პარტნიორები:

    აგვისტოს ომის მონაწილე რუსი მფრინავი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

    აგვისტოს ომის მონაწილე რუსი მფრინავი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

    ბომბდამშენი Ту-22М3-ის ეკიპაჟის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრ კოვენცოვის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია, - განაცხადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა ალექსანდრ ზელინმა.

    "ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს – ეს ვიცე-პოლკივნიკი კოვენცოვია, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მოვიძიეთ", - განაცხადა ზელინმა "Эхо Москвы"-ს ეთერში.

    რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მფრინავს კვლავაც "უგზო-უკვლოდ დაკარგულად" მიიჩნევს.

    თვითმფრინავი Ту-22М3 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოპერაციის დროს ჩამოაგდეს. ეკიპაჟის ორი დაღუპული წევრი საძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვნეს, თუმცა მესამე წევრს - კოვენცოვს ვერსად მიაკვლიეს. კატაპულტირების ადგილზე მხოლოდ მფრინავის კატაპულტის სავარძელი და პარაშუტი აღმოჩნდა.

    მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

    მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

    "სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

    პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?