პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლე სოფო ხალ­ვა­ში აცხა­დებს, რომ მას ლაშა კო­მა­ხი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

ხალ­ვა­შის თქმით, წას­ვლის შე­სა­ხებ მას არა­ფე­რი უთ­ქვამს.

"ბა­თუ­მის მე­რის გა­დად­გო­მა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან გა­ვი­გე და და­სა­ზუს­ტებ­ლად მო­ვე­დი მე­რი­ა­ში. მერს დღეს ვე­ლა­პა­რა­კე, ჩვენ საქ­მი­ა­ნი სა­უ­ბა­რი გვქონ­და ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე და წას­ვლის შე­სა­ხებ მას არა­ფე­რი არ უთ­ქვამს“, - აღ­ნიშ­ნა სოფო ხალ­ვაშ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ წევ­რი. გი­ორ­გი კირ­თა­ძის თქმით, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ბევ­რჯერ გავ­რცელ­და და მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, მთავ­რო­ბის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა იყოს.

"გან­ცხა­დე­ბა არ მი­ნა­ხავს და არც არა­ვის არ უნა­ხავს, ალ­ბათ, ორ­შა­ბათს იტყვი­ან. კო­მა­ხი­ძე კი არა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი მი­დი­ან გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე. მის წას­ვლა­ზე ბევ­რჯერ თქვეს, მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა, იყოს მისი და­პი­რის­პი­რე­ბა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს­თან, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს არ­ჩევ­ნებს ან ორი­ვეს ერ­თად. ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე აპი­რებ­დნენ მას­ზე ხე­ლის­შე­ხოც­ვას", - გა­ნა­ცხა­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის მე­რის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და. მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ლაშა კო­მა­ხი­ძეს გან­ცხა­დე­ბა და­წე­რი­ლი არ აქვს.

კახი
0

წარმატებები თქვენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში აცხადებს, რომ მას ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ხალვაშის თქმით, წასვლის შესახებ მას არაფერი უთქვამს.

"ბათუმის მერის გადადგომაზე ინფორმაცია არ მაქვს, ტელევიზიებიდან გავიგე და დასაზუსტებლად მოვედი მერიაში. მერს დღეს ველაპარაკე, ჩვენ საქმიანი საუბარი გვქონდა ერთ-ერთ პროექტზე და წასვლის შესახებ მას არაფერი არ უთქვამს“, - აღნიშნა სოფო ხალვაშმა.

ინფორმაციას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის“ წევრი. გიორგი კირთაძის თქმით, მსგავსი ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელდა და მიზეზი შესაძლოა, მთავრობის თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება იყოს.

"განცხადება არ მინახავს და არც არავის არ უნახავს, ალბათ, ორშაბათს იტყვიან. კომახიძე კი არა, პრემიერ-მინისტრები მიდიან განმარტების გარეშე. მის წასვლაზე ბევრჯერ თქვეს, მიზეზი შეიძლება, იყოს მისი დაპირისპირება თორნიკე რიჟვაძესთან, შესაძლოა უკავშირდებოდეს არჩევნებს ან ორივეს ერთად. ქალაქში არსებულ პრობლემებზე აპირებდნენ მასზე ხელისშეხოცვას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის მერის გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძეს განცხადება დაწერილი არ აქვს.

ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება

ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა