პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?
ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?

10 ივ­ლისს, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად დად­გე­ნი­ლია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. "ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს", - ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა.

შე­გახ­სნებთ, ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში 17 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, რომ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში" მყოფ 6 პირს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს. კერ­ძოდ, მათ ბრა­ლად წა­უ­ყე­ნონ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი.

ვინ იჯდა "ტო­ი­ო­ტა­ში ქამ­რი­ში"?

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­მო­ბილ­ში ის­ხდნენ: არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ასე­ვე - ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი: ა.ქ. და ზ.ხ. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მათ­გან 3 ახალ­გაზ­რდა წვე­უ­ლე­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან წა­ვიდ­ნენ, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ჩი­ქო­ვა­ნის­ვე "ტო­ი­ო­ტა ქამ­რით", რო­მელ­საც, გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მარ­თავ­და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით "ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი თა­ვი­სი და ნ.ხ.-ს ცე­მის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის მიზ­ნით, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სათ­ვის თა­ვი­სი და გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან წა­ვი­და თბი­ლის­ში".

27 ივ­ნი­სის პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა ნ.ც.-სა და გიგა ტა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­წია ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი პი­რე­ბის შეკ­რე­ბას, რის გა­მოც ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მი­ა­კი­თხეს ვა­სილ მა­ხა­რა­ძეს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­სა და ნიკა ჟვა­ნი­ას და წა­იყ­ვა­ნეს მცხე­თა­ში. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Shalva
15

სწორედ სასამართლოს და ძალოვნების დამოუკედებლობაა ქვეყნის მოწყობის პირევლი და უმთავრესი ნიშანი სახელმწიფოსი. ჩვენ კი რა? უკვე 30 წელია სულ ვიღაცის იმედად ვართ, ხან გრიშა, ხან ედიშა, ხან მიშა, ხანაც არქიფო და აღარ დამთავრდა. ხან უჩოქებთ რომ ის გაგვიძღვეს წინ, ხან უკან დავყვებეთ ჯგუფ ჯგუფად მიშა, მიშას ძახილით და ახლა ამას დამოუკიდებლობის გარანტად გვისახელებენ. სანამ სასამართლო და ძალოვნები ლაქიებად ეყოლებათ მთავრობას და პირველ პირს მანამ არ იქნება ქვეყნის საშველი. სისტემა უნდა იყოს სამართლებრივი და არა ვიღაცაზე იმედად. ხომ ვხედავთ? არავინ გაგვიმართლა და ტყული გამოდგა ყველას დანაპირები. ამერიკაში ვიღაც მოსამართლემ ტრამპის ბრძანება გააუქმა, როცა მან რამოდენიმე ქვეყანას საზღვრები დაუკეტა ბოლო ტერაქტების დროს. აქ ბავშვებს და ახალგაზდებს კლავენ და სამართალი არ დგება. ჩვენ კი ვდაობთ რომელმა მთავრობამ იმსხვერპლა გირგვლიან, რობაქიძე და რომელმა მაჩალიკაშვილი, სარალიძე, შაქარაშვილი. ამ მთავრობის ხელში საქართველო საბოლოოდ დაიღუპება. სასამართლო თვითონ კლანია და კორუფცია საბოლოვოდ დაასამარებს ჩვენ ქვეყანას.

mogakitxav
8

RATOM TKUI?? angry angry

შენ ხომ თქვი ყველაფერი ვისწავლეო? კომენტების წაშლას ახლა გაჩვენებთო, ხოდა დისლაიქები რაღა პრობლემაა? joy joy

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?

10 ივლისს, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დადგენილია ასფიქსია წყალში დახრჩობით. "ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით კი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შეგახსნებთ, ამ საქმის ფარგლებში 17 ადამიანია დაკავებული.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნაა, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი.

ვინ იჯდა "ტოიოტაში ქამრიში"?

სამართალდამცავთა მიერ მიღებული ჩვენებების მიხედვით, ავტომობილში ისხდნენ: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ასევე - ორი არასრულწლოვანი: ა.ქ. და ზ.ხ. საქმის მასალების მიხედვით, მათგან 3 ახალგაზრდა წვეულებაზე არ იმყოფებოდა და ისინი ნაძალადევის რაიონიდან წავიდნენ, ვახტანგ ჩიქოვანის ორგანიზებით, ჩიქოვანისვე "ტოიოტა ქამრით", რომელსაც, გამოძიების მასალების თანახმად, მართავდა ვასილ მახარაძე.

საგამოძიებო მასალების მიხედვით "ვახტანგ ჩიქოვანი თავისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, ფიზიკური ძალის მობილიზებისათვის თავისი და გიგა ტატიაშვილის ავტომობილებით თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდა თბილისში".

27 ივნისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა ნ.ც.-სა და გიგა ტატიაშვილთან ერთად მობილიზება გაუწია ფიზიკურად ძლიერი პირების შეკრებას, რის გამოც ნაძალადევის რაიონში მიაკითხეს ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ნიკა ჟვანიას და წაიყვანეს მცხეთაში. წაიკითხეთ სრულად

გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა

საქართველომ რუსეთს ცოლის მკვლელობისთვის ძებნილი გადასცა - რას წერს რუსული გამოცემა

"დაამტკიცა, რომ იმ დღეს საერთოდ არ იყო გასული მცხეთის ტერიტორიაზე" - შსს-ში "კაწროს" მეგობრის, დაჩი ბუაძის გამოკითხვა დასრულდა