მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ზუგ­დიდ­ში და­ვით (დადუ)შენ­გე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. შსს- ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი, ავ­ტო­მან­ქა­ნის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - “მე­ტა­დო­ნი” და “ლი­რი­კა” ამო­ი­ღეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.შ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, ზუგ­დიდ­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი, ავ­ტო­მან­ქა­ნის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - “მე­ტა­დო­ნი” და “ლი­რი­კა” ამო­ი­ღეს. ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ავ­ტო­მან­ქა­ნა, 6 785 აშშ დო­ლა­რი და 500 ევრო.

ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა სოტ­კი­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მისი და­ცის ქვეშ მყო­ფი პი­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩხრე­კა ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა.

ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ჩხრე­კას ის პი­რა­დად ეს­წრე­ბო­და, თუმ­ცა არა­ფე­რი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ ამო­უ­ღი­ათ.

„შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ჩხრე­კას ვეს­წრე­ბო­დი, თუმ­ცა იქი­დან არა­ფე­რი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ ამო­უ­ღი­ათ. ჯერ­ჯე­რო­ბით მუხ­ლი, კვა­ლი­ფი­კა­ცია ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. ჩრე­კა ცენ­ტრა­ლურ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა. არ ვიცი, რას ეძებ­დნენ. ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და პი­რად ჩხრე­კას არ ვეს­წრე­ბო­დი, ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ მაქვს. და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­დაჰ­ყავთ. თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ამო­ი­ღეს, ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა უნდა ჩა­ტარ­დეს, რო­მე­ლიც ხვალ ან ზეგ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, როცა ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა სოტ­კი­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
2

რავარც თვალი მაარიდა, მეტადონიც გეიჩითა სიმონ ხომ?.

ჯერ ერთი მეტადონი სამკურნალოა და არა ნარკოტიკი, მეორეც კიდევ, რაღა მაშინ იპოვნეს, თვითონ რომ არ ესწრებოდა? დიდი ეჭვია, რომ რაცხა ტაინი გარიგებისთვის ჭირიათ თვარა, რაიზე გოუჩალიჩებდნენ მაი ბაღანას, რავა ჯინი ჭირიათ მისი თუ???

ხმები ვითაამ???

Giorgi sixarulidze
845

ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში მოპარული ფულით დაქირავებული ტროლებისა და ბოტების კორიანტელია ყველა სოციალურ ქსელში მაგრამ იცოდეთ თქვე ბნელეთის ჭინკებო ყველას გამხელთ და სიმართლეს მოგახლით ყოველთვის ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ზუგდიდში დავით (დადუ)შენგელიას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს- ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6 785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა პაატა სოტკილავამ განუცხადა, მისი დაცის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელ სახლში, ასევე ავტომობილში ჩხრეკა ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა.

ადვოკატი განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას ის პირადად ესწრებოდა, თუმცა არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

„შემიძლია გითხრათ, რომ საცხოვრებელი ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას ვესწრებოდი, თუმცა იქიდან არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ჯერჯერობით მუხლი, კვალიფიკაცია ჩვენთვის უცნობია. ჩრეკა ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. არ ვიცი, რას ეძებდნენ. ავტომობილისა და პირად ჩხრეკას არ ვესწრებოდი, ჯერჯერობით საქმის მასალები არ მაქვს. დაკავებული ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. თუ ავტომობილიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოიღეს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩატარდეს, რომელიც ხვალ ან ზეგ იქნება ცნობილი, როცა ბრალს წაუყენებენ“, - განაცხადა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.

ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დუმილის უფლებას იყენებს და დაცვაზე უარს ამბობს - რას ამბობს ადვოკატი

მკვლელობა პანკისში - ნათესავებს შორის შელაპარაკება ტრაგიკულად დასრულდა

ზუგდიდში დაკავეს პირი, რომელმაც ნაცნობი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა