სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ათ წელიწადში გაჩნდა
5 ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ათ წელიწადში გაჩნდა

21-ე სა­უ­კუ­ნემ, რო­მე­ლიც კო­ლო­სა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფი ტემ­პე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ახა­ლი, მა­ნამ­დე არას­ტან­დარ­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის გა­ჩე­ნა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბით მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი სა­ხით, ანუ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი და შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის. მათ­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ძი­რი­თა­დად მონ­დო­მე­ბა­ზე, პრაქ­ტი­კა­სა და კონ­ტაქ­ტებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE-სთან ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ნინო ჯინ­ჯო­ლა­ვამ ის პრო­ფე­სი­ე­ბი გა­მოჰ­ყო, რომ­ლებ­მაც ფეხი ჯერ მსოფ­ლი­ო­ში, შემ­დეგ კი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­კი­და. 5 მთა­ვა­რი ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ინფლუ­ენ­სე­რო­ბა, იუ­თუ­ბე­რო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი, რეკ­რუ­ტე­რო­ბა და სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სი.

ჯინ­ჯო­ლა­ვა გან­მარ­ტავს, რომ უამ­რა­ვი პრო­ფე­სია უცხო­ე­თი­დან შე­მო­ვი­და, ამას­თა­ნა­ვე, ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ჩე­ნა გა­ნა­პი­რო­ბა ინ­ტერ­ნეტ­მა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბამ და ზო­გა­დად, 21-ე სა­უ­კუ­ნემ, რო­გორც ციფ­რულ­მა ერამ.

1) ინფლუ­ენ­სე­რო­ბა

ინფლუ­ენ­სე­რო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნინა პერ­ტე­ნა­ვა ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, და­ახ­ლო­ე­ბით 100 წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­ქმნელ­მა, ედ­ვარდ ბერ­ნე­ის­მა პრო­დუქ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ცნო­ბა­დი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. ეს შემ­დგომ­შიც გაგ­რძელ­და, მა­გა­ლი­თად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

„მას შემ­დეგ ძი­რი­თად­მა სა­რეკ­ლა­მო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხებ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ინფლუ­ენ­სე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, არა­მარ­ტო უკვე ცნო­ბი­ლი და სხვა დარ­გი­დან გად­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, არა­მედ უშუ­ა­ლოდ ბლო­გე­რე­ბის, ვლო­გე­რე­ბის, ინ­სტაგ­რა­მის გო­გო­ე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის, ეს კი უკვე ახა­ლია. ინფლუ­ენ­სე­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა დამ­კვე­თე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მათ პრო­დუქ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში ან თან­ხას უხ­დი­ან, ან სა­ნაც­ვლოდ პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ინფლუ­ენ­სინ­გი, როცა ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც იუ­თუბ­ზე სა­კუ­თა­რი არ­ხე­ბი ან ინ­სტაგ­რამ გვერ­დე­ბი ჰქონ­დათ ბევ­რი გა­მომ­წე­რით, დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი პრო­დუქ­ცი­ის გა­ტესტვას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნას თხოვ­დნენ. მე­ო­რე ფორ­მაა ინფლუ­ენ­სე­რე­ბის გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­გა­ლი­თად, ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერგვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნავს პერ­ტე­ნა­ვა.

ის გა­მოჰ­ყობს ინფლუ­ენ­სინ­გის ტი­პებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ახა­ლი პრო­ფე­სია რო­მე­ლი­მე ძვე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა კი არ არის, არა­მედ, მის წინა პლან­ზე ძი­რი­თა­დად, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი პრო­ფე­სი­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„ინფლუ­ენ­სე­რო­ბა ზოგ­ჯერ კონ­ტენ­ტის ლა­მა­ზად და სწო­რად მი­წო­დე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, არი­ან უბ­რა­ლოდ, ლა­მა­ზი ინფლუ­ენ­სე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც თავს უვ­ლი­ან და ლა­მაზ ფო­ტო­ებს დე­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბი მათ ეკი­თხე­ბი­ან, რო­გორ მი­აღ­წი­ეს ასეთ ფორ­მას, რო­გორ მა­კი­აჟს იყე­ნე­ბენ და ა.შ. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც იუ­მო­რით გახ­დნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ერთი პრო­ფე­სია უკვე აღარ არის იმის­თვის საკ­მა­რი­სი, რომ ადა­მი­ა­ნი მო­თხოვ­ნა­დი იყოს - აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­ო­რე და შე­საძ­ლოა, მე­სა­მეც. ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ო­ბა­საც.

თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბიც არ არ­სე­ბობს დიდი ხა­ნია და ინფლუ­ენ­სე­რო­ბაც, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახა­ლია. ჩვენ­თან ცოტა გვი­ან შე­მო­დის ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი და ბა­ზა­რი ახლა ყა­ლიბ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ჭი­ე­რი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი არი­ან და ვფიქ­რობ, ცოტა ხან­ში ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი გვე­ყო­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

2) იუ­თუ­ბე­რო­ბა

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იუ­თუ­ბე­რო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გამო უკვე ცალ­კე პრო­ფე­სი­ა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ინფლუ­ენ­სე­რო­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ცაა. იუ­თუ­ბი უმ­თავ­რე­სი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც ვი­დე­ო­ე­ბის ატ­ვირ­თვით ბევ­რმა, მა­ნამ­დე უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა, სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა მო­ა­ხერ­ხა. ზოგი არხი სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მა­ტი­კით პო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბა, პო­პუ­ლა­რუ­ლია შე­მეც­ნე­ბი­თი, ანა­ლი­ტი­კუ­რი, „რჩე­ვე­ბის მომ­ცე­მი“ ვი­დე­ო­ე­ბი, ზოგი კი გარ­თო­ბა­ზე და იუ­მორ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი არხი EmiliTV-ია, რო­მელ­ზეც შვი­ლის - ემი­ლის ვი­დე­ო­ებს მამა, არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლე­ვან ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი ტვირ­თავს. ის AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სია იუ­თუ­ბე­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ მთლად ფეს­ვგად­გმუ­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან ამ რე­სურსს კომ­პა­ნი­ე­ბი ჯერ არ იყე­ნე­ბენ.

„იუ­თუ­ბის სფე­რო­ში დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი არ უნდა გქონ­დეს, აქ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის რე­ცეპ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ბა­ზარს წი­ნას­წარ ვერც მო­იკ­ვლევ, არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რა არის მო­თხოვ­ნა­დი, თუმ­ცა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, რას მი­აწ­ვდი მომ­ხმა­რე­ბელს, შე­იძ­ლე­ბა, სულ სხვა რამ გა­ა­კე­თო და ის გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. პრო­ცეს­ში გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ შე­გიძ­ლია უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გა­ი­გო, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, უფრო გან­ვი­თარ­დე. მთა­ვა­რია, აკე­თო ის, რაც მოგ­წონს და ამა­ში მთე­ლი შენი ძა­ლე­ბი ჩადო, თუმ­ცა არც ესაა 100%-იანი გა­რან­ტია.

ვფიქ­რობ, იუ­თუ­ბე­რო­ბა არა­ნაკ­ლე­ბი შრო­მაა, ვიდ­რე ის, რომ ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში და­დის და მუ­შა­ობს. ბავ­შვის მხრი­დან ეს უფრო გარ­თო­ბაა და არა - დატ­ვირ­თვა. მე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ალ­ბათ, უკვე პრო­ფე­სია გა­მო­დის. შე­მო­სა­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა, არის, მაგ­რამ რთუ­ლია, ადა­მი­ა­ნი აქე­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს და­ეყ­რდნოს. სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი­ცაა და რეკ­ლა­მე­ბიც სხვა თან­ხე­ბი ღირს, შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სა­ვა­ლი იქ ბევ­რჯერ - 4-5-ჯერ მე­ტია. უცხო­ეთ­ში თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბი ხვდე­ბი­ან, რა ძალა აქვს იუ­თუბს, რამ­დე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მხრივ არ აქ­ტი­უ­რო­ბენ. კრე­ა­ტი­ვის გარ­და, ბი­უ­ჯე­ტი ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა და მის გა­რე­შე ხა­რის­ხი­ან, ტე­ლე­ვი­ზი­ის დო­ნის ვი­დე­ოს ვერ და­დებ. სწო­რედ თან­ხე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო უჭირთ ქარ­თველ იუ­თუ­ბე­რებს გან­ვი­თა­რე­ბა. ალ­ბათ, დრო არის სა­ჭი­რო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სფე­რო მოძ­ლი­ერ­დეს“, - აღ­ნიშ­ნავს EmiliTV-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

3) სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მე­ნე­ჯე­რი

ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტის, ნინო ჯინ­ჯო­ლა­ვას თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მე­ნე­ჯე­რის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბია: კომ­პა­ნი­ის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია პლატ­ფორ­მე­ბის გვერ­დე­ბის მარ­თვა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი მარ­კე­ტინგ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ხმა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ბა­ზარ­ზე კომ­პა­ნი­ის სწო­რად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბი­სა და წინ წა­წე­ვის­თვის. მი­სი­ვე თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ბაზ­რის მო­თხოვ­ნებ­ზე.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მე­ნე­ჯმენ­ტი, რო­გორც ამას თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯე­რი, თამო მაღ­რა­ძე გან­მარ­ტავს, იგი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტია, უბ­რა­ლოდ, ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში. მაღ­რა­ძე ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დის­თვის მუ­შა­ობს და ამ­ბობს, რომ უმ­თავ­რე­სი მონ­დო­მე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა.

„მარ­ტომ, ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხე გან­ვი­თა­რე­ბა­და დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გა­მოც­დი­ლი მე­ნე­ჯე­რი ვარ. მო­გე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, მხო­ლოდ მი­ხა­რო­და, რომ ეს სფე­რო ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან - პი­არ­თან ახ­ლოს იყო. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯმენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლად ვთვლი, ამ სპე­ცი­ა­ლო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი უჭ­კვი­ა­ნე­სე­ბი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ, ბევ­რი კომ­პა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს. რა არის ამ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემს სამ­სა­ხურ­ში იმის გამო და­მა­ფა­სეს, რომ ჩემი გვერ­დე­ბი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­ვით შე­ვიყ­ვა­რე, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თვი­სე­ბაა. ასე­ვე, მე­ნე­ჯე­რი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ გან­ვი­თარ­დეს, გან­ვი­თა­რე­ბა კი მთა­ვა­რია“, - აღ­ნიშ­ნავს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯე­რი.

4) რეკ­რუ­ტე­რი

ნინო ჯინ­ჯო­ლა­ვა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ფე­სი­ას, რეკ­რუ­ტერს ცალ­კე გა­მოჰ­ყოფს. რეკ­რუ­ტე­რი, ანუ დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ის სპე­ცი­ა­ლის­ტია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ა­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კად­რე­ბის აყ­ვა­ნა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ის არ­ჩევს ამა თუ იმ ვა­კან­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­სა­ხურ­ში შე­სულ რე­ზუ­მე­ებს, ატა­რებს გა­სა­უბ­რე­ბებს, ირ­ჩევს თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის შე­სა­ბა­მის კან­დი­და­ტებს.

„ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი ადრე თუ ყვე­ლა HR ფუნ­ქცი­ას აერ­თი­ა­ნებ­და, დღეს HR-ის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ფუნ­ქცი­უ­რად და­ყო­ფა გახ­და ტრენ­დუ­ლი, რაც დიდი ხა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­აა. რეკ­რუ­ტე­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­აა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც სულ უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვალ­ში IT რე­კტუ­რე­ტე­რე­ბის, ტექ-რეკ­რუ­ტე­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად „ონ­ლა­ინ“ გახ­დე­ბა, უფრო ციფ­რულ­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვლა უფრო მოქ­ნი­ლი იქ­ნე­ბა. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­რო იძ­ლე­ვა, რაც უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისე, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი არ დავ­კარ­გოთ და გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლაფ­რის ამო­სა­ვა­ლი ისევ და ისევ ადა­მი­ა­ნია”, - აცხა­დებს ნინო ჯინ­ჯო­ლა­ვა.

5) სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სი

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სი გაძ­ლი­ერ­და, რის შე­დე­გა­დაც ქუ­ჩებ­ში კუ­რი­ე­რე­ბი საკ­მა­ოდ მომ­რავ­ლდნენ. ამა თუ იმ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი თუ სხვა პრო­დუქ­ტი მომ­ხმა­რებ­ლის სახ­ლში, ყვე­ლა­ზე მეტი, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ჩნდე­ბა. სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვის­ში საქ­მი­ა­ნო­ბა ერთ-ერთი ახა­ლი პრო­ფე­სი­აა, რომ­ლის აქ­ტუ­ა­ლო­ბაც, რო­გორც ჯინ­ჯო­ლა­ვა ამ­ბობს, ისევ და ისევ კომ­ფორ­ტი­სა და ყვე­ლაფ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბის სურ­ვილ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

„ინ­ტერ­ნეტ-ერამ მო­ი­ტა­ნა სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვი გახ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, დავ­ზო­გოთ დრო. ვი­ტყო­დი, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი დროა და ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა მი­ნი­მა­ლურ დრო­ში მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბა მო­ა­ხერ­ხოს. დღეს ერ­თდრო­უ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, კუ­რი­ე­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა კი ახა­ლი პრო­ფე­სი­აა, რაც ცხოვ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 სპე­ცი­ა­ლო­ბის გარ­და ახალ პრო­ფე­სი­ებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა შემ­დე­გიც: ბლო­გე­რო­ბა, ქო­ფი­რა­ი­თე­რო­ბა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბა, ბრენდ-მე­ნე­ჯმენ­ტი, „Life Couch“-ობა. HR-ის სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში უცხო­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით­ვე შე­მო­დის, რის შეც­ვლა­ზეც შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში თა­ვად ერთ-ერთი ახა­ლი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა - ქო­ფი­რა­ი­თე­რებ­მა იზ­რუ­ნონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანინო
0

ეს ყველაფერი ბლეფია. უმჯობესია ყველამ გონებას მოუხმოს, დაფიქრდეს, სისულელეებს მოეშვას.

ჭ. წ.
0

"სახლში მიტანის სერვისი" საქარელოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნაში გვქონდა - კინტოები.................................

ასევე არსებობდა "ოღრაშების" ინსტიტუტი........................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

5 ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ათ წელიწადში გაჩნდა

5 ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ათ წელიწადში გაჩნდა

21-ე საუკუნემ, რომელიც კოლოსალური ტექნოლოგიური განვითარებითა და ცხოვრების განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხასიათდება, ახალი, მანამდე არასტანდარტული პროფესიების გაჩენა განაპირობა. ამ სუპერთანამედროვე სპეციალობებით მუშაობისთვის შესაბამისი განათლება სტანდარტული სახით, ანუ სასწავლებელში გატარებული წლები და შედეგად მიღებული დიპლომი აუცილებელი სულაც არ არის. მათში წარმატების მიღწევა ძირითადად მონდომებაზე, პრაქტიკასა და კონტაქტებზეა დამყარებული.

AMBEBI.GE-სთან ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტმა, ნინო ჯინჯოლავამ ის პროფესიები გამოჰყო, რომლებმაც ფეხი ჯერ მსოფლიოში, შემდეგ კი - საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიკიდა. 5 მთავარი ახალი პროფესიის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ინფლუენსერობა, იუთუბერობა, სოციალური მედიის მენეჯმენტი, რეკრუტერობა და სახლში მიტანის სერვისი.

ჯინჯოლავა განმარტავს, რომ უამრავი პროფესია უცხოეთიდან შემოვიდა, ამასთანავე, ახალი პროფესიების საქართველოში გაჩენა განაპირობა ინტერნეტმა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ და ზოგადად, 21-ე საუკუნემ, როგორც ციფრულმა ერამ.

1) ინფლუენსერობა

ინფლუენსერობის შესახებ AMBEBI.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ნინა პერტენავა ესაუბრა, რომლის თქმითაც, დაახლოებით 100 წლის წინ საზოგადოებასთან ურთიერთობის შემქმნელმა, ედვარდ ბერნეისმა პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, ცნობადი ადამიანების გამოყენება დაიწყო. ეს შემდგომშიც გაგრძელდა, მაგალითად, წარმატებული ადამიანების სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით.

„მას შემდეგ ძირითადმა სარეკლამო და საკომუნიკაციო არხებმა სოციალურ მედიაში გადაინაცვლა და აქტუალური გახდა ინფლუენსერების არსებობა, არამარტო უკვე ცნობილი და სხვა დარგიდან გადმოსული ადამიანების, არამედ უშუალოდ ბლოგერების, ვლოგერების, ინსტაგრამის გოგოებისა და ბიჭების, ეს კი უკვე ახალია. ინფლუენსერები საინტერესოა დამკვეთებისთვის, რომლებიც მათ პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაციაში ან თანხას უხდიან, ან სანაცვლოდ პროდუქციას სთავაზობენ. სწორედ აქედან დაიწყო ინფლუენსინგი, როცა ადამიანებს, ვისაც იუთუბზე საკუთარი არხები ან ინსტაგრამ გვერდები ჰქონდათ ბევრი გამომწერით, დიდი კომპანიები პროდუქციის გატესტვას, გამოყენებასა და საზოგადოებამდე მიტანას თხოვდნენ. მეორე ფორმაა ინფლუენსერების გვერდების გამოყენება მაგალითად, ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით“, - აღნიშნავს პერტენავა.

ის გამოჰყობს ინფლუენსინგის ტიპებს და აღნიშნავს, რომ ეს ახალი პროფესია რომელიმე ძველი სპეციალობის ჩანაცვლება კი არ არის, არამედ, მის წინა პლანზე ძირითადად, მულტიფუნქციური პროფესიებია წარმოდგენილი.

„ინფლუენსერობა ზოგჯერ კონტენტის ლამაზად და სწორად მიწოდებასთანაა დაკავშირებული, ასევე, არიან უბრალოდ, ლამაზი ინფლუენსერებიც, რომლებიც თავს უვლიან და ლამაზ ფოტოებს დებენ. ადამიანები მათ ეკითხებიან, როგორ მიაღწიეს ასეთ ფორმას, როგორ მაკიაჟს იყენებენ და ა.შ. არიან ისეთებიც, ვინც იუმორით გახდნენ პოპულარულები. ვფიქრობ, ერთი პროფესია უკვე აღარ არის იმისთვის საკმარისი, რომ ადამიანი მოთხოვნადი იყოს - აუცილებელია მეორე და შესაძლოა, მესამეც. ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ინფლუენსერების ბუნებრიობასაც.

თავად სოციალური ქსელებიც არ არსებობს დიდი ხანია და ინფლუენსერობაც, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ახალია. ჩვენთან ცოტა გვიან შემოდის ეს ტენდენციები და ბაზარი ახლა ყალიბდება. თუმცა, საქართველოში ნიჭიერი ინფლუენსერები არიან და ვფიქრობ, ცოტა ხანში ძალიან ხარისხიანი ინფლუენსერები გვეყოლება“, - აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

2) იუთუბერობა

შეიძლება ითქვას, იუთუბერობა, მიუხედავად იმისა, რომ ის თანამედროვე ტენდენციების გამო უკვე ცალკე პროფესიადაა ჩამოყალიბებული, ინფლუენსერობის ერთ-ერთი სახეცაა. იუთუბი უმთავრესი პლატფორმაა, სადაც ვიდეოების ატვირთვით ბევრმა, მანამდე უცნობმა ადამიანმა, სახელის მოხვეჭა მოახერხა. ზოგი არხი სერიოზული თემატიკით პოზიციონირდება, პოპულარულია შემეცნებითი, ანალიტიკური, „რჩევების მომცემი“ ვიდეოები, ზოგი კი გართობაზე და იუმორზე აკეთებს აქცენტს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არხი EmiliTV-ია, რომელზეც შვილის - ემილის ვიდეოებს მამა, არხის დამფუძნებელი, ლევან ალიმბარაშვილი ტვირთავს. ის AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროფესია იუთუბერობა საქართველოში ჯერ მთლად ფესვგადგმული არ არის, ვინაიდან ამ რესურსს კომპანიები ჯერ არ იყენებენ.

„იუთუბის სფეროში დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეს, აქ წარმატების მიღწევის რეცეპტები არ არსებობს. ბაზარს წინასწარ ვერც მოიკვლევ, არსებობს ტენდენციები, რა არის მოთხოვნადი, თუმცა, ინდივიდუალურია, რას მიაწვდი მომხმარებელს, შეიძლება, სულ სხვა რამ გააკეთო და ის გახდეს წარმატებული. პროცესში განვითარების შემდეგ შეგიძლია უფრო კონკრეტულად გაიგო, რა მიმართულებით შეიძლება, უფრო განვითარდე. მთავარია, აკეთო ის, რაც მოგწონს და ამაში მთელი შენი ძალები ჩადო, თუმცა არც ესაა 100%-იანი გარანტია.

ვფიქრობ, იუთუბერობა არანაკლები შრომაა, ვიდრე ის, რომ ადამიანი სამსახურში დადის და მუშაობს. ბავშვის მხრიდან ეს უფრო გართობაა და არა - დატვირთვა. მე უკვე რამდენიმე წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ალბათ, უკვე პროფესია გამოდის. შემოსავალს რაც შეეხება, არის, მაგრამ რთულია, ადამიანი აქედან მიღებულ შემოსავალს დაეყრდნოს. საზღვარგარეთ უფრო მეტი მაყურებელიცაა და რეკლამებიც სხვა თანხები ღირს, შესაბამისად, შემოსავალი იქ ბევრჯერ - 4-5-ჯერ მეტია. უცხოეთში თავად კომპანიები ხვდებიან, რა ძალა აქვს იუთუბს, რამდენი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოში ჯერჯერობით ამ მხრივ არ აქტიურობენ. კრეატივის გარდა, ბიუჯეტი ყოველთვის საჭიროა და მის გარეშე ხარისხიან, ტელევიზიის დონის ვიდეოს ვერ დადებ. სწორედ თანხების ნაკლებობის გამო უჭირთ ქართველ იუთუბერებს განვითარება. ალბათ, დრო არის საჭირო, რომ საქართველოში ეს სფერო მოძლიერდეს“, - აღნიშნავს EmiliTV-ის დამფუძნებელი.

3) სოციალური მედია მენეჯერი

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის, ნინო ჯინჯოლავას თქმით, სოციალური მედია მენეჯერის მოვალეობებია: კომპანიის ან ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების გვერდების მართვა, ინფორმაციის განახლება, შესაბამისი მარკეტინგ ინსტრუმენტების ხმარება და სოციალური პლატფორმის გამოყენება ბაზარზე კომპანიის სწორად პოზიციონირებისა და წინ წაწევისთვის. მისივე თქმით, სოციალური მედია აბსოლუტურად ადაპტირებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებზე.

სოციალური მედია მენეჯმენტი, როგორც ამას თავად სოციალური მედიის მენეჯერი, თამო მაღრაძე განმარტავს, იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯმენტია, უბრალოდ, ინტერნეტ-სივრცეში. მაღრაძე ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდისთვის მუშაობს და ამბობს, რომ უმთავრესი მონდომება და განვითარებაა.

„მარტომ, ინტერნეტის დახმარებით მოვახერხე განვითარებადა დღეს სოციალური მედიის გამოცდილი მენეჯერი ვარ. მოგებაზე არ მიფიქრია, მხოლოდ მიხაროდა, რომ ეს სფერო ჩემს პროფესიასთან - პიართან ახლოს იყო. სოციალური მედიის მენეჯმენტს საქართველოში საკმაოდ განვითარებულად ვთვლი, ამ სპეციალობით დასაქმებული ახალგაზრდები უჭკვიანესები და ძალიან ნიჭიერები არიან. უბრალოდ, ბევრი კომპანია სოციალური მედია მენეჯმენტის საჭიროებას ვერ ხედავს. რა არის ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი? მე ყველაზე მეტად ჩემს სამსახურში იმის გამო დამაფასეს, რომ ჩემი გვერდები საკუთარი შვილებივით შევიყვარე, ეს უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ასევე, მენეჯერი ძალიან მონდომებული უნდა იყოს, რომ განვითარდეს, განვითარება კი მთავარია“, - აღნიშნავს სოციალური მედიის მენეჯერი.

4) რეკრუტერი

ნინო ჯინჯოლავა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროფესიას, რეკრუტერს ცალკე გამოჰყოფს. რეკრუტერი, ანუ დამქირავებელი ის სპეციალისტია, რომელიც კომპანიასა თუ ორგანიზაციაში კადრების აყვანაზეა პასუხისმგებელი. ის არჩევს ამა თუ იმ ვაკანსიასთან დაკავშირებით სამსახურში შესულ რეზუმეებს, ატარებს გასაუბრებებს, ირჩევს თავისუფალი პოზიციებისთვის შესაბამის კანდიდატებს.

„ადამიანური რესურსების მენეჯერი ადრე თუ ყველა HR ფუნქციას აერთიანებდა, დღეს HR-ის მოვალეობების ფუნქციურად დაყოფა გახდა ტრენდული, რაც დიდი ხანია, საერთაშორისო ტენდენციაა. რეკრუტერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა და საქართველოშიც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ვიმედოვნებ, მომავალში IT რეკტურეტერების, ტექ-რეკრუტერების მომსახურება მაქსიმალურად „ონლაინ“ გახდება, უფრო ციფრულთან გვექნება საქმე და ინფორმაციის მიმოცვლა უფრო მოქნილი იქნება. ამის საშუალებას დღევანდელი სამყარო იძლევა, რაც უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ადამიანური რესურსი არ დავკარგოთ და გვახსოვდეს, რომ ყველაფრის ამოსავალი ისევ და ისევ ადამიანია”, - აცხადებს ნინო ჯინჯოლავა.

5) სახლში მიტანის სერვისი

ბოლო წლებში საქართველოში სახლში მიტანის სერვისი გაძლიერდა, რის შედეგადაც ქუჩებში კურიერები საკმაოდ მომრავლდნენ. ამა თუ იმ აპლიკაციის მეშვეობით გამოძახებული საკვები თუ სხვა პროდუქტი მომხმარებლის სახლში, ყველაზე მეტი, რამდენიმე საათში ჩნდება. სახლში მიტანის სერვისში საქმიანობა ერთ-ერთი ახალი პროფესიაა, რომლის აქტუალობაც, როგორც ჯინჯოლავა ამბობს, ისევ და ისევ კომფორტისა და ყველაფრის მაქსიმალურად გამარტივების სურვილთანაა დაკავშირებული.

„ინტერნეტ-ერამ მოიტანა საჭიროება, რაც შეიძლება მარტივი გახდეს ყველაფერი, დავზოგოთ დრო. ვიტყოდი, რომ 21-ე საუკუნეში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რესურსი დროა და ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რათა მინიმალურ დროში მაქსიმუმის გაკეთება მოახერხოს. დღეს ერთდროულად ძალიან ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა გვაქვს, კურიერული მომსახურება კი ახალი პროფესიაა, რაც ცხოვრების გამარტივების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

ჩამოთვლილი 5 სპეციალობის გარდა ახალ პროფესიებში მოიაზრება შემდეგიც: ბლოგერობა, ქოფირაითერობა, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტობა, ბრენდ-მენეჯმენტი, „Life Couch“-ობა. HR-ის სპეციალისტის თქმით, თუ დავაკვირდებით, ახალი პროფესიები ჩვენს რეალობაში უცხოური სახელწოდებითვე შემოდის, რის შეცვლაზეც შესაძლოა, მომავალში თავად ერთ-ერთი ახალი პროფესიის წარმომადგენლებმა - ქოფირაითერებმა იზრუნონ.