ავტორი:

"გიორგის მშობლებმა წარმოუდგენელი სულგრძელობა გამოიჩინეს... ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო" - ხეჩიკაშვილის ემოციური ეთერი

"გიორგის მშობლებმა წარმოუდგენელი სულგრძელობა გამოიჩინეს... ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო" - ხეჩიკაშვილის ემოციური ეთერი

კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და 19 წლის ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებზე ემოციურად საუბრობს.

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას მან საუკეთესო შვილი გაზრდისთვის განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელის მშობლებს გადაუხადა.

"ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება - შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები. ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, არ მახსოვს მისი უხეში თამაში და ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო.

მინდა მის ღირსეულ მშობლებს და სანათესაოს მივუსამძიმრო. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს, ხომ არის ასეთ დროს გამწარდება ადამიანი, ან დაიწყევლება. არავიზე ცუდი არ უთქვამთ. ღვთისნიერი ხალხია და ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო. ამ ადამიანებმა კიდევ უფრო შემაყვარეს თავი თავისი უბრალოებით. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს და ადვოკატებს ვთხოვო, გაითვალისწინონ ამ ბავშვის კადრებს რომ აჩვენებენ და ათას ვერსიაზე ლაპარაკობენ, კიდევ ერთხელ კლავენ მშობლებს." - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს "შაქარას" სახელობის სტიპენდია დაენიშნოთ.

"ძალიან ტრამვირებულია მისი გუნდიც. ჩვენ ალბათ დროთა განმავლობაში შევძლებთ, რომ ვანუგეშოთ ოჯახი. საბურთალო ერთი ოჯახია. აუცილებლად იქნება "შაქარას", ჩვენ უკვდავყოფთ მის სახელს. "შაქარას" სახელზე სტიპენდია დაენიშნებათ ფეხბურთელებს.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მობილიზებული იყო. არასოდეს ურთიერთობები არ შეშლია. ყველასთან თქვენობით ლაპარაკობდა, ძალიან თავაზიანი იყო, როგორც სპორსტმენი - პერსპექტიული. ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან... როდესაც "საბურთალო 2"-ში მოხვდა ეს იყო მოტივაცია და ბებოსთვის უხარებია, ბებო, "საბურთალოს პირველში" მოვხვდები მალე და წავალ ევროპაშიო. ძალიან მიზანდასახული იყო" - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე

"პორნო საიტისთვის პროგრამული უზრუნველყოფა გაგვიკეთებია, თუმცა პორნო ინდუსტრიასთან შეხება არ გვაქვს" - ZAG-ის დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციაზე