საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე
"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

შოთა არ­ვე­ლა­ძე თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას მოს­კო­ვის ცსკა-ში გა­დას­ვლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი შე­ფა­სე­ბით, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ერ­თო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ გა­აჩ­ნია, არას­წო­რია.

"ისე­თი ამ­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­მელ­საც თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, უკვე მე­ო­რე დღეა თვალს ვა­დევ­ნებთ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ერ­თად უნდა შევ­თან­ხმდეთ, რაზე უნდა გვქონ­დეს უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია და რაზე არა. ჩემი პო­ზი­ცია რუ­სეთ­თან და ამ სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ტე. იმის­თვის რომ მო­ვე­რი­დოთ სამ­მა­გი სტან­დარ­ტით ცხოვ­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პო­ზი­ცია თა­ნაბ­რად ვრცელ­დე­ბო­დეს არა ერთ ან ორ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე, არა­მედ ზო­გა­დად, რუ­სეთ­ში თა­მაშ­ზე, მუ­შა­ო­ბა­ზე, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა­სა თუ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის სპონ­სო­რია VTB ბან­კი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ აღ­მო­აჩ­ნდა არ­ცერთ ქარ­თულ ბანკს იმა­ზე მეტი სურ­ვი­ლი, ვიდ­რე რუ­სულს, ყო­ფი­ლი­ყო ნაკ­რე­ბის სპონ­სო­რი და მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი. ამი­ტომ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა ვთქვათ და შევ­თან­ხმდეთ, რა არის ჩვენ­თვის წი­თე­ლი ხაზი და რა არა. არ მი­მაჩ­ნია სწო­რად მო­რა­ლის­ტო­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ერ­თო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გაგ­ვაჩ­ნია. მინ­და თორ­ნი­კეს ყვე­ლა იმ მიზ­ნის მიღ­წე­ვა ვუ­სურ­ვო, რო­მე­ლიც და­სა­ხუ­ლი აქვს" - წერს არ­ვე­ლა­ძე.

მოს­კო­ვის ცსკა-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი თორ­ნი­კე შენ­გე­ლია რუ­სუ­ლი კლუ­ბის წევ­რი გახ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა "არ­მი­ელ­თა" სა­იტს მის­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რია.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის რი­გებ­ში გა­დას­ვლით და ერთი სული მაქვს რო­დის შევ­ძლებ სა­უ­ცხოო მო­თა­მა­შე­ე­ბის გვერ­დი­თა და ბრწყინ­ვა­ლე მწვრთნე­ლე­ბის და­მო­ძღვრით თა­მაშს. იმე­დი მაქვს, ცსკა-სთან ერ­თად ევ­რო­ლი­გა­სა და ვი-თი-ბი ლი­გა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წევთ", - ამ­ბობს შენ­გე­ლია.

თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა და თუ შენ­გე­ლია "ცსკა"-ში გა­და­ვა, ამა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
35

100% ვეთანხმები ერთი თვის წინ ნუცა ბუზალაძე ყველა არხმა დაპატიჟა რუსეთის შოუებში წარმატების აღსანიშნავად . იმედიდან დაწყებული ყველა არხზე ვიყურე ნუცა ბუზალაძის მოსკოვურ წარმატებას. ვერ გავიგე ბუზაკაძესგვის მოჟნა შენგელიასთვის არა? ჩამოყალიბდით ერი რუსეთი მტერია თუ მოყვარე!!!!

ttt
1
არადა პირველი ქვეყანა ვინც პოლიტიკას ხედავს ყველაფერში,მათ შორის სპორტში,ეს რუსეთია.ხომ არ დაგვავიწყდა ზამთარში კრასნოიარკში,რომ ჩაიყვანეს საქართველოს ნაკრები რაგბიში,რომ დავემარცხებინეთ ან დოპინგები ოლიმპიადაზე ველიკოდერჟავად,რომ წარმოჩენილოყო რუსეთი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში ქართულ საზოგადოებას საერთო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, არასწორია.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს" - წერს არველაძე.

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ქართველმა კალათბურთელმა "არმიელთა" საიტს მისცა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - ამბობს შენგელია.

თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

"დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია" - თენგიზ ცერცვაძე

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე

"10-ზე მეტმა ქვეყანამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა - მრევლს ვურჩევდი, მოგვეცადა..." - დეკანოზი