მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს
ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

🔴 რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის იხ­სნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი?

ამ ეტაპ­ზე, ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან 5 ქვეყ­ნის­თვის (გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია და ლი­ე­ტუ­ვა) სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი იხ­სნე­ბა უპი­რო­ბოდ.

ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს/მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რებს შე­ეძ­ლე­ბათ ყვე­ლა სა­ხის ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო გზით ჩა­მოს­ვლა, მი­თი­თე­ბუ­ლი 5 ქვეყ­ნი­დან გა­მომ­გზავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მაგ: ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე/ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი გერ­მა­ნი­ი­დან უპი­რო­ბოდ შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თამ­დე, მათ უნდა შე­ავ­სონ სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი, ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლამ­დე ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და სხვ.

მა­თი­ვე თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აე­რო­პორ­ტში მათ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი (სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯით). სა­ზღვარ­ზე თერ­მოსკრი­ნინ­გის გავ­ლის შე­დე­გად, 37 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის (იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია) მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო შე­იყ­ვა­ნეს ე.წ. მწვა­ნე სი­ა­ში (გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნი­სა) ან და­უ­წე­სეს სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ 14 დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბით, რომ­ლის ხარ­ჯებ­საც თა­ვად და­ფა­რა­ვენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე/მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი სა­ჰა­ე­რო გზით ჩა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო დათ­ქმით ხსნის სა­ზღვარს (იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია) ან იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს სა­ზღვა­რი გახ­ნი­ლი, აგ­რეთ­ვე თუ ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ხსე­ნე­ბუ­ლი 5 ქვეყ­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით.

ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სხვა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, (სლო­ვე­ნია, ავ­სტრია, ბელ­გია, ბულ­გა­რე­თი, და­ნია, მალ­ტა, სლო­ვა­კე­თი, ფი­ნე­თი, უნ­გრე­თი, ჩე­ხე­თი, ხორ­ვა­ტია), რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ გახ­სნეს სა­ზღვა­რი, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც ნარ­ჩუნ­დე­ბა დღეს მოქ­მე­დი რე­ჟი­მი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა წი­ნას­წარ, შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მის შევ­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მის დარ­გობ­რივ უწყე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით. საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს ეკის­რე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყო­ველ 72 სა­ათ­ში ერთხელ, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ჩა­ი­ტა­რონ კო­ვიდ19-ზე PCR ტეს­ტი, ან გა­ი­ა­რონ სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი, ასე­ვე სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ეხე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი იმ 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რებს, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბოდ ხსნის სა­ზღვრებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ, პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ორ კვი­რა­ში ერთხელ მოხ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ­თა, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლის პი­რო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­და­ხედ­ვა.

🔴 ავ­სე­ბენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ელექტრო­ნულ ან­კე­ტას?

ავ­სე­ბენ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 5 ქვეყ­ნის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას/ ან არი­ან ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

🔴 ავ­სე­ბენ თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის იმ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რე­ბი ელექტრო­ნულ ან­კე­ტას, რო­მელ­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმით იხ­სნე­ბა სა­ზღვა­რი?

არ ავ­სე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მათ­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა.

🔴 სად არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა?

ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ ვებგ­ვერ­დზე www.StopCov.ge

🔴 არის თუ არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე წი­ნას­წა­რი PCR კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა?

არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტი­უ­ლი კვლე­ვის ამ­სახ­ვე­ლი დას­კვნა არ მი­ი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრინ­ცი­პით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი PCR კვლე­ვის ან/და სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის შემ­ცვლელ პი­რო­ბად.

🔴 ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რებს მო­უ­წევთ 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში?

იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა ევ­რო­პის იმ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი?

ასე­თი ქვეყ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი არ იხ­სნე­ბა, გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის იმ წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც შე­სა­ბა­მი­სი დათ­ქმით იხ­სნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის იმ წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მოს­ვლა­ზე, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს სა­ზღვა­რი გახ­სნი­ლი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 14-დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ევ­რო­პის და სხვა კონ­ტი­ნენ­ტე­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე?

ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან? სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ან კა­რან­ტინს. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ის ან ლი­ე­ტუ­ვის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ან ამავდრო­უ­ლად ფლო­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუსს.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე, რო­მე­ლიც ფლობს საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ის ან ლი­ე­ტუ­ვის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს?

აღ­ნიშ­ნულ პირ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი არ ვრცელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მსგავ­სად, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თამ­დე უნდა შე­ავ­სონ სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­კე­ტა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლამ­დე ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და სხვ.

მა­თი­ვე თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აე­რო­პორ­ტში მათ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი (სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯით). სა­ზღვარ­ზე თერ­მოსკრი­ნინ­გის გავ­ლის შე­დე­გად, 37 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 5 ქვეყ­ნის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო მო­ქა­ლა­ქე სა­ჰა­ე­რო გზით ჩა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო დათ­ქმით ხსნის სა­ზღვარს (იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია) ან იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს სა­ზღვა­რი გახ­სნი­ლი, აგ­რეთ­ვე თუ ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ხსე­ნე­ბუ­ლი 5 ქვეყ­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით.

🔴 რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე, რო­მე­ლიც ფლობს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის (გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნი­სა) ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს?

აღ­ნიშ­ნულ პირ­ზე ვრცელ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი.

🔴 ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თათ­ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი იხ­სნე­ბა, შე­ეძ­ლე­ბათ თუ არა ქვე­ყა­ნა­ში სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რით შე­მოს­ვლა?

სახ­მე­ლე­თო სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი რჩე­ბა და­ხუ­რუ­ლი.

🔴 რა სა­ხის/მე­თო­დის კვლე­ვა ტარ­დე­ბა აე­რო­პორ­ტში?

აე­რო­პორ­ტებ­ში ტარ­დე­ბა PCR ტეს­ტი­რე­ბა.

🔴 რა შემ­თხვე­ვა­ში და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მგზავ­რი აე­რო­პორ­ტში PCR კვლე­ვას?

აე­რო­პორ­ტში PCR კვლე­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პირი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მას წი­ნას­წარ (აპ­ლი­კა­ცი­ა­ში) აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი ნება ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლა­ზე.

🔴 რო­დის იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი კვლე­ვის შე­დე­გი?

PCR-კვლე­ვის პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 24 სა­ათ­ში, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია კვლე­ვის პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე პირი იყოს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

🔴 რო­გორ იგ­ზავ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კვლე­ვის შე­დე­გის შე­სა­ხებ?

კვლე­ვის შე­დეგ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას პირი მაქ­სი­მუმ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­აც NCDC-ის მიერ. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

🔴 რა დრო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო PCR კვლე­ვის­თვის სა­ჭი­რო ნი­მუ­შის ასა­ღე­ბად?

ერთი ადა­მი­ა­ნის PCR კვლე­ვის­თვის ნი­მუ­შის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რა 5-10 წუ­თის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

🔴 ფა­სი­ა­ნია თუ არა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა?აე­რო­პორ­ტში PCR კვლე­ვის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს მხო­ლოდ იმ 5 სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ამ ქვეყ­ნებ­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რის­თვის, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბოდ ხსნის სა­ზღვრებს.

🔴 რა შემ­თხვე­ვა­შია სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი?

კა­რან­ტი­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა­ნაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმით იხ­სნე­ბა.

კა­რან­ტინს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი იმ 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე/მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ზღვა­რი არ გვაქვს გახ­სნი­ლი ან ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ 5 ქვეყ­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია აქვთ.

🔴 ვინ ფა­რავს კა­რან­ტი­ნის ხარ­ჯებს?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სა­ხელ­მწი­ფო, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად ისი­ნი.

🔴 შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა?თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია:

  • პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ცნო­ბით დას­ტურ­დე­ბა;
  • დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში (წე­სე­ბის დაც­ვა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას თა­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ);
  • თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლის­თვის პირი ავ­სებს შე­სა­ბა­მის ფორ­მას, სა­დაც უთი­თებს მი­სა­მართს;
  • შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თის ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას ად­გენს სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი.

🔴 შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­კა­რან­ტი­ნო სას­ტუმ­როს არ­ჩე­ვა ვი­ზი­ტო­რის მიერ?

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის.

🔴 რო­გორ ხდე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო სას­ტუმ­რო­ში ტრან­სპორ­ტო­რე­ბა? და სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბა?

აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მწი­ფო. სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბა ხდე­ბა 14 დღი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, PCR ტეს­ტით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში.

🔴 რა პე­რი­ო­დით არის ვალ­დე­ბუ­ლი პირი იმ­ყო­ფე­ბო­დეს სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში?

სა­ზღვრის კვე­თი­დან 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

🔴 უტარ­დე­ბა თუ არა პირს სა­კა­რან­ტი­ნე სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბის წინ PCR კვლე­ვა? ვინ ფა­რავს ტეს­ტის სა­ფა­სურს?

დიახ, სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბამ­დე PCR კვლე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტეს­ტის სა­ფა­სურს იხ­დის თა­ვად მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სა­ხელ­მწი­ფო.

🔴 რა­ტომ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის კა­რან­ტი­ნი?

სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ტუ­რის­ტებს შო­რის კა­რან­ტინ­ში მათ გან­თავ­სე­ბა/არ­გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მა­ღა­ლი სიხ­ში­რით.

🔴 შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის ხსე­ნე­ბუ­ლი 5 წევ­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ ან­კე­ტის შევ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტში?

დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

🔴 რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ქვეყ­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბა?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია გამ­გზავ­რე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც დათ­ქმით გახ­სნეს სა­ზღვრე­ბი მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის მიერ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძოდ მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის მიერ დად­გე­ნი­ლი კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზი­ტის შეს­რუ­ლე­ბა, ტეს­ტი­რე­ბის ან/და 14დღი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ან კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით.

ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ლი­ე­ტუ­ვა­სა და ლატ­ვი­ა­ში მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მო­ე­თხო­ვე­ბა 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად გა­და­ი­ხე­დე­ბა, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქემ უნდა და­ად­გი­ნოს მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ავი­ა­ბი­ლე­თის შე­ძე­ნამ­დე და გამ­გზავ­რე­ბამ­დე.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გამ­გზავ­რე­ბამ­დე, დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მისი ვი­ზი­ტის კა­ტე­გო­რი­ის შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვეყ­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან, ასეთ პირს შე­იძ­ლე­ბა უარი ეთ­ქვას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ, პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ორ კვი­რა­ში ერთხელ მოხ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ­თა, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლის პი­რო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­და­ხედ­ვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
1

მარტო ევროპაზე რატომ არის აქცენტი, ვინც აზიაშია, იმ ემიგრანტებმა რა დააშავეს?!

3212
1

და რაღას ხსნით საერთოდ? 14 დღიან კარნტინი თუ უნდა გაიაროს საქართველოს მოქალაქემ დაბრუნებისას ასეთი პირობებით ვინმე წავა გგონიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.

🔴 რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?

ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ.

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით). საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

ევროკავშირის ქვეყნების (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

🔴 ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას?

ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

🔴 ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი?

არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

🔴 სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა?

ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www.StopCov.ge

🔴 არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?

არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.

🔴 ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში?

იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები?

ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან შემოსვლაზე, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე?

ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან? სხვა ქვეყნებიდან?

საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი არ ვრცელდება. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით). საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე ვრცელდება სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.

🔴 ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, შეეძლებათ თუ არა ქვეყანაში სახმელეთო საზღვარით შემოსვლა?

სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტები რჩება დახურული.

🔴 რა სახის/მეთოდის კვლევა ტარდება აეროპორტში?

აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.

🔴 რა შემთხვევაში დაექვემდებარება მგზავრი აეროპორტში PCR კვლევას?

აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.

🔴 როდის იქნება ცნობილი კვლევის შედეგი?

PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდირებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.

🔴 როგორ იგზავნება ინფორმაცია კვლევის შედეგის შესახებ?

კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

🔴 რა დრო იქნება საჭირო PCR კვლევისთვის საჭირო ნიმუშის ასაღებად?

ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.

🔴 ფასიანია თუ არა კვლევის ჩატარება?აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

🔴 რა შემთხვევაშია სავალდებულო კარანტინი?

კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

🔴 ვინ ფარავს კარანტინის ხარჯებს?

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

🔴 შესაძლებელია თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლა?თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:

  • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
  • დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ);
  • თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
  • შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

🔴 შესაძლებელია თუ არა საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ?

აღნიშნული შესაძლებელი არ არის.

🔴 როგორ ხდება საკარანტინო სასტუმროში ტრანსპორტორება? და სავალდებულო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, სასტუმროს დატოვება?

აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

🔴 რა პერიოდით არის ვალდებული პირი იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში?

საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში.

🔴 უტარდება თუ არა პირს საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ PCR კვლევა? ვინ ფარავს ტესტის საფასურს?

დიახ, სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - სახელმწიფო.

🔴 რატომ არის სავალდებულო საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი?

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.

🔴 შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება საქართველოს აეროპორტში?

დიახ, შესაძლებელია.

🔴 რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება?

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს

"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?

მამუკა ბახტაძის ტყუპები გაქრისტიანდნენ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნათლია "ფეისბუქზე"