მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა
10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

„გა­მარ­ჯო­ბა! მე მომ­ღე­რა­ლი ვარ! დიახ, მომ­ღე­რა­ლი და არა ვო­კა­ლის­ტი! ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ვიყო არა­ვის­ტი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვო ჩემი სუ­ლის სიღ­რმე­ში, სა­დაც იბა­დე­ბა ჩემი სიმ­ღე­რა, სა­დაც დიდი ტკი­ვი­ლია, სა­დაც იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი სი­ხა­რუ­ლია, სა­დაც არ არის სი­ყალ­ბე და ყვე­ლა­ფე­რი თბე­ბა გუ­ლი­დან და სის­ხლის წვე­თე­ბად ჩა­მო­დე­ნი­ლი სიწრფე­ლით. სიმ­ღე­რა ჩემ­თვის ერ­თგუ­ლე­ბაა ჩემი მსმე­ნე­ლი­სად­მი. სიმ­ღე­რა სიყ­ვა­რუ­ლია ჩემი სამ­შობ­ლო­სად­მი, სიმ­ღე­რა სა­მად­ლო­ბე­ლია ჩემი მშობ­ლე­ბი­სად­მი და გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დი­სად­მი, ვინც თაფ­ლად ჩაღ­ვა­რა ჩემ­ში იმე­რუ­ლი ნანა, რო­მე­ლიც დღე­საც ჩა­მეს­მის, შო­რი­დან, ტაძ­რის გუმ­ბა­თი­დან გა­მო­ჟო­ნი­ლი შუქი გა­ლო­ბა­სა­ვით! ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის შე­უ­ფა­სე­ბე­ლი სიმ­დიდ­რეა, სა­დაც უთა­ვა­ლა­ვი ფერი და სი­ლა­მა­ზეა, სწო­რედ ამ უთა­ლავ სამ­ყა­რო­ში მინ­დო­და შეფ­რე­ნა პა­ტა­რა ბიჭს და ამ მა­გი­ურ­მა სი­ლა­მა­ზემ გა­მი­ჩი­ნა სა­ში­ნე­ლი წყურ­ვი­ლი სიმ­ღე­რის. ეს გზა არ არის არ­ჩე­ვა­ნი და სხვა ვერც იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს არის ის ერ­თა­დერ­თი გზა, სა­დაც შე­მიძ­ლია ვი­სუნ­თქო შე­სა­ბა­მი­სად, ვი­არ­სე­ბო სიმ­ღე­რით“ - ეს სი­ტყვე­ბი ოპე­რის მომ­ღე­რალს გოჩა აბუ­ლა­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც თა­ვის ახალ ალ­ბომს წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბად წა­უმ­ძღვა­რა. ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ზე ბევ­რს და­უ­წე­რია, მაგ­რამ ასე­თი გრძნო­ბით ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად და ეს გრძნო­ბა მომ­ღერ­ლის ქარ­თუ­ლად ნამ­ღერ ჰან­გებს ყო­ველ­თვის ეტყო­ბა.

"ბრა­ვო რე­ქორდსში" გოჩა აბუ­ლა­ძის ახა­ლი ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა, რო­მე­ლიც „ბრა­ვო რე­ქორდსის„ ხელ­მძღვა­ნელ­მა ზაზა შენ­გე­ლი­ამ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. ალ­ბო­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "აბუ­ლი". ალ­ბომ­ში შე­სუ­ლია 10 ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია: „რაც ამ ქვეყ­ნად სიყ­ვა­რუ­ლი მე­ფობს“, „მთვა­რეო“, „ტრი­ა­ლებს“, „ია­გუნ­დი“, „და­იგ­ვი­ა­ნეს“, „გან­შო­რე­ბის სი­ცი­ვე“, „სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არის“, „თოვს“, „რო­გორც ჩიტი გა­ლი­ა­ში“ და „ჰე­რიო ბი­ჭე­ბო.

სიმ­ღე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში აკომ­პა­ნი­მენტს მუ­სი­კო­სი დათო ლონ­და­რი­ძე უწევს და თი­თო­ე­უ­ლი ნა­მუშ­ვა­რი მომ­ღე­რალს თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვით მო­აქვს მსმე­ნე­ლამ­დე. პრე­ზენ­ტა­ცი­ის ბო­ლოს გოჩა აბუ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ძმას­თან ერ­თად კვლა­ვაც დათო ლონ­და­რი­ძის აკომ­პა­ნი­მენ­ტით შე­უს­რუ­ლა რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ახა­ლი ალ­ბო­მი­დან.

მომ­ღერ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა ქუ­თა­ი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის და თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან იწყე­ბა, რის შემ­დე­გაც, სწავ­ლა იტა­ლი­ა­ში გა­ნაგ­რძო, სა­დაც გა­მო­ჩე­ნილ სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვებ­თან ორი წელი სწავ­ლობ­და. მისი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტის­ტე­ბი: ლუბა ლო­მა­კი­ნა, ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძე, მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე, ვი­ლი­ამ მა­ტე­უ­ცი, რა­ი­ნა კა­ბა­ი­ვანსკა, ლელა კუ­ბერ­ლი, ვაჟა ჩა­ჩა­ვა და ა.შ. ის ათამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი კა­რი­ე­რა უკავ­შირ­დე­ბა ის­ტო­რი­ულ სა­ო­პე­რო თე­ატ­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა „არე­ნა დი ვე­რო­ნა“, „მარ­მის რე­ჯოს თე­ატ­რი“, „ბუ­სე­ტოს ვერ­დის თე­ატ­რი“, „კა­ლი­ა­რის თე­ატ­რი“, ლონ­დო­ნის „გრე­ინჯ პარკ ოპე­რა“, „მონ­პე­ლიე“, „ვე­რო­ნას ფი­ლარ­მო­ნი­კოს თე­ატ­რი“ და სხვ. ამ თე­ატ­რებ­ში ოც­დაშ­ვი­დი მთა­ვა­რი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

მომ­ღე­რალს უთა­ნამ­შრომ­ლია ისეთ დიდ არ­ტის­ტებ­თან რო­გო­რე­ბიც არი­ან ფრან­კო ძე­ფი­რე­ლი, უგო დე ანა, და­ნი­ელ ორე­ნი, ან­დრეა ბა­ტის­ტო­ნი, დო­ნა­ტო რენ­ცე­ტი, მარ­კუს ბოში, გუს­ტავ კუნი, ფე­რუ­ჩო ფურ­ლა­ნე­ტო, მი­ქე­ლან­ჯე­ლო მაცა, ფრან­ჩეს­კო ივან ჩამ­პა, ლეო ნუჩი და ა.შ.

2014 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გოჩა აბუ­ლა­ძე სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მომ­ღერ­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შტუდ­გარ­ტის ფი­ლარ­მო­ნი­ულ ორ­კესტრთან, სა­დაც მისი პირ­ვე­ლი დის­კი ჩა­ი­წე­რა ჯუ­ზე­პე ვერ­დის ოპე­რა „მე­ფო­ბის ერთი დღე“. ოპე­რა გა­და­ი­ცე­მო­და გერ­მა­ნი­ის მთა­ვა­რი რა­დი­ოს პირ­და­პირ ეთერ­ში. დღეს ამ დის­კის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­პის წამ­ყვან მუ­სი­კა­ლურ მა­ღა­ზი­ებ­ში. მისი ბოლო წარ­მა­ტე­ბა კი უკავ­შირ­დე­ბა ამე­რი­კას. წელს გოჩა აბუ­ლა­ძის დე­ბი­უ­ტი შედ­გა ნიუ-იორკში, ის­ტო­რი­უ­ლი კარ­ნე­გი ჰო­ლის სცე­ნა­ზე.

გოჩა აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მსოფ­ლი­სოს არა­ერთ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მღე­რის, ქარ­თულ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა მის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­პა­ტიო საქ­მეა. ამი­ტომ თავს უბედ­ნი­ე­რად მი­იჩ­ნევს, რომ ოც­ნე­ბა აუხ­და, რად­გა­ნაც უკვე აქვს ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი ესტრა­დიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ათი სიმ­ღე­რის მი­სე­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბის ალ­ბო­მად გა­მო­ცე­მუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, რის­თვი­საც მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ საქ­მე­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

მაია
0

უკომენტაროდ, სასწაული ბიჭები არიან!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

„გამარჯობა! მე მომღერალი ვარ! დიახ, მომღერალი და არა ვოკალისტი! ჩემი მთავარი მიზანია, ვიყო არავისტი და თავისუფლება მოვიპოვო ჩემი სულის სიღრმეში, სადაც იბადება ჩემი სიმღერა, სადაც დიდი ტკივილია, სადაც იშვიათი, მაგრამ ნამდვილი სიხარულია, სადაც არ არის სიყალბე და ყველაფერი თბება გულიდან და სისხლის წვეთებად ჩამოდენილი სიწრფელით. სიმღერა ჩემთვის ერთგულებაა ჩემი მსმენელისადმი. სიმღერა სიყვარულია ჩემი სამშობლოსადმი, სიმღერა სამადლობელია ჩემი მშობლებისადმი და განსაკუთრებით დედისადმი, ვინც თაფლად ჩაღვარა ჩემში იმერული ნანა, რომელიც დღესაც ჩამესმის, შორიდან, ტაძრის გუმბათიდან გამოჟონილი შუქი გალობასავით! ქართული სიმღერა ჩემთვის შეუფასებელი სიმდიდრეა, სადაც უთავალავი ფერი და სილამაზეა, სწორედ ამ უთალავ სამყაროში მინდოდა შეფრენა პატარა ბიჭს და ამ მაგიურმა სილამაზემ გამიჩინა საშინელი წყურვილი სიმღერის. ეს გზა არ არის არჩევანი და სხვა ვერც იქნებოდა, რადგან ეს არის ის ერთადერთი გზა, სადაც შემიძლია ვისუნთქო შესაბამისად, ვიარსებო სიმღერით“ - ეს სიტყვები ოპერის მომღერალს გოჩა აბულაძეს ეკუთვნის, რომელიც თავის ახალ ალბომს წინასიტყვაობად წაუმძღვარა. ქართულ სიმღერაზე ბევრს დაუწერია, მაგრამ ასეთი გრძნობით ალბათ იშვიათად და ეს გრძნობა მომღერლის ქართულად ნამღერ ჰანგებს ყოველთვის ეტყობა.

"ბრავო რექორდსში" გოჩა აბულაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია შედგა, რომელიც „ბრავო რექორდსის„ ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ წარმოგვიდგინა. ალბომის სახელწოდებაა "აბული". ალბომში შესულია 10 ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია: „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“, „მთვარეო“, „ტრიალებს“, „იაგუნდი“, „დაიგვიანეს“, „განშორების სიცივე“, „სხვა საქართველო სად არის“, „თოვს“, „როგორც ჩიტი გალიაში“ და „ჰერიო ბიჭებო.

სიმღერების უმეტესობაში აკომპანიმენტს მუსიკოსი დათო ლონდარიძე უწევს და თითოეული ნამუშვარი მომღერალს თავისებური ხედვით მოაქვს მსმენელამდე. პრეზენტაციის ბოლოს გოჩა აბულაძემ ჟურნალისტებს ძმასთან ერთად კვლავაც დათო ლონდარიძის აკომპანიმენტით შეუსრულა რამდენიმე სიმღერა ახალი ალბომიდან.

მომღერლის მუსიკალური კარიერა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის და თბილისის კონსერვატორიის დამთავრებიდან იწყება, რის შემდეგაც, სწავლა იტალიაში განაგრძო, სადაც გამოჩენილ საოპერო ვარსკვლავებთან ორი წელი სწავლობდა. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი არტისტები: ლუბა ლომაკინა, ნოდარ ანდღულაძე, მონსერატ კაბალიე, ვილიამ მატეუცი, რაინა კაბაივანსკა, ლელა კუბერლი, ვაჟა ჩაჩავა და ა.შ. ის ათამდე საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. მისი წარმატებული ევროპული კარიერა უკავშირდება ისტორიულ საოპერო თეატრებს, როგორებიცაა „არენა დი ვერონა“, „მარმის რეჯოს თეატრი“, „ბუსეტოს ვერდის თეატრი“, „კალიარის თეატრი“, ლონდონის „გრეინჯ პარკ ოპერა“, „მონპელიე“, „ვერონას ფილარმონიკოს თეატრი“ და სხვ. ამ თეატრებში ოცდაშვიდი მთავარი როლი აქვს შესრულებული.

მომღერალს უთანამშრომლია ისეთ დიდ არტისტებთან როგორებიც არიან ფრანკო ძეფირელი, უგო დე ანა, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, დონატო რენცეტი, მარკუს ბოში, გუსტავ კუნი, ფერუჩო ფურლანეტო, მიქელანჯელო მაცა, ფრანჩესკო ივან ჩამპა, ლეო ნუჩი და ა.შ.

2014 წელს გერმანიაში გოჩა აბულაძე სეზონის საუკეთესო მომღერლად დაასახელეს. აღსანიშნავია მომღერლის თანამშრომლობა შტუდგარტის ფილარმონიულ ორკესტრთან, სადაც მისი პირველი დისკი ჩაიწერა ჯუზეპე ვერდის ოპერა „მეფობის ერთი დღე“. ოპერა გადაიცემოდა გერმანიის მთავარი რადიოს პირდაპირ ეთერში. დღეს ამ დისკის შეძენა შესაძლებელია ევროპის წამყვან მუსიკალურ მაღაზიებში. მისი ბოლო წარმატება კი უკავშირდება ამერიკას. წელს გოჩა აბულაძის დებიუტი შედგა ნიუ-იორკში, ისტორიული კარნეგი ჰოლის სცენაზე.

გოჩა აბულაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლისოს არაერთ საოპერო სცენაზე მღერის, ქართულ სიმღერის შესრულება მისთვის გამორჩეულად საპატიო საქმეა. ამიტომ თავს უბედნიერად მიიჩნევს, რომ ოცნება აუხდა, რადგანაც უკვე აქვს ქართული კლასიკური ესტრადიც შესანიშნავი ათი სიმღერის მისეული შესრულების ალბომად გამოცემული ვერსიები, რისთვისაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.