი რეიტინგი.

აბა მთავრობა რისთვისაა?
13

ლომჯარიამ იმუშაოს შენს მაგივრად? ის ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების დარღვევას ოფიციალურად, შენმა მთავრობამ კი უნდა იმუშაის ველური ქმედებები რომ შეწყვიტოს მაგ ოკუპანტმა ქვეყანამ, სადაც ბევრი ძმაკაცები გყავთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!" - გია ვოლსკი

"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!" - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სახალხო დამცველს მოუწოდებს ჩამოაყალიბოს, თუ რას არაკეთებს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე.

აღნიშნული განცხადებით ვოლსკი ნინო ლომჯარიას მიერ დღეს გამოთქმულ პოზიციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საკითხზე ომბუდსმენის განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და "ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია".

"მოხდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპანტს მიეცა საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს.

დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?! სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ბერკეტი ოკუპაციასთან ბრძოლისა არის ორი.

ერთი არის საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და თუ რამე არ კეთდება კეთილი ინებოს ლომჯარიამ და ჩამოაყალიბოს, რა უნდა გაკეთდეს კიდევ და მეორე არის შეიარაღებული თავდაცვა შენი ინტერესებისა, იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას და გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ, თავი აარიდოს აგრესიას. ეს არის ის, რის დანახვაც არ უნდა ლომჯარიას. აქედან გამომდინარე, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მისი განცხადებები არის პოლიტიკური და სხვა არაფერი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რის ფარგლებშიც შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანის გატაცებას და უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.

"საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - ევროპარლამენტარი

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა..."

"ევროპას მედიაციის მიმართულებით უსასრულო შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!" - ევროპარლამენტარი