პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო
"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

კლუბ "სა­ბურ­თა­ლომ" დღეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­რე­შე პირ­ვე­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. ამის შე­სა­ხებ კლუ­ბის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"ჩვენ­მა გუნ­დმა ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში "სპა­ე­რი" 2:0 და­ა­მარ­ცხა! ყვე­ლა გოლი და გა­მარ­ჯვე­ბა შენ გე­ძღვნე­ბა შა­ქარ!" - აღ­ნიშ­ნა­ვენ კლუ­ბის წევ­რე­ბი.

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი "სა­ბურ­თა­ლო­ში" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და და ყვე­ლა წევ­რს თავი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა და შე­აყ­ვა­რა. მას ემო­ცი­რად იხ­სე­ნებს კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

"მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. არა­სო­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი - პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან... რო­დე­საც "სა­ბურ­თა­ლო 2"-ში მოხ­ვდა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, "სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში" მოვ­ხვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო" - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

კლუბ "საბურთალომ" დღეს გიორგი შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ კლუბის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"ჩვენმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება შაქარ!" - აღნიშნავენ კლუბის წევრები.

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი "საბურთალოში" წლების განმავლობაში თამაშობდა და ყველა წევრს თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა და შეაყვარა. მას ემოცირად იხსენებს კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"მინდა გითხრათ, რომ ძალიან მობილიზებული იყო. არასოდეს ურთიერთობები არ შეშლია. ყველასთან თქვენობით ლაპარაკობდა, ძალიან თავაზიანი იყო, როგორც სპორსტმენი - პერსპექტიული. ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან... როდესაც "საბურთალო 2"-ში მოხვდა ეს იყო მოტივაცია და ბებოსთვის უხარებია, ბებო, "საბურთალოს პირველში" მოვხვდები მალე და წავალ ევროპაშიო. ძალიან მიზანდასახული იყო" - განაცხადა ხეჩიკაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გუშინ გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ინფორმაცია მშობლებისთვის - ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი იწყება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე