Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Covid-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა ბედი ელის 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ისხდნენ?
Covid-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა ბედი ელის 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ისხდნენ?

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის სოფო გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

„ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი ახლა გა­დის შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას და ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, და­ი­ნიშ­ნე­ბა თუ არა გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მოც­დე­ბი, მას შემ­დეგ რაც ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გა­მოც­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს,“ - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სტუ­დენ­ტუ­რი ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თეს გან­ცხა­დე­ბით, რომ აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ შეძ­ლო, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ მი­ე­ცეს.

ამ მო­თხოვ­ნით სტუ­დენ­ტუ­რი ომ­ბუდსმე­ნის წევ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

„დღეს სტუ­დენ­ტურ­მა ომ­ბუდსმენ­მა მი­მარ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­თხოვ­ნით, რომ იმ აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­მაც „კო­ვიდ-19“-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის გამო ვე­ღარ შეძ­ლო გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა, შე­ექ­მნას პი­რო­ბე­ბი, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ შეძ­ლოს გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა და ეს წელი, რო­მელ­შიც მან საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო და დიდი თან­ხე­ბი გა­ი­ღო, და­კარ­გუ­ლად არ ჩა­ეთ­ვა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და სტუ­დენ­ტუ­რი ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ლო­მე მა­ი­სუ­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 7 ივ­ლისს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე გა­სულ აბი­ტუ­რი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
valeri
5

ეს კომენტარი აუცილებლად დადეთ!ქართველები ვართ ყველაზე უვარგისი ხალხი მსოფლიოში! ასეთ ნიჭიერ ბავშვს გზას უკეტავთ, კონსერვატორიაში ვოკალში 98 ქულით რომ ჩააბარა და სამაგიეროდ წარმოშვებით აზერებს, რომლებიც ჩაიკეტნენ აზერბაიჯანში და ვერ მოახერხეს საგამოცდოდ საქართველოში ჩამოსვლა, მათ უგამოცდოთ ჩუქნით სტუდენტობას! ამას არცერთ თავმოყვარე ქვეყანაში არ იკადრებდნენ!

ბექა
9

ძალიან კარგი! ასეც უნდა იყოს! ადრე საერთოდ შუა საუკუნეებში ჭირიანებს წვამდნენ. და ახლა იმდენი შეგნებაც არ აქვთ რომ უბრალოდ იმკურნალონ და სხვას საფრთხე არ შეუქმნან ეს ხომ მოქალაქეობრივი და ადამიანური ვალია?! თუმცა ზედმეტ თავისუფლებას ეს მოაქვს. ზედმეტ პრეტენზიებსაც კი გამოთქვამენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

Covid-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა ბედი ელის 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ისხდნენ?

Covid-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა ბედი ელის 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ისხდნენ?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხება იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ, ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს მიმართეს განცხადებით, რომ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლო, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ მიეცეს.

ამ მოთხოვნით სტუდენტური ომბუდსმენის წევრები განათლების სამინისტროსთან იმყოფებოდნენ.

„დღეს სტუდენტურმა ომბუდსმენმა მიმართა განათლების სამინისტროს მოთხოვნით, რომ იმ აბიტურიენტს, რომელმაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გამო ვეღარ შეძლო გამოცდებზე გასვლა, შეექმნას პირობები, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ შეძლოს გამოცდებზე გასვლა და ეს წელი, რომელშიც მან საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადო და დიდი თანხები გაიღო, დაკარგულად არ ჩაეთვალოს“, - განაცხადა სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენელმა სალომე მაისურაძემ.

ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

77 წლის მამაკაცი, რომელსაც მაგისტრალზე სატვირთო დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

"8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

ქართული ხალხური მოტივებიდან სექსუალურ "ტვერკამდე" - ანი მალაზონიას ტრანსფორმაცია და ფოტოები "ინსტაგრამიდან"