საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა
"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

ასე­თი მოვ­ლი­ლი და გაწკრი­ა­ლე­ბუ­ლი სათ­ბუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, ცო­ტაა. სო­ფელ მაღ­ლა­კის მკვიდ­რის, ელ­გუ­ჯა ნი­ქა­ბა­ძის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში უკვე კარ­გად გა­მარ­თულ შვიდ სათ­ბურს მალე მერ­ვეც შე­ე­მა­ტე­ბა. ფერ­მე­რი ამ­ბობს, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბის ათამ­დე გაზ­რდას აპი­რებს. მოჰ­ყავს ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლი, ამ ყვე­ლა­ფერს კი მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა და დიდი ენერ­გია დას­ჭირ­და. საქ­მე 15 წლის წინ სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით და­ი­წყო.

- მაღ­ლა­კი ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს არის, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ონ­ში. მე­ურ­ნე­ო­ბას ვუ­ძღვე­ბით, პრო­დუქტსაც ვი­წევთ. ახლა გვაქვს სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, მწვა­ნი­ლი. სა­სუ­ქად მხო­ლოდ ორ­გა­ნულ სა­სუქს ვი­ყე­ნებთ, არა­ნა­ირ შხამ­ქი­მი­კა­ტებს. ნი­ა­დაგს დამ­წვა­რი ნა­კე­ლით ვა­ნოყი­ე­რებთ.

- ე.ი. ბი­ოპ­რო­დუქ­ტის მი­ღე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- ჩვე­ნი საქ­მის თა­ვი­და­თა­ვი ის არის, რომ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი მო­ვი­წი­ოთ და არა ისე­თი, რო­გო­რიც, ვთქვათ, თურ­ქე­თი­დან ან სხვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან შე­მო­დის. მი­მაჩ­ნია, რომ ის პრო­დუქ­ტი შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბით არის გაჟ­ღენ­თი­ლი. ის კი არა, ზოგს მი­წა­ზე არც რგა­ვენ - მა­გა­ლი­თად, კიტ­რი, პო­მი­დო­რი წყალ­ზე მოჰ­ყავთ ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბი­თა და წვე­თო­ვა­ნი სის­ტე­მე­ბით. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აქაც და სხვა­გა­ნაც სა­სუ­ქად ქი­მი­კა­ტებს კი ხმა­რობ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ორ­გა­ნულ სა­სუქ­ზე გა­და­ვე­დით... სათ­ბურ­ში, ტა­ლა­ვერ­ზე, კარ­გი თითა ყუ­რძე­ნიც მომ­ყავს.

ვი­წყებთ სხვა­დას­ხვა სა­ხის ჩი­თი­ლით. ამას რომ და­ვამ­თავ­რებთ, სა­ლა­თის ფურ­ცლებ­ზე გა­დავ­დი­ვართ, შემ­დეგ ზა­ფხუ­ლის მწვა­ნი­ლი­დან - ზამ­თრის მწვა­ნილ­ზე და ასე... არ ვჩერ­დე­ბით... მოკ­ლედ, ჩი­თი­ლებ­ზე ადრე გა­ზა­ფხულ­ზე ვმუ­შა­ობთ, მერე პრო­დუქტს ვი­წევთ და ბა­ზარს ვა­წო­დებთ.

- რო­მელ ბა­ზარს ამა­რა­გებთ?

- ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ ბა­ზარს. ძი­რი­თა­დად, ბაზ­რის სა­ბი­თუ­მო სის­ტე­მა­ზე ვმუ­შა­ობთ. ზამ­თარ­ში მწვა­ნილს მაღ­ლა­კის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი პუნ­ქტი იბა­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და სა­ზღვარ­გა­რე­თაც გზავ­ნის.

- რა ფარ­თობ­ზეა თქვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა?

- სულ 2500 კვ მ-ია, სა­დაც შვი­დი სათ­ბუ­რია და მერ­ვეც მალე გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ 10 სათ­ბუ­რი იქ­ნე­ბა. ძი­რი­თა­დად ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვშრო­მობთ, მაგ­რამ არის პე­რი­ო­დე­ბი, როცა საქ­მე ძა­ლი­ან იმა­ტებს და სხვებ­საც ვიხ­მართ.15 წლის წინ და­ვი­წყეთ. მა­შინ ხისა და ბამ­ბუ­კის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით იგე­ბო­და სათ­ბუ­რე­ბი და რკი­ნა­ბე­ტონს არ იყე­ნებ­დნენ. ჩვენც ხის კონ­სტრუქ­ცია გვქონ­და, რაც ჩვე­ნი სახ­სრე­ბით, და­ნა­ზო­გით და ბან­კის დახ­მა­რე­ბით გა­ვა­კე­თეთ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბას ვა­კი­თხავ­დი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­პი­რე­ბას კი ბევ­რს ვი­ღებ­დი, მაგ­რამ შე­დე­გად - არა­ფერს.

- სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით არას­დროს გი­სარ­გებ­ლი­ათ?

- არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას ჩემ­თვის ხელი არ შე­უ­წყვია. ახლა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დახ­მა­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წყალ­ტუ­ბო­ში ჩა­ვე­დი. მომ­ცეს მი­თი­თე­ბე­ბი, ელექტრო­ნუ­ლად რა და რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვე­რაფ­რით დავ­რე­გის­ტრირ­დი, სის­ტე­მა მე­უბ­ნე­ბო­და, თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი არას­წო­რი­აო! რა იყო არას­წო­რი - სა­ხე­ლი, გვა­რი თუ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი? სხვა მო­ნა­ცემს პირ­ველ ეტაპ­ზე არ ითხოვ­და. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი დაბ­ლო­კი­ლი იყო. ვერც ჩემი სა­ხე­ლით შე­ვე­დი, ვერც - შვი­ლის, ვერც - სი­ძი­სა და მე­ზობ­ლის. ამის შემ­დეგ მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ ეს იყო თვალ­თმაქ­ცო­ბა, ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის სხვა გზა უნდა აერ­ჩი­ათ, კო­მი­სია უნდა შე­ექ­მნათ, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის ნაკ­ვე­თებ­ში ივ­ლი­და და მე­ურ­ნე­ო­ბის მუ­შა­ო­ბას ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლი­და.

თუ მთავ­რო­ბა­ში "პატ­რო­ნი" გყავს, მოგ­ხე­და­ვენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­ნა­ირ­მა ადა­მი­ან­მა არ იფიქ­როს, ვინ­მეს­თან რამე გა­უ­ვი­დეს. ჩვენ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს უპ­რო­ცენ­ტო სესხს უნდა აძ­ლევ­დნენ. სა­ნამ ძი­რი­თად ვალს და მერე პრო­ცენტს გა­ის­ტუმ­რებ, წელ­ში წყდე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ დამ­წყე­ბი ხარ...

- რით არის თქვე­ნი სო­ფე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი, რისი მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა?

- ჩვენ­თან მე­ბოსტნე­ო­ბაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ადრე იყო ჩაი, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა. საბ­ჭო­თა მე­ურ­ნე­ო­ბა რომ გა­უქ­მდა, მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და. სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თებ­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის (ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ბა­ღჩე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი) მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს. ყვე­ლა­ფე­რი მო­დის - პო­მი­დო­რი, კიტ­რი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, მის­დე­ვენ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა­საც. ყვე­ლა დარ­გის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ­სე­ბობს, თუკი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ხარ და სურ­ვი­ლიც გაქვს.

პა­ტა­რა სო­ფე­ლი არ არის, 1500 კომ­ლი ცხოვ­რობს. ზოგი ოჯა­ხი წა­სუ­ლია, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა აქ არის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევს, მაგ­რამ რად გინ­და? ბა­ზარ­მა გლე­ხის ნაშ­რო­მი უნდა და­ა­ფა­სოს, მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა. გლე­ხის­გან ატამს, კი­ლოგ­რამ მწვა­ნილს 50 თეთ­რად რომ ყი­დუ­ლობ და ჩემ­გან წა­ღე­ბუ­ლი სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში 1 კგ 12 ლარი ღირს, ამას რა ჰქვია? ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ვაჭ­რე­ბი 1000%-იანი მო­გე­ბით მუ­შა­ო­ბენ. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი არ ექ­ნე­ბა და იმა­ზე არ იფიქ­რე­ბენ, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი ღი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, მა­ნამ­დე გა­ჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა. ისე­თი ია­ფია (20 თეთ­რი) პო­მიდვ­რის ჩა­ბა­რე­ბა, გლე­ხებს არც უღირთ და ზოგ­ჯერ ყრი­ან ან პი­რუ­ტყვს აჭ­მე­ვენ.

ხომ შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­თი­დან "შე­ღე­ბი­ლი ტო­მა­ტი" არ შე­მო­ვი­ტა­ნოთ და ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტის­გან გა­ვა­კე­თოთ?! მო­სახ­ლე­ო­ბას ტრაქ­ტო­რე­ბი უნ­დო­და, სხვა მო­თხოვ­ნე­ბიც ჰქონ­დათ... ხომ შე­იძ­ლე­ბო­და მაღ­ლა­კი­დან ვინ­მე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ბევ­რი ცდის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

- დახ­მა­რე­ბა არ მი­გი­ღი­ათ და რო­გორც მივ­ხვდი, არც ელო­დე­ბით, მაგ­რამ ხელი არას­დროს ჩა­გიქ­ნე­ვი­ათ და თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობთ. რას ეტყვით მათ, ვი­საც ხელი აქვს ჩაქ­ნე­უ­ლი?

- უი­მე­დოდ ყოფ­ნა არ ვარ­გა. უმოქ­მე­დო­ბას ისევ შრო­მა სჯობს. ხის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით რომ და­ვი­წყე სათ­ბუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა (ისიც არ ჯდე­ბო­და იაფი - თითო სათ­ბუ­რი 4-5 ათა­სი ლარი მა­ინც. რკი­ნა­ბე­ტო­ნი კი 7 ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბა) და და­ვამ­თავ­რე, პირ­ვე­ლი უკვე სა­რეს­ტავ­რა­ციო იყო. ამის გამო ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, სხვა საქ­მეს მოვ­კი­დო ხელი-მეთ­ქი, მაგ­რამ არა - სო­ფელ­მა სო­ფელს უნდა მი­ხე­დოს, ქა­ლაქ­მა - ქა­ლა­ქის საქ­მეს. დამ­წყე­ბებს ვე­ტყო­დი, რომ თა­ვი­დან პა­ტა­რა საქ­მე­ე­ბით და­ი­წყონ. პირ­ვე­ლად 1500-ლა­რი­ა­ნი სეს­ხი ავი­ღეთ და იმ დრო­ი­დან აქამ­დე მოვ­დი­ვართ. ერ­თბა­შად დიდი ფი­ნან­სე­ბის ბან­კი­დან გა­მო­ტა­ნას არა­ვის ვურ­ჩევ. ეს მხო­ლოდ გა­აზ­რე­ბუ­ლად, სა­კი­თხის კარ­გად შეს­წავ­ლით უნდა მოხ­დეს. საქ­მის და­წყე­ბის დრო­საც გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს და­ე­კი­თხონ, რომ არ იზა­რა­ლონ, თუმ­ცა ადა­მი­ან­მა თვი­თონ უნდა გან­სა­ზღვროს ყვე­ლა­ფე­რი - რო­გო­რია ბა­ზა­რი, რო­გორ იყი­დე­ბა პრო­დუქ­ტი და გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ბრძან­დე­ბით?

- პე­და­გო­გი... მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ მხო­ლოდ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი და მე­ურ­ნე­ო­ბას შე­ვე­ჭი­დე, მერე კი მე­ურ­ნე­ო­ბას სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ვე­ღარ შე­ვუ­თავ­სე. და­წყე­ბით სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა­სა და ფი­ზაღ­ზრდას ვას­წავ­ლი­დი, ბევ­რი კარ­გი სპორ­ტსმე­ნიც გა­მო­მიზ­რდია, დღეს კი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა სფე­როა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

ასეთ ადამიანს რომ სახელმწიფო არ დაეხმარება, იმიტომაა საწამლავს რომ ჭამს მთელი ქვეყანა, ბევრს სულ არ ადარდებს, არც ხელის განძრევა უნდა, ბევრს კიდევ არ აქვს საშუალება რამე თვითონ მოიყვანოს.

???????????????
1

მერედა სადა გაქვს სახელმწიფო????????????? სახელმწიფოს 30 წელია ხრავენ სულით სირახიტის ფორმულა დაუნები. რაც უფრო უვარგისი ხარ ე.ი. წარმატებული იქნები ყველაფერში, ესაა პრინციპი ამათი ..................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

ასეთი მოვლილი და გაწკრიალებული სათბური საქართველოში, ალბათ, ცოტაა. სოფელ მაღლაკის მკვიდრის, ელგუჯა ნიქაბაძის საკარმიდამო ნაკვეთში უკვე კარგად გამართულ შვიდ სათბურს მალე მერვეც შეემატება. ფერმერი ამბობს, რომ მათი რაოდენობის ათამდე გაზრდას აპირებს. მოჰყავს ყველანაირი ბოსტნეული, მწვანილი, ამ ყველაფერს კი მუხლჩაუხრელი შრომა და დიდი ენერგია დასჭირდა. საქმე 15 წლის წინ საკუთარი სახსრებით დაიწყო.

- მაღლაკი ქუთაისთან ახლოს არის, წყალტუბოს რაიონში. მეურნეობას ვუძღვებით, პროდუქტსაც ვიწევთ. ახლა გვაქვს სალათის ფურცელი, მწვანილი. სასუქად მხოლოდ ორგანულ სასუქს ვიყენებთ, არანაირ შხამქიმიკატებს. ნიადაგს დამწვარი ნაკელით ვანოყიერებთ.

- ე.ი. ბიოპროდუქტის მიღება თქვენთვის მნიშვნელოვანია...

- ჩვენი საქმის თავიდათავი ის არის, რომ ჯანსაღი პროდუქტი მოვიწიოთ და არა ისეთი, როგორიც, ვთქვათ, თურქეთიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან შემოდის. მიმაჩნია, რომ ის პროდუქტი შხამქიმიკატებით არის გაჟღენთილი. ის კი არა, ზოგს მიწაზე არც რგავენ - მაგალითად, კიტრი, პომიდორი წყალზე მოჰყავთ ქიმიური სასუქებითა და წვეთოვანი სისტემებით. კომუნისტების დროს აქაც და სხვაგანაც სასუქად ქიმიკატებს კი ხმარობდნენ, მაგრამ თანდათანობით ორგანულ სასუქზე გადავედით... სათბურში, ტალავერზე, კარგი თითა ყურძენიც მომყავს.

ვიწყებთ სხვადასხვა სახის ჩითილით. ამას რომ დავამთავრებთ, სალათის ფურცლებზე გადავდივართ, შემდეგ ზაფხულის მწვანილიდან - ზამთრის მწვანილზე და ასე... არ ვჩერდებით... მოკლედ, ჩითილებზე ადრე გაზაფხულზე ვმუშაობთ, მერე პროდუქტს ვიწევთ და ბაზარს ვაწოდებთ.

- რომელ ბაზარს ამარაგებთ?

- ქუთაისის ცენტრალურ ბაზარს. ძირითადად, ბაზრის საბითუმო სისტემაზე ვმუშაობთ. ზამთარში მწვანილს მაღლაკის დამამზადებელი პუნქტი იბარებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საზღვარგარეთაც გზავნის.

- რა ფართობზეა თქვენი მეურნეობა?

- სულ 2500 კვ მ-ია, სადაც შვიდი სათბურია და მერვეც მალე გაიმართება. საბოლოოდ 10 სათბური იქნება. ძირითადად ოჯახის წევრები ვშრომობთ, მაგრამ არის პერიოდები, როცა საქმე ძალიან იმატებს და სხვებსაც ვიხმართ.15 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ ხისა და ბამბუკის კონსტრუქციებით იგებოდა სათბურები და რკინაბეტონს არ იყენებდნენ. ჩვენც ხის კონსტრუქცია გვქონდა, რაც ჩვენი სახსრებით, დანაზოგით და ბანკის დახმარებით გავაკეთეთ. იყო შემთხვევები, როცა რაიონის გამგეობას ვაკითხავდი სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით. დაპირებას კი ბევრს ვიღებდი, მაგრამ შედეგად - არაფერს.

- სახელმწიფო პროგრამით არასდროს გისარგებლიათ?

- არც ერთ სახელმწიფო პროგრამას ჩემთვის ხელი არ შეუწყვია. ახლა, კორონავირუსის პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო დახმარებებთან დაკავშირებით წყალტუბოში ჩავედი. მომცეს მითითებები, ელექტრონულად რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ვერაფრით დავრეგისტრირდი, სისტემა მეუბნებოდა, თქვენი მონაცემები არასწორიაო! რა იყო არასწორი - სახელი, გვარი თუ დაბადების თარიღი? სხვა მონაცემს პირველ ეტაპზე არ ითხოვდა. მოკლედ, ყველაფერი დაბლოკილი იყო. ვერც ჩემი სახელით შევედი, ვერც - შვილის, ვერც - სიძისა და მეზობლის. ამის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ეს იყო თვალთმაქცობა, ხალხის მოტყუება. ამ ყველაფრისთვის სხვა გზა უნდა აერჩიათ, კომისია უნდა შეექმნათ, რომელიც მოსახლეობის ნაკვეთებში ივლიდა და მეურნეობის მუშაობას ადგილზე შეისწავლიდა.

თუ მთავრობაში "პატრონი" გყავს, მოგხედავენ, სხვა შემთხვევაში ჩემნაირმა ადამიანმა არ იფიქროს, ვინმესთან რამე გაუვიდეს. ჩვენნაირ ადამიანებს უპროცენტო სესხს უნდა აძლევდნენ. სანამ ძირითად ვალს და მერე პროცენტს გაისტუმრებ, წელში წყდები, განსაკუთრებით - თუ დამწყები ხარ...

- რით არის თქვენი სოფელი გამორჩეული, რისი მოყვანა შეიძლება?

- ჩვენთან მებოსტნეობაა გავრცელებული. ადრე იყო ჩაი, მევენახეობა. საბჭოთა მეურნეობა რომ გაუქმდა, მოსახლეობა ინდივიდუალურ მუშაობაზე გადავიდა. საკარმიდამო ნაკვეთებში სხვადასხვა პროდუქტის (ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები) მოყვანა დაიწყეს. ყველაფერი მოდის - პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, მისდევენ მეცხოველეობასაც. ყველა დარგის განსავითარებლად ყველანაირი რესურსი არსებობს, თუკი შრომისუნარიანი ხარ და სურვილიც გაქვს.

პატარა სოფელი არ არის, 1500 კომლი ცხოვრობს. ზოგი ოჯახი წასულია, მაგრამ უმეტესობა აქ არის და სოფლის მეურნეობას მისდევს, მაგრამ რად გინდა? ბაზარმა გლეხის ნაშრომი უნდა დააფასოს, მაგრამ ასე არ ხდება. გლეხისგან ატამს, კილოგრამ მწვანილს 50 თეთრად რომ ყიდულობ და ჩემგან წაღებული სალათის ფურცლები ჰიპერმარკეტებში 1 კგ 12 ლარი ღირს, ამას რა ჰქვია? ეგრეთ წოდებული ვაჭრები 1000%-იანი მოგებით მუშაობენ. სანამ საქართველოს ბაზარი არ ექნება და იმაზე არ იფიქრებენ, რომ ნატურალური პროდუქტი ღირებული უნდა იყოს, მანამდე გაჭირდება ცხოვრება. ისეთი იაფია (20 თეთრი) პომიდვრის ჩაბარება, გლეხებს არც უღირთ და ზოგჯერ ყრიან ან პირუტყვს აჭმევენ.

ხომ შეიძლება უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ შემოვიტანოთ და ადგილობრივი პროდუქტისგან გავაკეთოთ?! მოსახლეობას ტრაქტორები უნდოდა, სხვა მოთხოვნებიც ჰქონდათ... ხომ შეიძლებოდა მაღლაკიდან ვინმე დარეგისტრირებულიყო, მაგრამ ბევრი ცდის მიუხედავად, ვერავინ შეძლო.

- დახმარება არ მიგიღიათ და როგორც მივხვდი, არც ელოდებით, მაგრამ ხელი არასდროს ჩაგიქნევიათ და თავდაუზოგავად შრომობთ. რას ეტყვით მათ, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული?

- უიმედოდ ყოფნა არ ვარგა. უმოქმედობას ისევ შრომა სჯობს. ხის კონსტრუქციებით რომ დავიწყე სათბურების მშენებლობა (ისიც არ ჯდებოდა იაფი - თითო სათბური 4-5 ათასი ლარი მაინც. რკინაბეტონი კი 7 ათას ლარამდე ჯდება) და დავამთავრე, პირველი უკვე სარესტავრაციო იყო. ამის გამო ბევრჯერ მიფიქრია, სხვა საქმეს მოვკიდო ხელი-მეთქი, მაგრამ არა - სოფელმა სოფელს უნდა მიხედოს, ქალაქმა - ქალაქის საქმეს. დამწყებებს ვეტყოდი, რომ თავიდან პატარა საქმეებით დაიწყონ. პირველად 1500-ლარიანი სესხი ავიღეთ და იმ დროიდან აქამდე მოვდივართ. ერთბაშად დიდი ფინანსების ბანკიდან გამოტანას არავის ვურჩევ. ეს მხოლოდ გააზრებულად, საკითხის კარგად შესწავლით უნდა მოხდეს. საქმის დაწყების დროსაც გამოცდილ ადამიანებს დაეკითხონ, რომ არ იზარალონ, თუმცა ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს ყველაფერი - როგორია ბაზარი, როგორ იყიდება პროდუქტი და გონივრული ნაბიჯები გადადგას.

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- პედაგოგი... მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ სკოლაში მუშაობა არ იყო საკმარისი და მეურნეობას შევეჭიდე, მერე კი მეურნეობას სკოლის საქმიანობა ვეღარ შევუთავსე. დაწყებით სამხედრო მომზადებასა და ფიზაღზრდას ვასწავლიდი, ბევრი კარგი სპორტსმენიც გამომიზრდია, დღეს კი ჩემი საქმიანობა სხვა სფეროა.

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ