მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სა­ელ­ჩო რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის დაჭ­რა­სა და და­კა­ვე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­წუ­ხე­ბუ­ლია და ღრმა შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს ცნო­ბებ­ზე რუ­სე­თის მიერ მარ­თუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გას­რო­ლის, დაჭ­რი­სა და და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 11 ივ­ლისს, სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლის მახ­ლობ­ლად, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ. ჩვენ ვგმობთ გას­რო­ლი­სა და და­კა­ვე­ბის ფაქტს, რაც კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა, რა­საც რუ­სე­თის მიერ მარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი ამ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ასე­თი სა­ხი­ფა­თო და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ინ­ცი­დენ­ტი არ მოხ­დე­ბო­და, თუ რუ­სე­თი შე­ას­რუ­ლებ­და 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა შო­რი­საა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა კონ­ფლიქ­ტამ­დე არ­სე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ზე შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მის დაშ­ვე­ბა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ამ ინ­ცი­დენ­ტის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ ურ­ყე­ვია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, რომ რუ­სეთ­მა შე­წყვი­ტოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­წყვი­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცია», - ნათ­ქვა­მია აშშ-ს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია.

„მი­სია მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელს უწყობს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლას. ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია აქ­ტი­უ­რად და­აკ­ვირ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დო სრო­ლის ინ­ცი­დენტს და და­კა­ვე­ბის საქ­მეს. ამ კონ­ტექ­სტში მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რეკ შჩი­გე­ლი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ერგნე­თის ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის სწრაფ აღ­დგე­ნას“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, რომ 33 წლის მა­მა­კა­ცი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გამ­ყოფ ხაზ­თან გუ­შინ და­ა­კა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­კა­ვე­ბი­სას ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც ზაზა გა­ხე­ლა­ძე ფე­ხის არე­ში და­იჭ­რა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ცოტა, ოდნავ შეშფოთებაზე მეტი გამოხატეს ამერიკელებმა... აბა, ვნახოთ, რას იზამენ, გაათავისუფლებენ?

ზაზა
2

როგორც იქნა ვიგრძენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარში დგომა,რუსეთის დღეები დათვლილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია», - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მისია მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რომ 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

"მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"

"ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - სუს-ის განცხადება