მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"
"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"ტვ პირ­ვე­ლის" გა­და­ცე­მა "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათს" წყა­რომ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში შა­ქა­რაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ვახო ჩი­ქო­ვა­ნი გა­უს­წორ­დნენ. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, სწო­რედ ეს ორი ადა­მი­ა­ნი მის­დევ­და ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელს ბო­ლომ­დე, ნა­წი­ლი კი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს ანე­იტ­რა­ლებ­და, რო­მე­ლიც ფე­რად შე­ნო­ბას­თან იმა­ლე­ბო­და.

"არაგ­ვის ხიდ­თან სა­ცე­მად ჩა­ვი­და ნა­ძა­ლა­დე­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა, "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მან­ქა­ნით. შე­ში­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ამ დროს გა­იქ­ცნენ. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ფე­რად შე­ნო­ბას­თან და­ი­მა­ლა. იქვე გა­ჩერ­და სამი თავ­დამ­სხმე­ლი. ისი­ნი ამირ­ხა­ნაშ­ვილს ანე­იტ­რა­ლებ­დნენ. ერთი დარ­ჩა მან­ქა­ნა­ში, ორი კი შა­ქა­რაშ­ვილს ბო­ლომ­დე და­ე­დევ­ნა. წყა­რო ჰყვე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე" - ჰყვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ნო­დარ მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას სან­დრო წყა­რომ მი­ა­წო­და ვერ­სია, რო­მელ­ზეც ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
31

ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ! 

temida
1

წყარო და ნაკადული არ გვინდა ეხლა, სასამართლო მაგ რაღაცეებს ვერ გაითვალისწინებს--- კონკრეტული პიროვნება ვინც დაადასტურებს მომხდარს და ფარდა აეხდება ამ უმსგავსო გორილების საქციელს. წაქცეულს და გაქცეულს არ ურტყამენ და ამ არა ადამიანებმა წყალში დაახრჩეს უმწეო ბიჭი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"ტვ პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათს" წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ არაგვის ხეობაში შაქარაშვილს ფიზიკურად მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ორი ადამიანი მისდევდა ახალგაზრდა ფეხბურთელს ბოლომდე, ნაწილი კი გურამ ამირხანაშვილს ანეიტრალებდა, რომელიც ფერად შენობასთან იმალებოდა.

"არაგვის ხიდთან საცემად ჩავიდა ნაძალადევის დაჯგუფება, "ტოიოტა ქამრის" მანქანით. შეშინებული გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ამ დროს გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი ფერად შენობასთან დაიმალა. იქვე გაჩერდა სამი თავდამსხმელი. ისინი ამირხანაშვილს ანეიტრალებდნენ. ერთი დარჩა მანქანაში, ორი კი შაქარაშვილს ბოლომდე დაედევნა. წყარო ჰყვება, რომ გამოძიების ინფორმაციით, შაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახო ჩიქოვანი და მორაგბე არჩილ გაგნიძე" - ჰყვება ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც ამბობს, რომ ტელეკომპანიას სანდრო წყარომ მიაწოდა ვერსია, რომელზეც ახლა გამოძიება მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გუშინ გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

"ბუნებრივი წინაღობის - მდინარის გამო ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა" - რას აცხადებს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე?

პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუციას, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვან ბრალი დაუმძიმდა