საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე
"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ვერ ამ­ჩნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ვინ­მეს ხელს აფა­რებ­დეს.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავ­მა აჩ­ვე­ნა, რომ არა­ფე­რი ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა.

„მე ვერ შე­ვამ­ჩნიე ვერც პრო­კუ­რა­ტუ­რას, ვერც შსს-ს ვი­ღა­ცას ხელს აფა­რებ­დნენ. რაც მთა­ვა­რია ით­ქვა, რომ ეს იყო მკვლე­ლო­ბა, აქაც ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი მინ­და გა­მოვ­ხა­ტო. ვუ­სამ­ძიმ­რებ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს არა მხო­ლოდ ოჯახს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ ეს ძი­ე­ბაც არ მი­სუ­ლი­ყო ამა­ზე და უფრო ღრმა­დაც ჩავ­ლენ ალ­ბათ. ჩემ­თვის გულ­სატ­კე­ნია, რომ აქე­თაც ახალ­გზარ­დე­ბი არი­ან. იქით გარ­დაც­ვლი­ლი გვყავს და აქეთ კი­დევ ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა. ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას და გი­ორ­გის ტრა­გე­დი­ას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ნუ შე­ე­ხე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მისი თქმით, ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, პა­სუ­ხი უნდა აგოს, თუმ­ცა „ახალ­გაზ­რდებს ბო­ლომ­დე ვერ გავ­წი­რავთ“.

„ვინც ჩა­ი­დი­ნა, ვაჟ­კა­ცო­ბა უნდა ჰქონ­დეს და გა­მო­ვი­დეს. რამ­დენს და­ი­ჭე­რენ? ჩხუბ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგ­რამ ყვე­ლა ხომ ვერ მოკ­ლავ­და? ვი­ღა­ცას ხომ ჰქონ­და ასე­თი აზრი? იქით გარ­დაც­ვლი­ლი გვყავს და აქეთ ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა. ამათ­ზეც ხომ უნდა ვი­ფიქ­როთ, ბო­ლომ­დე ხომ ვერ გავ­წი­რავთ. და­ა­შა­ვა? პა­სუ­ხი უნდა აგოს, ორი აზრი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდებს დღეს ისე არ უნდა ვუ­ძა­ხოთ, რომ გა­მო­ვიდ­ნენ და უა­რე­სე­ბი იყ­ვნენ. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან ისი­ნიც. იჩხუ­ბეს, და­ლი­ეს, ვინ­მე უფ­რო­სი რომ ყო­ფი­ლი­ყო, იქ­ნებ გა­ეშ­ვე­ლე­ბი­ნათ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვე-ყანა!
8

ეს და კობახიძე რომ გეყოლებიან მოძღვრებად და დამრიგებლებად!

lm
14

ვაჟკაცობა ასეთი მცნება აღარ არსებობს, გაქრა, წაიშალა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სარალიძის მკვლელობის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება.

„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა, აქაც ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს არა მხოლოდ ოჯახს. ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძიებაც არ მისულიყო ამაზე და უფრო ღრმადაც ჩავლენ ალბათ. ჩემთვის გულსატკენია, რომ აქეთაც ახალგზარდები არიან. იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა. ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა „ახალგაზრდებს ბოლომდე ვერ გავწირავთ“.

„ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა? ვიღაცას ხომ ჰქონდა ასეთი აზრი? იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ ამდენი ახალგაზრდა. ამათზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ბოლომდე ხომ ვერ გავწირავთ. დააშავა? პასუხი უნდა აგოს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდებს დღეს ისე არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვიდნენ და უარესები იყვნენ. ახალგაზრდები არიან ისინიც. იჩხუბეს, დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

712 თბილისში, 305 - იმერეთში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"23 გარდაცვლილიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში და 2 - იმერეთში მკურნალობდა" - ბერდია სიჭინავა